ტრაგედია იმერეთში – კედლის ჩამონგრევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

Written by

in

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში უბედურ შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სამუშაოების დროს, კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 21 წლის ახალგაზრდა დაშავდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის გარდაიცვალა.

მომხდარ უბედურ შემთხვევას ადასტურებს სოფლის რწმუნებული. მისი თქმით, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

„პრაიმტაიმი“ შსს-ში დეტალებს არკვევს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *