დაშავებულია 6 ადამიანი – ახალი დეტალები იმერეთში მომხდარ ავარიაზე

Written by

in

ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.

ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *