სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა თე­ლავ­ში, ქორ­წილ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი

Written by

in

"ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, რა ხდებოდა სინამდვილეში" - ვრცელდება კადრები თელავიდან, რომელიც ქორწილში მომხდარ ინციდენტს ასახავს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა თე­ლავ­ში, ქორ­წილ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი.

კად­რებს ქორ­წილ­ში მყო­ფი პირი აქ­ვეყ­ნებს.

“გა­და­ა­ზი­ა­რეთ!

ალ­ბათ, ყვე­ლამ ნა­ხეთ გუ­შინ­დე­ლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი სი­მარ­თლე კადრს მიღ­მა დარ­ჩა.

ამ ვი­დე­ო­ში კი ნათ­ლად ჩანს, რა ხდე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლე­ში: რო­გორ ყვი­რი­ან ზე­მო­დან არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ტუ­რის­ტე­ბი, რო­გორ აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას სუფ­რის წევ­რებს და ცდი­ლო­ბენ ქორ­წი­ლის ჩაშ­ლას. ​

სა­ნამ ეს ბიჭი მათ­თან ავი­დო­და, მათ აპა­რა­ტუ­რას ალ­კოჰო­ლი გა­და­ას­ხეს და ქვე­მოთ მყოფ ხალ­ხს აფურ­თხებ­დნენ.

პატ­რუ­ლი უკვე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცი­ის და­სამ­შვი­დებ­ლად ასულ ბიჭს თა­ვად­ვე და­ესხნენ თავს ფი­ზი­კუ­რად (ყელ­ში ეძ­გერ­ნენ და მკერ­დში ჩა­არ­ტყეს). ბი­ჭის სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ თავ­დაც­ვა აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში!” – წერს თე­ლავ­ში, ქორ­წილ­ში ინ­ცი­დენ­ტის შემ­სწრე პირი და ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

  • ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით აღ­ნიშ­ნავს, რომ თე­ლავ­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, ქორ­წი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სას­ტუმ­რო­ში დამ­სვე­ნე­ბელ­მა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სას­ტუმ­როს ნომ­რის აივ­ნი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ქორ­წილ­ში მყოფ პი­რებს და წყა­ლი და­ას­ხეს აპა­რა­ტუ­რას, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქალს. და­შა­ვე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *