“მისი გარდაცვალება გამოიწვია…” – ექსპერტებმა ყველაფერს ფარდა ახადეს, პასუხი ცნობილია

დაც­ვის მხა­რე აპე­ლი­რებ­და, რომ გიგა ავა­ლი­ა­ნი დარ­ტყმის შე­დე­გად ას­ფალტზე, კე­ფით, პი­რაღ­მა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ე­ცა და და­ზი­ა­ნე­ბა და­ცე­მის დროს მი­ი­ღო. ეს კო­მი­სი­ურ­მა ექ­სპერ­ტებ­მა ცალ­სა­ხად გა­მო­რი­ცხეს, რად­გან ავა­ლი­ანს შუბ­ლის ძვა­ლი მო­ტე­ხი­ლი აქვს პირ­და­პი­რი დარ­ტყმის შე­დე­გად, ფეხ­ზე მდგომს, – ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, ქე­თე­ვან სო­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

  • რო­გორც მან გან­მარ­ტა, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი სამი არას­რულ­წლოვ­ნის საქ­მე­ზე დღეს ორი ექ­სპერ­ტი და­კი­თხეს.

„დღეს ერთ-ერთი, ფუნ­და­მენ­ტუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იქნა გა­მოკ­ვლე­უ­ლი, ეს არის კო­მი­სი­უ­რი სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა. და­კი­თხულ­მა ექ­სპერ­ტებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ გიგა ავა­ლი­ანს ნამ­დვი­ლად ჰქონ­და შუბ­ლის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია მისი უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბა, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია მის სა­სიკ­ვდი­ლო შე­დეგ­თან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ცალ­სა­ხად დად­გე­ნი­ლია, რომ მი­ყე­ნე­ბუ­ლია რა­ი­მე მკვრი­ვი, ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით. ექ­სპერ­ტი რა­ი­მე მკვრივ, ბლაგვ სა­განს გან­მარ­ტავს, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს რო­გორც ადა­მი­ა­ნის ანა­ტო­მი­უ­რი ორ­გა­ნო, მათ შო­რის, ხელი, მუშ­ტი, ფეხი, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს – ქვა, აგუ­რი, ხის ნა­ჭე­რი და ა.შ. ამ შემ­თხვე­ვა­ში რო­გო­რი სა­ხის მკვრივ, ბლაგვ სა­გან­ზეა სა­უ­ბა­რი, ამას ექ­სპერ­ტი ცალ­სა­ხად ვერ ად­გენს.

დაც­ვის მხა­რე აპე­ლი­რებ­და იმა­ზე, რომ დარ­ტყმის შე­დე­გად, გიგა ავა­ლი­ა­ნი ას­ფალტზე, კე­ფით, პი­რაღ­მა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ე­ცა და და­ცე­მის დროს უნდა მი­ე­ღო და­ზი­ა­ნე­ბა. თუმ­ცა, კო­მი­სი­ურ­მა ექ­სპერ­ტებ­მა ცალ­სა­ხად გა­მო­რი­ცხეს მსგავს გა­რე­მო­ე­ბებ­ში შუბ­ლის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, რად­გან შუბ­ლის ძვა­ლი და­ზა­რა­ლე­ბულს მო­ტე­ხი­ლი აქვს პირ­და­პი­რი დარ­ტყმის შე­დე­გად, ფეხ­ზე მდგომს და მი­ყე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო წი­ნი­დან უკან და არა პი­რი­ქით. და­ცე­მის შე­დე­გად მას და­ზი­ა­ნე­ბა უნდა მი­ე­ღო კე­ფის არე­ში – უკ­ნი­დან წინ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, გიგა ავა­ლი­ანს და­ზი­ა­ნე­ბა პირ­და­პირ შუბ­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მას პი­რის­პირ ედგნენ”,- გა­ნა­ცხა­და სო­ნი­ძემ.

ამ წუ­თებ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის გან­ხილ­ვა­ზე შეს­ვე­ნე­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. 15:00 სა­ა­თი­დან კი, სა­სა­მარ­თლო­ში იმ ახალ­გაზ­რდებს და­კი­თხა­ვენ, რომ­ლე­ბიც შემ­თხვე­ვის დროს გიგა ავა­ლი­ა­ნის დახ­მა­რე­ბას შე­ე­ცად­ნენ.

ცნო­ბის­თვის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს, გი­ორ­გი რი­კა­ძე­სა და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვანს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით აქვთ წარ­დგე­ნი­ლი, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს ჯგუ­ფუ­რად, რა­საც გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *