ორი დღის წინანდელი პროგნოზი მოულოდნელად შეიცვალა: წვიმები ძლიერი სიცხის ნაცვლად – როგორი ამინდი გველოდება წინ

Written by

in

ამინ­დი, კლი­მა­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის უკვე დიდი ხა­ნია, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა… რო­გო­რი ამინ­დე­ბი გვე­ლო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს და ამ ზა­ფხულს? – ეს არის ერთ-ერთ მთა­ვა­რი კი­თხვა ახლა, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვა­წუ­ხებს… ამ თე­მა­ზე გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, დოდო გვა­ზა­ვას ვე­სა­უბ­რეთ.

– ქალ­ბა­ტო­ნო დოდო, გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გან წვი­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი… რო­გო­რია თქვე­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პროგ­ნო­ზი კვი­რის ბო­ლომ­დე, 19 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით?

– დიახ, 19 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით. ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­სავ­ლე­თის მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში შე­და­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით 19 ივ­ლისს. ეს ძი­რი­თა­დად კავ­კა­სი­ო­ნის ჩრდი­ლო­ეთ კალ­თებ­სა და მიმ­დე­ბა­რე რე­გი­ო­ნებს – სვა­ნეთ­სა და რა­ჭის შე­მო­გა­რენს შე­ე­ხე­ბა. თუმ­ცა, დაბ­ლობ­ში დრო­გა­მოშ­ვე­ბი­თი წვი­მის ალ­ბა­თო­ბა პრო­ცენ­ტუ­ლად და­ბა­ლია, მაგ­რამ მა­ინც უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ნა­ლე­ქი შე­საძ­ლე­ბე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რას, ამ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­სავ­ლე­თის დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში დიდი მა­ტე­ბა არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი და მაქ­სი­მუ­მი 28–29 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში გა­სულ დღე­ებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­და­რე­ბით და­ბა­ლი იყო (და­ახ­ლო­ე­ბით 23 გრა­დუ­სი) და ახ­ლაც მხო­ლოდ ერთი-ორი გრა­დუ­სით მო­ი­მა­ტებს.აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს, 17 ივ­ლისს და ხვალ 18 ივ­ლისს, ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით. სე­ტყვის ალ­ბა­თო­ბა დიდი არ არის, თუმ­ცა პრო­ცე­სი უფრო ელ­ჭე­ქით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. გა­სულ დღე­ებ­ში აქაც და­იკ­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რამ, არ ყო­ფი­ლა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი – და­ახ­ლო­ე­ბით 30–32 გრა­დუ­სი ფიქ­სირ­დე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, გუ­შინ, 16 ივ­ლისს, დე­და­ქა­ლაქ­ში მხო­ლოდ 28 გრა­დუ­სი იყო, სამ­ხრეთ რა­ი­ო­ნებ­ში კი – 30 გრა­დუ­სი.

დღეს ტემ­პე­რა­ტუ­რა ერთი-ორი გრა­დუ­სით მო­ი­მა­ტებს და ბარ­ში 32 გრა­დუ­სამ­დე მი­აღ­წევს, მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში კი – 28 გრა­დუ­სამ­დე.თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 18 ივ­ლი­სის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და მთლი­ა­ნად 19 ივ­ლისს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა, ზო­გან ელ­ჭე­ქი. ზო­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია ძლი­ე­რი, კერ­ძოდ კი – ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ნა­ლე­ქი აღი­ნიშ­ნოს 19 ივ­ლისს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო­ეთ და ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ რა­ი­ო­ნებ­ში, კერ­ძოდ, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, შე­საძ­ლოა საკ­მა­ოდ უხვი ნა­ლე­ქი გვქონ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რაც ვერ მო­ი­მა­ტებს – თუ დღეს რამ­დე­ნი­მე გრა­დუ­სით მო­ი­მა­ტებს, 19 ივ­ლისს ისევ და­იკ­ლებს და 28 გრა­დუ­სამ­დე ჩა­მო­ვა.

– რო­გო­რია ზო­გა­დი ტენ­დენ­ცია? თქვენ ხში­რად აა­ნა­ლი­ზებთ ზა­ფხუ­ლის სა­ერ­თო სუ­რათს. აი, მომ­დევ­ნო ორი კვი­რის ან თუნ­დაც 10 დღის ჭრილ­ში რომ შევ­ხე­დოთ – ეს შე­და­რე­ბით გრი­ლი ამინ­დე­ბი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა უფრო მო­ი­მა­ტებს?

– აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი 10-დღი­ა­ნი პროგ­ნო­ზით ჩან­და, რომ 23 ივ­ლი­სი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი მა­ტე­ბა უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო და სი­ცხეს შე­საძ­ლოა, 40 გრა­დუ­სის­თვი­საც კი მი­ეღ­წია. მაგ­რამ გლო­ბა­ლუ­რი მო­დე­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა და დღე­ვან­დე­ლი სუ­რა­თი ამ პროგ­ნოზს აღარ ადას­ტუ­რებს. ორი დღის წინ რომ გე­კი­თხათ, და­ზუს­ტე­ბით გე­ტყო­დით, რომ 23 ივ­ლი­სი­დან სამ­ხრე­თი­დან თბი­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბის შე­მოჭ­რის გამო 40-გრა­დუ­სი­ა­ნი სი­ცხე­ე­ბი და­ი­წყე­ბო­და.

თუმ­ცა, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, კვლავ აქ­ტი­უ­რია ატ­ლან­ტი­კის ჩრდი­ლო­ე­თი­დან ევ­რო­პის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში შე­მოჭ­რი­ლი შე­და­რე­ბით გრი­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ხრე­თის­კენ ძა­ლი­ან ღრმად ეშ­ვე­ბა. ეს იწ­ვევს არამ­დგრა­დო­ბას. არის წვი­მე­ბი. ამ ორ მა­სას – ჩრდი­ლო­ე­თი­დან წა­მო­სულ შე­და­რე­ბით გრილ და სამ­ხრე­თის ცხელ ჰა­ერს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა იწ­ვევს მოღ­რუბ­ლუ­ლო­ბას შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­სა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში (სა­მეგ­რე­ლო­სა და იმე­რეთ­ში), რის გა­მოც ტემ­პე­რა­ტუ­რა ვერ იმა­ტებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ტენ­დენ­ცია მა­ინც იქით მი­დის, რომ 22-23 ივ­ლი­სი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა მა­ინც და­ფიქ­სირ­დე­ბა იმ და­ბალ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­თან შე­და­რე­ბით, რაც ბოლო დღე­ებ­ში გვქონ­და.

– აღ­ნიშ­ნეთ, რომ პროგ­ნო­ზი ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იც­ვა­ლა. რა გან­სა­ზღვრავს ამ­გვარ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას, რის გა­მოც პროგ­ნო­ზე­ბი ხში­რად არ მარ­თლდე­ბა? ეს ყვე­ლა­ფე­რი გლო­ბა­ლურ, კლი­მა­ტურ ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა?

– დიახ, ეს პრო­ცე­სე­ბი პირ­და­პირ კავ­შირ­შია გლო­ბა­ლურ კლი­მა­ტურ ცვლი­ლე­ბებ­თან. დე­და­მი­წის ზე­და­პირ­ზე უამ­რა­ვი რთუ­ლი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს – ოკე­ა­ნე­ე­ბი­სა და ხმე­ლე­თის მიერ მზის ენერ­გი­ის შთან­თქმა, ჰა­ე­რის მა­სე­ბის ცირ­კუ­ლა­ცია ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში და ა.შ. დღეს, რო­დე­საც ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ბევ­რად დიდი წვდო­მა გვაქვს, ვხე­დავთ, რომ ანო­მა­ლი­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყველ­გან ფიქ­სირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­შიც კი ისე­თი ძლი­ე­რი სი­ცხე­ე­ბია, რაც აქამ­დე არ ახ­სოვთ. კლი­მა­ტი ნამ­დვი­ლად იც­ვლე­ბა და ამა­ზე უკვე ხმა­მაღ­ლა შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­ღარც ვი­გებთ, რო­დის იწყე­ბა და რო­დის მთავ­რდე­ბა ზა­ფხუ­ლი. ზამ­თა­რიც ბევ­რად თბი­ლი და ნაკ­ლებ­თოვ­ლი­ა­ნი გახ­და ბარ­ში, მთა­ში კი მო­სუ­ლი მცი­რე თოვ­ლიც მა­ლე­ვე დნე­ბა, რაც მყინ­ვა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. ატ­მოს­ფე­რო­ში სი­ნო­ტი­ვის დაგ­რო­ვე­ბა იწ­ვევს ძლი­ე­რი, ვერ­ტი­კა­ლუ­რი საწ­ვი­მა­რი, ძლი­ე­რი ღრუბ­ლე­ბის წარ­მოქ­მნას. ამი­ტო­მაც არის, რომ წვი­მა, ხალ­ხუ­რი თქმით რომ ვთქვათ, „გაბ­რა­ზე­ბუ­ლი“ მო­დის – უცებ უზარ­მა­ზა­რი ძა­ლით ჩა­მო­იც­ლე­ბა ხოლ­მე, რა­საც ხში­რად სე­ტყვაც თან ახ­ლავს. ატ­მოს­ფე­რო თით­ქოს „გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ“ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია (ცოტა იუ­მორ­შიც რომ გა­და­ვი­ტა­ნოთ, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა ასე­თია).

– გე­თან­ხმე­ბით…

– ფაქ­ტია, რომ ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვით დე­და­მი­წის გარ­შე­მო სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა. ჩემი კა­რი­ე­რის და­სა­წყის­შიც ყო­ფი­ლა სი­ცხე­ე­ბი, მაგ­რამ მა­შინ უბ­რა­ლო ვენ­ტი­ლა­ტო­რიც გვშვე­ლო­და. ახლა კი ატ­მოს­ფე­როს შე­მად­გენ­ლო­ბაც შეც­ვლი­ლია. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის პრო­ცე­სი წინ მი­დის და სე­ზო­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ფა­რავს. დიდი კვლე­ვე­ბია სა­ჭი­რო, რომ იმ წინა პე­რი­ოდს რომ და­უბ­რუნ­დეს. ადრე თუ მო­სახ­ლე­ო­ბას გვალ­ვე­ბი აწუ­ხებ­და და ამი­ტომ სარ­წყავ არ­ხებს აშე­ნებ­დნენ, ახლა, მა­გა­ლი­თად, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მე­ბის გამო გა­ზა­ფხულ­ზე სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც კი ვერ მო­ას­წრეს, რაც პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა­ზე.

ძლი­ე­რი წვი­მე­ბი წარ­სულ­შიც ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ახ­ლან­დე­ლი ნა­ლე­ქი ხში­რად იწ­ვევს ღვარ­ცო­ფებ­სა და მე­წყე­რებს, რად­გან ნი­ა­და­გი ვე­ღარ ატა­რებს ამ­დენ წყალს. ადა­მი­ა­ნი ხში­რად არ არის ამის­თვის მზად, რად­გან პრაქ­ტი­კა­ში მსგავ­სი მას­შტა­ბე­ბი არ გვქო­ნია.წარ­სუ­ლის კლი­მა­ტი წარ­სულ­ში დარ­ჩა, მო­მა­ვა­ლი კი სულ სხვა­ნა­ი­რია. ამის­თვის შე­უმ­ზა­დებ­ლე­ბი ვართ. ამი­ტომ, ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად გვჭირ­დე­ბა ადაპ­ტა­ცია – რო­გორც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, ისე ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. ყო­ფი­ლა წვი­მა, თოვ­ლი, ყინ­ვა ადრე დაბ­ლობ­შიც მთა­შიც, მტკვა­რიც გა­ყი­ნუ­ლა, მაგ­რამ სა­შუ­ა­ლო გლო­ბა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა ძა­ლი­ან დი­დია, რაც მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მეც­ნი­ე­რებს კი­დევ ბევ­რი მუ­შა­ო­ბა მარ­თებთ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *