ამინდი იცვლება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *