სანთლები, ყვავილები, სათამაშოები… – გორში, ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან

Written by

in

გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ ტრაგედია დატრიალდა, ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილისთვის პატივის მისაგებად, ადგილზე ყვავილებით, სათამაშოებით მიდიან და სანთლებს ანთებენ.

ცნობისთვის, გუშინ, გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე მათგანი დაიღუპა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *