“გგონია, შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია, სიმწრით… შე არარაობა, არაკაცო! გადმოხტი და გაიქეცი” – რას წერს დაღუპული დედა-შვილის ნათესავი?

Written by

in

გორში, ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ანი ბე­რი­ა­ნი­ძე და მისი 3 წლის შვილი დაიღუპა.

ანი ბე­რი­ა­ნი­ძის ბიძაშვილი ირმა ამბარდნიშვილი მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“დავიღუპე ხალხო, ჩემი ანა აღარა მყავს, ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი იმედი აღარა მყავს! რატომ ხალხო? რატომ დადიხართ მთვრალები? ერთ დღეს დაიხოცეთ ნარკომანებო რამდენი უნდა შეიწიროთ? გაგეჩერებინა პატრულისთვის. დედა-შვილი რომ მიაჭყლიტე და პოლიციას შეაფარე თავი, შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს დედას რომ მოეხვია, სიმწრით, შე არარაობა გადმოხტი და გაიქეცი. რატომ არ მოიკალი თავი, ანგელოზი ბავშვი რომ გაჭყლიტე! შე არაკაცო!

ჩემო ლამაზო და ნიჭიერო ბავშვობიდან ლექსებს წერდა! მღეროდა, 5 ენაზე ლაპარაკობდა, უკეთესი ცხოვრება უნდა გქონოდა ჩემო ობოლო! რამდენ საშაირო ლექსებს უწერდი ხალხს. დაგრჩა ნეტავ ვინმე ლექსის გარეშე?!

ვაიმე, როგორ გიხაროდა! როგორ ჩქარობდი ახალ ბინაში გადასვლას. მატრასზე უნდა დავიძინო ერთი ღამეო.

დაიღუპა პატიოსანი ოჯახი.

ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი.

შენ მაინც როგორ მიმატოვე ანა! ჩემო ლამაზო… რატომ უნდა დაგიტიროთ მე? მე რატომ არავინ მიცოდებთ?” – წერს ანას ბიძაშვილი ირმა ამბარდნიშვილი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *