ცნობილია გორში ავარიისას დაღუპული ქალის ვინაობა

Written by

in

გორში ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი ანა ბერიანიძეა.

ტრაგედია გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. ავტომანქანა ქუჩაში მიმავალ ქვეითებს დაეჯახა. დედა, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, მძიმედ დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების მონაყოლით, მანქანა დედა-შვილს ზებრაზე დაეჯახა. ავარიის შემდეგ კი, მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამი იყო, მიმალვა სცადა. მძღოლი, 1991 წელს დაბადებული რ.ე. პოლიციამ დააკავა.

გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ჩასწორება: ბოლო ინფორმაციით, ბავშვიც კლინიკაში გარდაიცვალა. 😭😭😭

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *