„დედა დაიღუპა, 3 წლის წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა…“ – დაკავებულია მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა

Written by

in

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. 3 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა.

სამართალდამცველებმა დააკავეს მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *