“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა… გერმანიიდან ერთი თვის ჩამოსული იყო, სახლი შეიძინა” – რა დეტალები ხდება ცნობილი ლაგოდეხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე?

Written by

in

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ვახო ხუციშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ვახო მეგობართან ერთად „ვაზ-2106“-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სოფელ ცხაკაიასთან, სავარაუდოდ, ცუდი ხილვადობის გამო, საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა. ახალგაზრდა საუბედუროდ ადგილზე დაიღუპა, მის გვერდით მყოფი პირი კი დაშავდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ვახო ხუციშვილი თურმე გერმანიიდან ახალი ჩამოსული იყო.

“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, რა უნდა გითხრათ არ ვიცი, ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი, ვახო ჩემი ნათესავია, ძალიან განადგურებული ვარ ამ ამბით. დედისერთა იყო, დედას თავისი ერთადერთი შვილი აღარ ჰყავს და აქ რა არის სალაპარაკო, რა უნდა ვთქვათ, განვიცდით ამ ტრაგედიას. გერმანიიდან ახალი ჩამოსული იყო, ერთი თვე იქნება ალბათ. სოფელ არეშფერანში სახლი შეიძინა და დედასთან ერთად სოფელ ბაღდადიდან საცხოვრებლად იქ გადავიდა. არ ვიცი სამძიმარი როგორ უნდა ვუთხრა მის დედას, ირმას. მეტს ვერაფერს გეტყვით, აღარ შემიძლია”,- უთხრა ოჯახის ახლობელმა “კვირის პალიტრას”.

განაგრძეთ კითხვა>>>

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *