ხანძარი ბათუმში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

Written by

in

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ პირველ სართულზე, ბულვარის მხარეს, სადაც რესტორანი ფუნქციონირებს, ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *