“ყვავების შემოსევა” თელ-ავივის ცაზე – რას ნიშნავს ეს და რატომ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა

ორი დღის წინ თელ-ავი­ვის ცა ათა­სო­ბით ყვავ­მა და­ფა­რა – ფრინ­ვე­ლე­ბი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბის, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი კოშ­კე­ბის გარ­შე­მო წრე­ზე დაფ­რი­ნავ­დნენ. კად­რე­ბი სწრა­ფად გავ­რცელ­და ინ­ტერ­ნეტ­ში და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

  • ბევ­რი ამ მოვ­ლე­ნას სიმ­ბო­ლუ­რად აღიქ­ვამს და მას ის­რა­ელ­სა და ირანს შო­რის მიმ­დი­ნა­რე და­ძა­ბუ­ლო­ბას უკავ­ში­რებს. ზოგ­მა ეს „გან­წირ­ვის მაც­ნედ“ შე­ა­ფა­სა და ბიბ­ლი­ურ ტექ­სტებ­საც და­უ­კავ­ში­რა.

“ეს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­თვის ყვე­ლა­ზე ცუდი ნი­შა­ნია“, – წე­რენ X-ზე, ზოგი კი ამ ფაქტს ის­ტო­რი­ა­საც უკავ­ში­რებს.

  • მა­გა­ლი­თად, ძველ რომ­ში მღვდლე­ბი ფრინ­ვე­ლე­ბის ქცე­ვას ღმერ­თე­ბის გზავ­ნი­ლად აღიქ­ვამ­დნენ და ამის მი­ხედ­ვით იღებ­დნენ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

ასე­ვე გა­იხ­სე­ნეს Tower of London-ის ცნო­ბი­ლი ყორ­ნე­ბის ლე­გენ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თუ ფრინ­ვე­ლე­ბი ცი­ხეს და­ტო­ვე­ბენ, ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო და­ე­ცე­მა.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ის­რა­ე­ლი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თულ ფრინ­ველ­თა მიგ­რა­ცი­ულ მარ­შრუტ­ზე მდე­ბა­რე­ობს, ხოლო გა­ზა­ფხულ­ზე აქ და­ახ­ლო­ე­ბით 500 მი­ლი­ო­ნი ფრინ­ვე­ლი გა­და­ად­გილ­დე­ბა. მსგავ­სი ჯგუ­ფუ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ყვა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *