ვაიმე, რა ტრაგედიაა… 😭😭 ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ქართველი ექიმი გარდაიცვალა

Written by

in

ცნობილი ქუთაისელი  ექიმი – ნევროლოგი გოგა დევდარიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ ავრცელებს.

ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს, კოლეგებს და საზოგადოებას.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ექიმ – ნევროლოგის, გოგა დევდარიანის გარდაცვალების გამო.

ბატონი გოგა ჩვენი კლინიკის ყოფილი თანამშრომელი იყო, პროფესიონალი ექიმი, ღირსეული კოლეგა და კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და ადამიანური დამოკიდებულებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც კოლეგების, ისე პაციენტების გულებში.მისი პროფესიული საქმიანობა და ადამიანური ღირსებები ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

თანაგრძნობას გამოვთქვამთ და ვიზიარებთ ამ დიდ ტკივილს მისი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და ნათესავებს. გოგა დევდარიანის ნათელი ხსოვნა მარადიულად დარჩება ჩვენს გულებში“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

About the Author

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *