⭕️ ლისის ტბასთან ახლოს ბაიკერი დაიღუპა

Written by

in

ლისის ტბის მიდამოებში, სოფელ წოდორეთთან ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლეტი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *