84 წელიწადში ერთხელ! – როგორ შეიცვლება ჩვენი რეალობა 21 ივნისის 12:24 საათიდან

Written by

in

ხვალ მზე­ბუ­დო­ბაა, ეს არ არის უბ­რა­ლოდ წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი დღე და ზა­ფხუ­ლის ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი და­სა­წყი­სი. წელს ზა­ფხუ­ლის მზე­ბუ­დო­ბას თან ახ­ლავს იშ­ვი­ა­თი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ფე­ნო­მე­ნი, რო­მე­ლიც 84 წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ ერთხელ ხდე­ბა.

უკვე გა­ი­ღო ახალ რე­ა­ლო­ბა­ში გა­დას­ვლის კოს­მო­სუ­რი პორ­ტა­ლი, სა­დაც მო­მავ­ლი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პროგ­რე­სის პლა­ნე­ტა ურა­ნი კარ­მულ კვან­ძებს და­უ­პი­რის­პირ­და, ხვა­ლი­დან, 21 ივ­ნი­სის 12:24 სა­ა­თი­დან კი, რო­დე­საც მზე კირჩხი­ბის ნი­შან­ში გა­და­ვა, პრო­ცე­სე­ბი შე­უქ­ცე­ვად ფა­ზა­ში შე­დის.

ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი გარ­და­ტე­ხის, ძვე­ლი წეს­რი­გის მსხვრე­ვი­სა და ანო­მა­ლი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის პე­რი­ო­დი. სამ­ყა­რო იწყებს ხე­ლა­ხალ გა­დატ­ვირ­თვას, რაც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­გან რა­დი­კა­ლურ არ­ჩე­ვანს და წარ­სუ­ლის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის დათ­მო­ბას მო­ი­თხოვს.

მზად ხართ იმის­თვის, რაც ხვა­ლი­დან იწყე­ბა? – ას­ტრო­ლოგ ნინა ხო­მე­რი­კის პროგ­ნო­ზი

– 21 ივ­ნისს, ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში, ზა­ფხუ­ლის მზე­ბუ­დო­ბა, UTC-ის დრო­ით 08:24 სა­ათ­ზე, ხოლო თბი­ლი­სის დრო­ით 12:24 სა­ათ­ზე დად­გე­ბა. ამ დღეს, მზე ჰო­რი­ზონტზე ყვე­ლა­ზე მა­ღალ წერ­ტილს მი­აღ­წევს, რაც ყვე­ლა­ზე გრძე­ლი დღი­სა და ზა­ფხუ­ლის ას­ტრო­ნო­მი­ულ და­სა­წყისს ნიშ­ნავს. ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ებ­ში, დღის ხან­გრძლი­ვო­ბა, სა­შუ­ა­ლოდ 3 სა­ა­თი­თა და 17 წუ­თით მე­ტია, ვიდ­რე ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბის დროს, ჩრდი­ლო­ეთ გა­ნე­დის ზო­გი­ერთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მზე ჰო­რი­ზონტს არ ჩას­ცდე­ბა, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ის მთლი­ა­ნად ეკ­ვა­ტო­რის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე­ობს და მისი ტე­რი­ტო­რია ვრცელ­დე­ბა ჩრდი­ლო­ე­თის გა­ნე­დის 41*03** – დან- 43*35** – მდე შუ­ა­ლედ­ში და აქ დღის ხან­გრძლი­ვო­ბა 15 სა­ა­თი გას­ტანს.

ეს დღე, მრა­ვალ კულ­ტუ­რა­სა და ტრა­დი­ცი­ა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბულ დღედ ით­ვლე­ბა, რად­გან წლის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი დღე და ყვე­ლა­ზე მოკ­ლე ღა­მეა. ენერ­გე­ტი­კუ­ლად, ის უკავ­შირ­დე­ბა სი­ნათ­ლის პიკს, ანუ სი­ცო­ცხლე­სა და მაქ­სი­მა­ლურ აქ­ტი­უ­რო­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძა­ლის ყვე­ლა­ზე დიდ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას, სი­უხ­ვე­სა და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას, ვი­ნა­ი­დან ამ პე­რი­ოდ­ში, ბუ­ნე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი აყ­ვა­ვე­ბი­სა და ზრდის ფა­ზა­შია. ბევრ ტრა­დი­ცი­ა­ში, ამ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა მიღ­წე­ვე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბა, შე­ჯა­მე­ბა და გან­ვლი­ლი გზის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა.

ას­ტრო­ლო­გი­უ­რად, ეს დღე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მზე იც­ვლის ნი­შანს და გა­და­დის კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, ანუ ხდე­ბა ში­ნა­გან ფეს­ვებ­თან, ოჯახ­თან, სახ­ლთან, ემო­ცი­ურ უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და და­ბა­დე­ბის სა­წყის­თან დაბ­რუ­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლად აქ­ტი­ურ­დე­ბა მზი­სა და კირჩხი­ბის ენერ­გია. ამ შემ­თხვე­ვა­ში მზე სი­ცო­ცხლის ძა­ლას, თვით­გა­მო­ხატ­ვას, მი­ზან­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბას წარ­მო­ად­გენს, ხოლო კირჩხი­ბი აქ­ცენ­ტი­რე­ბა ტრა­დი­ცი­ებ­ზე, ფეს­ვებ­ზე, ემო­ცი­ურ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ამი­ტომ ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ში იღ­ვი­ძებს მეტი მო­ტი­ვა­ცია, სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი­სა და რო­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, მოქ­მე­დე­ბის და მოძ­რა­ო­ბის სურ­ვი­ლი, ზოგ­ში კი ემო­ცი­უ­რო­ბა, მგრძნო­ბე­ლო­ბა და ნოს­ტალ­გია.

ეს არის ზრდი­დან გა­აზ­რე­ბის­კენ გა­დას­ვლის წერ­ტი­ლი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი იწყებს მიღ­წე­უ­ლის შე­ფა­სე­ბას, უფრო მკა­ფი­ოდ ჩანს ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ძლი­ერ­დე­ბა ინ­ტუ­ი­ცია, ემო­ცი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი და მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ყუ­რა­დღე­ბით მო­ვუს­მი­ნოთ სა­კუ­თარ სა­ჭი­რო­ე­ბებს. თუმ­ცა წლე­ვან­დე­ლი მზე­ბუ­დო­ბის ენერ­გია, სხვა წლებ­თან შე­და­რე­ბით მე­ტად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ვი­ნა­ი­დან 20 ივ­ნისს და­ი­წყო ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტი, რო­მე­ლიც არის ახა­ლი რე­ა­ლო­ბი­სა და ეპო­ქის სეგ­ნი­ფი­კა­ტო­რი.

ეს არის პორ­ტა­ლი, რაც შეც­ვლის კა­ცობ­რი­ო­ბის მიერ, სამ­ყა­როს აღ­ქმის წესს და ით­ვლე­ბა ახალ რე­ა­ლო­ბა­ში გა­დას­ვლის მო­მენ­ტად, რო­დე­საც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ­ჩევს ცხოვ­რე­ბის ახალ კურსს. 20 ივ­ნისს შედ­გა ზუს­ტი 90* გრა­დუ­სი­ა­ნი ას­პექ­ტი, მო­მავ­ლის და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პროგ­რე­სის პლა­ნე­ტა ურან­სა და კარ­მულ კვან­ძებს შო­რის, რომ­ლის გავ­ლე­ნა დიდ­ხანს შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და სწო­რედ ეს მო­ი­ტანს მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებს, რო­გორც მსოფ­ლი­ოს, ასე­ვე თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ბედ­ში.

ასე­თი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტი ხდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 84 წე­ლი­წად­ში ერთხელ და ქმნის ისეთ ეფექტს, რომ თით­ქოს თვალ­სა და ხელს შუა იც­ვლე­ბა რე­ა­ლო­ბა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე გლო­ბა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­ჩე­რე­ბა, ეს არის გზის გა­სა­ყა­რის წერ­ტი­ლი და გა­მო­ფხიზ­ლე­ბის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ბევრ ადა­მი­ანს გა­უჩ­ნდე­ბა კი­თხვა: საით მი­ე­მარ­თე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი რე­ა­ლო­ბა?

სამ­ყა­რო ახლა გა­დატ­ვირ­თუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ით, იდე­ე­ბით, მო­საზ­რე­ბე­ბი­თა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ხმა­უ­რით, ამი­ტომ, ხში­რად გვე­უფ­ლე­ბა შფო­თი, გან­ვიც­დით გარე და ში­ნა­გან არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას, გვაქვს დრო­ის აჩ­ქა­რე­ბი­სა და ნერ­ვუ­ლი გა­დატ­ვირ­თვის შეგ­რძნე­ბა. პლა­ნე­ტა ურა­ნი ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში, რო­მე­ლიც ქმნის უარ­ყო­ფით ას­პექტს კარ­მულ კვან­ძებ­თან გვაჩ­ვე­ნებს, რომ მსოფ­ლი­ოს, მთა­ვა­რი ბრძო­ლის ველი მდგო­მა­რე­ობს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში, სის­წრა­ფე­ში და ადა­მი­ა­ნურ ყუ­რა­დღე­ბა­ში, რაც ჩვე­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სია.

ურა­ნი, ეს არის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბის ენერ­გი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი და მისი უარ­ყო­ფი­თი ას­პექ­ტე­ბი კარ­მულ კვან­ძებ­თან, გუ­ლის­ხმობს არ­ჩე­ვა­ნის კრი­ზისს. ურა­ნი ამ წუ­თას დგას ზუს­ტად კვან­ძებს შუა. სამ­ხრე­თის კვან­ძი ასო­ცირ­დე­ბა გან­ვლილ გზას­თან, დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან, ის წარ­სუ­ლის მცვე­ლია, ხოლო აღ­მო­სავ­ლე­თის კვან­ძი, გვიჩ­ვე­ნებს ევო­ლუ­ცი­ის კურსს და მათ შო­რის არ­ჩე­ვა­ნის კრი­ზი­სი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ არ არ­სე­ბობს იდე­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჩვენ ვდგე­ბით, ორ არას­რულ­ყო­ფილ კომ­პრო­მი­სულ ვა­რი­ანტს შო­რის.

ახლა ვართ იმ კულ­მი­ნა­ცი­ა­ში, სა­დაც წარ­სუ­ლი არ გვაძ­ლევს მო­მავ­ლის ლო­გი­კურ და კომ­ფორ­ტულ გაგ­რძე­ლე­ბას, რო­დე­საც შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბის, ანუ წინა რე­ა­ლო­ბის ვერ­სი­ა­სა და მო­მავ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი გზას შო­რის ლო­გი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რაც გა­ა­ჩენს გან­ცდას, რომ სა­ჭი­როა რა­ღა­ცის გა­წირ­ვა, აწ­მყო­ში და­ტო­ვე­ბა, იმი­სათ­ვის, რომ მოგ­ვე­ცეს წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ასე­ვე: იდე­ე­ბი, ოც­ნე­ბე­ბი ან თუნ­დაც დაგ­რო­ვი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ამ არ­ჩე­ვა­ნის კრი­ზი­სი მდგო­მა­რე­ობს არა იმა­ში, რომ ვი­პო­ვოთ იდე­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი, არა­მედ არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბის ადაპ­ტა­ცი­ა­ში, მოქ­მე­დე­ბა­ში და იმ რე­ა­ლო­ბის მი­ღე­ბა­ში, რო­დე­საც ხვდე­ბი, რომ იდე­ა­ლუ­რი სცე­ნა­რი არ არ­სე­ბობს. 2026 წლის 20 ივ­ნისს, წარ­სუ­ლი­სა და მო­მავ­ლის კვან­ძებს შო­რის დად­გა ურა­ნი, რო­მე­ლიც ცი­უ­რი ღმერ­თია, ის ასო­ცირ­დე­ბა პირ­ვე­ლად ქა­ოს­თან და მისი ენერ­გია არ ემორ­ჩი­ლე­ბა სის­ტე­მას, მისი ძალა ამ­სხვრევს წეს­რი­გი­სა და კონ­ტრო­ლის ილუ­ზი­ას.

ურან­სა და კარ­მულ კვან­ძებს შო­რის კვად­რა­ტი ნიშ­ნავს გა­მოც­დას, გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ ფაქ­ტო­რებს, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რად ცვლის თით­ქოს ლო­გი­კურ და არ­ჩე­ულ მარ­შრუტს. ეს ას­პექ­ტი მო­ი­თხოვს უც­ნობ რე­ა­ლო­ბა­ში ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას. ურა­ნი აძ­ლევს კა­ცობ­რი­ო­ბას ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, სწრაფ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად არ­ღვევს პირ­ვე­ლად სტა­ბი­ლუ­რო­ბას და ახლა იწყე­ბა დრო, რო­დე­საც ბე­დის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს არის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი­სა და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც რევს მო­ცე­მუ­ლო­ბას და რე­ა­ლურ დრო­ში ცვლის სამ­ყა­როს, რის შე­დე­გა­დაც წარ­მო­იქ­მნე­ბა ში­ნა­გა­ნი კონ­ფლიქ­ტი, ძვე­ლი სამ­ყა­როს და­კარ­გვის შიშ­სა და მო­მავ­ლის შე­ჩე­რე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბას შო­რის.

20 ივ­ნი­სი არის თა­რი­ღი, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია უჩ­ვე­უ­ლო და ანო­მა­ლი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

ამ­რი­გად 20-21 ივ­ნი­სი, ეს ის თა­რი­ღია, რო­დე­საც თა­ვის კულ­მი­ნა­ცი­ას აღ­წევს არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბის ენერ­გი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი პლა­ნე­ტა ურა­ნი, წარ­სუ­ლის და მო­მავ­ლის კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი, მზის ენერ­გია და ემო­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი კირჩხი­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რო­გორც არას­ტა­ბი­ლუ­რი ემო­ცი­უ­რი სა­ქა­ნე­ლე­ბი, ერ­თის მხრივ მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი, ცვლი­ლე­ბე­ბის სურ­ვი­ლი, ახა­ლი გზის ძი­ე­ბა და აგ­რეთ­ვე და­ცუ­ლო­ბის გან­ცდის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვა­კონ­ტრო­ლოთ სურ­ვი­ლე­ბი, გან­ცდე­ბი, ვი­პო­ვოთ ოქ­როს შუ­ა­ლე­დი, არ ავ­ყვეთ ურა­ნი­სე­ულ უეც­რად მო­სულ აგ­რე­სი­ას და გვახ­სოვ­დეს, რომ ასეთ დროს გვეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გა­დავ­წე­როთ, იჩ­ქა­რეთ დინ­ჯად! ერთ-ერთი ძლი­ე­რი რი­ტუ­ა­ლი, რო­მე­ლიც ასეთ დღეს კეთ­დე­ბა მზის პირ­ველ სხი­ვებ­თან ერ­თად კეთ­დე­ბა, არის სურ­ვი­ლე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის ჩა­მო­წე­რა, რის­თვის ხართ მად­ლი­ე­რი და რის­გან გსურთ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცე­ცხლის ელე­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა, სან­თლის დან­თე­ბა და ფურ­ცელ­ზე ჩა­მო­წე­რი­ლი არა­სა­სურ­ვე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *