“ვთხოვ პაციენტებს, არ მიირთვან ხსნადი ყავა” – მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვაზე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნინო ჯი­ქუ­რა­უ­ლი პა­სუ­ხობს

Written by

in

მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვაზე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნინო ჯი­ქუ­რა­უ­ლი პა­სუ­ხობს:

ხსნა­დი ყავა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­სარ­გებ­ლო არ არის, რად­გან მას­ში სხვა­დას­ხვა ფხვნი­ლე­ბია კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი. მე ვთხოვ პა­ცი­ენ­ტებს, რომ არ მი­ირ­თვან ხსნა­დი – კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ფხვნი­ლის ყავა. სა­სურ­ვე­ლია, ავი­ღოთ ცალ­კე რძე და ცალ­კე ყავა, ნა­ღე­ბი და ყავა და ამ ფორ­მით შე­რე­უ­ლი მი­ირ­თვათ. და სუ­ლაც უმ­ჯო­ბე­სია ყა­ვის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი – დაფ­ქვი­ლი ყა­ვის მარ­ცვლე­ბის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ხით გე­ტყვით, რომ ორი ჭიქა ყა­ვის და­ლე­ვა დღე­ში საკ­მა­რი­სია, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, და­ვუშ­ვათ, თუ გვაქვს თირკმლის კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა, მა­შინ არ იქ­ნე­ბა ყა­ვის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და­ლე­ვა სა­სურ­ვე­ლი. რად­გან შარ­დმდე­ნი ეფექ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი წყალს ივი­წყე­ბენ ხოლ­მე და ფიქ­რო­ბენ, რომ მათ მი­ი­ღეს წყა­ლი ყა­ვის სა­ხით, რაც არ არის სწო­რი. რაც შე­ე­ხე­ბა კო­ფე­ინს, მას­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დას­კვნა არ არ­სე­ბობს. მეც­ნი­ე­რე­ბის აზრი ყო­ველ­თვის ორად იყო­ფა. ზუს­ტად ცნო­ბი­ლი არ არის, რამ­დე­ნად მოქ­მე­დებს ის ჩვენს ნახ­შირ­წყლო­ვან ცვლა­ზე და რამ­დე­ნად გვიქ­ვე­ი­თებს მა­დას, მაგ­რამ ეს სა­კი­თხის მხო­ლოდ ნა­წი­ლია

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *