“დედამ ბლოკში გაიგო ეს, აქამდე არ იცოდა” – რა გაამხილა ლიზა ჩიჩუამ მესამე შვილის გაჩენის შემდეგ ?

Written by

in

ლიზა ჩაჩუამ, რომელმაც ახლახან მესამე შვილი გააჩინა, სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც ლიზა აღნიშნავს, ქეთო 3,500 კგ დაიბადა, პატარა ბუნებრივ კვებაზე იმყოფება.

ლიზა ასევე წერს, რომ მშობიარობას მისი მეუღლე, ირაკლი მაქაცარია და დედა, ქეთი ასათიანი დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ლიზამ გოგონას, დედის პატივსაცემად ქეთო დაარქვა.

„არავინ იცოდა რას ვარქმევდით, ბოლომდე „საიდუმლოდ“ შევინახეთ. დედამ ბლოკში გაიგო ირაკლიმ როდესაც გააჟღერა სახელი, უზომოდ გაუხარდა,“ – წერს ლიზა ჩიჩუა.

ლიზამ მეუღლის გვერდში დგომაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა:

„მე ვფიქრობ, მთავარია გყავდეს ადამიანი, რომელიც ყველაფერში ხელს გიწყობს, გეხმარება და უპირობოდ უყვარხარ, მაშინ ყველაფერს შეძლებ, ჩემს შემთხვევაში ასეა,“ – ამბობს ლიზა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *