ქუთაისში კორპუსის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშა მესამე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა

Written by

in

ქუთაისში, მრავალსართულიანი კორპუსის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.

„საშინელი ტრაგედია მოხდა, ფასადის რეაბილიტაციაზე მუშაობდა კაცი და მე-3 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა”, – განუცხადა სააგენტოს თვითმხილველმა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *