წყალტუბოში, ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილები არიან ნინო კიკალიშვილი და ილარიონ ქათამაძე.
“მეგა tv” -ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იყო.
“როცა ქალბატონს ვერ დაუკავშირდნენ, სამაშველო გამოიძახეს და კარის შემტვრევის შედეგად შევიდნენ ბინაში, ამ დროს იპოვეს გარდაცვლილები” – ნათქვამია “მეგა tv”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Leave a Reply