„მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები…“ – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

Written by

in

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ლი ივნისის დღის ბოლოდან 2 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მთიან ნაწილში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *