სამტრედიაში, მდინარე გუბისწყალში კაცის ცხედარი იპოვეს

Written by

in

სამტრედიაში დაკარგული მწყემსი, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სოფელ იანეთში, მდინარე გუბისწყალში იპოვეს.

მაშველებმა ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს.

ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში რამდენიმე მუნიციპალიტეტის ძალები აქტიურად ჩაერთნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *