გურჯაანში, ბოლო ზარის კოლონის მანქანა ტრაილერს შეეჯახა – არიან დაშავებულები

Written by

in

ავარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან.

სოფელ ახაშნის სკოლის ბოლო ზარის კოლონაში მყოფი ოპელის მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.

ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა, ერთი მათ შორის, მეათე კლასის მოსწავლეა. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა პირველადი სამედიცინო შეფასებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო წინანდალი-ვაჩნაძიანის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე პოლიცია იმყოფება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *