გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტაძე ადასტურებს.
გარდაბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას აღნიშნული პირის გარდა, კიდევ შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯამში, გარდაცვლილია 8 ახალგაზრდა.
დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

Leave a Reply