რუსეთის დუმამ საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

Written by

in

დუმამ პლენარულ სხდომაზე რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

დოკუმენტი დუმას ვლადიმირ პუტინმა წარუდგინა, ხელშეკრულებას კი მოსკოვში 9 მაისს პუტინმა და დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ოფიციალურად თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ დოკუმენტი ასევე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების ეტაპობრივ გაერთიანებასა და კანონმდებლობის დაახლოებას მოიცავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დანცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *