საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე დღესა და ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით, მეუფე შიო პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსახურება სიონის ტაძარში 14:00 საათზე დაიწყება.

„ოთხშაბათს, 25 მარტს სრულდება მეცხრე დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებიდან. მოგეხსენებათ, 25 მარტს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე.

ამასთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, გადაიხდის პარაკლისს და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის საოხად პანაშვიდს. მსახურება დაიწყება 14:00 საათზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *