მარტის ბოლო კვირა ასტროლოგიური მოვლენებით დატვირთული იქნება, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე.
კვირის მთავარი ასპექტები
კვირის პირველ ნახევარში მზის, სატურნისა და პლუტონის გავლენით მოგვიწევს არჩევანის გაკეთება პასუხისმგებლობასა და გართობას შორის. ეს პერიოდი კარგია ძველი გამოცდილების გამოსაყენებლად.
ვერძები და ლომები: მიაღწევენ წარმატებას კარიერაში, თუ თავშეკავებას გამოიჩენენ.
მორიელები: ფინანსურ მდგომარეობას ახალი ცოდნითა და მეთოდებით გაიუმჯობესებენ.
თხის რქები და მერწყულები: წარმატებულები იქნებიან სოციალურ პროექტებში.
მშვილდოსნები, კუროები და ქალწულები: მიზნების მისაღწევად არაჩვეულებრივ გამჭრიახობას გამოავლენენ.
კირჩხიბები და თევზები: იპოვიან მოტივაციას სულიერი და ფიზიკური განვითარებისთვის.
სასწორები და ტყუპები: გათავისუფლდებიან ეჭვებისგან, რაც მათ ახლობლებზეც პოზიტიურად აისახება.
ხუთშაბათს ვენერასა და ქირონის შეერთება ემოციურ ფონს დაამძიმებს. თევზებმა, სასწორებმა და კუროებმა შესაძლოა თავი მარტოსულად იგრძნონ, ხოლო მშვილდოსნები და ლომები გარშემომყოფების მიმართ კრიტიკულები გახდებიან.
პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
♈ ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
მთელ ენერგიას კარიერას დაუთმობთ, ხშირად პირადი ცხოვრების ხარჯზე. დასვენებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის შანსი მხოლოდ უქმეებზე მოგეცემათ. მშობელმა ვერძებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შვილების აქტიურ დასვენებას.
♉ კურო (21 აპრილი – 20 მაისი)
სიზარმაცეს დაძლევთ და პროფესიულ წინსვლაზე გადაერთვებით. მოსალოდნელია გავლენიანი მფარველების გამოჩენა. კვირის შუა პერიოდში სულიერ სიმშვიდეს ძიება დაგჭირდებათ, შაბათ-კვირა კი ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
♊ ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
კვირის დასაწყისში პრაქტიკული საქმეებით დაკავდებით, რაც შფოთვას დაგავიწყებთ. კვირის ბოლოს შემოსავლების ზრდის შანსი გაჩნდება, თუმცა ფულის წინასწარ ხარჯვას არ გირჩევთ.
♋ კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
ახალი იდეები დიდხანს გაგყვებათ. პირად ცხოვრებაში შთაგონების პერიოდი გაქვთ — იქნებით მახვილგონიერი და მომხიბვლელი. სამსახურში შესაძლოა კოლეგებთან მცირე უთანხმოება მოგივიდეთ.
♌ ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
წარმატებისთვის თავშეკავება და კეთილგონიერება დაგჭირდებათ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს სამსახურში. კვირის ბოლოს ემოციური ფონი დაწყნარდება და ჰარმონიას დაიბრუნებთ.
♍ ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
კარიერული ამბიციების დასაკმაყოფილებლად დაჟინებული მოთხოვნა და გამბედაობა დაგჭირდებათ. პირად ცხოვრებაში სტაბილურობაა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
♎ სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ცხოვრება გაუმჯობესდება, თუ კომპლექსებისა და ეჭვებისგან გათავისუფლდებით. იმუშავეთ თვითშეფასებაზე. უქმეებზე მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ზედმეტ ხარჯებს.
♏ მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
ძველი შეხედულებების გადაფასება პოზიტიურ ცვლილებებს მოგიტანთ როგორც კარიერაში, ისე სიყვარულში. ფინანსური მატება კვირის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. გაუფრთხილდით ფსიქოსომატურ ჯანმრთელობას.
♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ახალი იდეების გენერატორი ხართ. კვირის შუაში შესაძლოა ემოციური დაღლა იგრძნოთ, რასაც ქველმოქმედება ან სხვების დახმარება უშველის. უქმეები საინტერესო ღონისძიებებს გპირდებათ.
♑ თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
სამომავლო გეგმების დასახვისთვის საუკეთესო დროა. მოაგვარებთ გაუგებრობებს ნათესავებთან. კვირის ბოლოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყურადღება გმართებთ – ნუ გადადებთ სპეციალისტთან ვიზიტს.
♒ მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
ოპტიმიზმით სავსე კვირაა. წარმატება გელით როგორც სამსახურში, ისე ოჯახურ საქმეებში. სასიყვარულო ფრონტზე სასიამოვნო სიურპრიზები და აქტიური კომუნიკაცია გელით.
♓ თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
კვირის დასაწყისში ემოციური დაქვეითება გექნებათ, რასაც სულიერი პრაქტიკებით დაძლევთ. ნუ მოერიდებით გამოცდილი ადამიანებისგან რჩევის კითხვას. კვირის ბოლოს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში დაისვენებთ.

Leave a Reply