საჭმლის ინტოქსიკაციით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – ტრაგედია კახეთში

Written by

in

დაკონსერვებული პროდუქტით გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30  წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში დამზადებული დაკონსერვებული ბადრიჯანი შეჭამა და თავი შეუძლოდ იგრძნო.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი კლინიკაში გადაიყვანა. ძლიერი ინტოქსიკაციის გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების ფაქტზე ექსპერტიზა დაინიშნა.

გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *