SOS! “ავტობუსშივე დაესხნენ ერთ-ერთ ბიჭს თავს, მეც დამემუქრაა ტელეფონის გატეხვით” – რა მოხდა ავტობუსში?

Written by

in

სოციალურ ქსელში ლიზა მაჭარაძე ავტობუსიდან კადრებს აქვეყნებს და მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“ეს აზერი ხალხი თქვენს შვილებს ურტყამს – არავის ალბათ აქამდე რეაგირება არ ჰქონია – არც კამერის ერიდებათ და არაფრის.. შევიტანე პოლიციაში განცხადება და ვეძებ იმ არასრულწლოვნის მშობლებს – თუ თქვენი შვილები იყვნენ დაბადებისდღეზე 8-მდე გოგო-ბიჭი ხუჭუჭები.

ასაკი 14-16 წელი,მაპოვნინეთ! გატარებული ბარათებითაც მოძებნის პოლიცია, მაგრამ იქნებ დამეხმაროთ რომ მალე ვიპოვოთ! ჩვენებებია საჭირო. ბავშვები არ იტყვიან სახლში რა დღეში ჩააგდეს.

ზრდილობიანი ამ ნა****მა მათი ვიდეოც მაქვს, მაგრამ სახეებს არ გამოვაჩენ.. . ეს მასა კიდევ იცოდეთ, არიან მოძალადეები. ბავშვების ჩაყვანა და ცემა უნდოდათ და რომ არ გამოუვიდათ მერე ავტობუსშივე დაესხნენ ერთ-ერთ ბიჭს თავს – სხვათაშორის ქალმა დაარტყა – მეც დამემუქრაა ტელეფონის გატეხვით.

ეს ბიჭი, მაძალებდა წამეშალა ვიდეოები , ფიზიკურადაც მემუქრებოდა, მაგრამ ვერ მიხვდა რომ არასწორ ადრესატთან ჰქონდა საქმე. სამწუხაროდ, არც მძღოლი და არავინ არ დახმარებია ბავშვებს, ბავშვები არიან სრულიად დაუცველები! რა ქვეყანაა ეს, – წერს ლიზა მაჭარაძე სოციალურ ქსელში

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *