ხელფასი 300-ლარით იზრდება! – ვის შეეხება ცვლილება

Written by

in

სკოლის მანდატურების ხელფასი 300-ლარით იზრდება.

გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მანდატურების თვიური ანაზღაურება 1 400 ლარის ნაცვლად, 1 700 ლარით განისაზღვრა.

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 13 იანვრის ბრძანებაშია აღნიშნული, ხელფასის მატება შეეხებათ როგორც საჯარო, ასევე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *