ქართველ ბავშვს, ოპერაციის დროს სხეულში ჩატოვებული ნემსი 9 წლის შემდეგ ამოუღეს – „მისი სიცოცხლე ყოველ წუთს რისკის ქვეშ იდგა“

Written by

in

„კურიერი PS“-ის სიუჟეტი გიყვებათ პაციენტზე, რომელსაც ქირურგიული ოპერაციის შემდეგ სხეულში ნემსი ჩაუტოვეს და ამის შესახებ, შემთხვევით, 9 წლის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც მშობელმა კურიერი PS-ის ჟურნალისტებს განუცხადა, ინსტრუმენტი ბავშვს 9 წლის წინ გლანდების ოპერაციის დროს ჩაუტოვეს.

“2017 წელს გავუკეთეთ ბავშვს ტონზილექტომია, რა დროსაც მოხდა ნემსის ჩატოვება. 9 წლის განმავლობაში ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. მისი სიცოცხლე ყოველ წუთს რისკის ქვეშ იდგა. ბომბი იყო განთავსებული მის სასიცოცხლო არტერიებთან.” – ამბობს დედა.

 

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *