ვიდეო, რომელიც თითქოს რეალურ ინფორმაციას ავრცელებს, სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. არა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება საქართველოში ფასიანი არ გამხდარა.
“ეს ხუმრობაა? არ მინდა დაჯერება” – წერენ კომენტარებში.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 112-ის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის და იქნება უფასო.
ტექნოლოგიური განვითარების მწვერვალად წოდებული ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო დიდი დოზით შემოდის.
ექსპერტების თქმით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ყალბი ინფორმაციის გავრცელების რისკიც იზრდება.
გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული აღმოჩნდა. კადრებსა და ხმოვან ნაწილში გამოყენებულია ტექნოლოგია, რომელიც რეალობის იმიტაციას ქმნის და მაყურებლის შეცდომაში შეყავს.
მსგავსი ყალბი ვიდეოების ამოცნობა, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხი თანდათან უმჯობესდება, შესაძლებელია დეტალებზე დაკვირვებით — ხშირად ადამიანის მოძრაობა, განსაკუთრებით თითების, არაბუნებრივად გამოიყურება. დააკვირდით ხმას, ხმის ტონი შეიძლება იყოს ძალიან მონოტონური ან ზედმეტად „სუფთა“.
სინქრონიზაცია ხანდახან აშკარად არ ემთხვევა ტუჩების მოძრაობა და ხმა ერთამენთს სცდება.
თუ ვიდეო ასახავს რაღაც სენსაციურს, შეამოწმე, გაშუქდა თუ არა ამბავი სანდო მედიასაშუალებებში.
სოციალური მედიის კომპანიები წლებია იბრძვიან მსგავსი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით AI-ის ეპოქაში კიბერ უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა ხან ძლიერდება, ხან სუსტდება.

Leave a Reply