რას წერდა მრევლი ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებამდე?

ბერი ნი­კო­ლოზ (ნა­რი­მა­ნი) მა­ქა­რაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ის ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ფო­ნი­ჭა­ლა­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და. ბერი ნი­კო­ლო­ზის ბი­ნის კარ­თან მუ­დამ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მისი მიმ­დევ­რე­ბი და მდუ­მა­რე ბე­რის­გან და­ლოც­ვას 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­და სა­დარ­ბა­ზო­ში შეკ­რე­ბი­ლი ჯგუ­ფი.

რო­გორც გვერ­დი “ქრის­ტე მეფე ნა­რი­მა­ნი“ წერს, 9 აპ­რი­ლის შემ­დეგ, ბერი ნი­კო­ლო­ზი ბი­ნი­დან არ გა­სუ­ლა. ბო­ლოს მას გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირ­და და და­უძ­ლუ­რე­ბე­ლი იყო.

“მამა ნი­კო­ლო­ზის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის წინა ბი­ნა­ში, შე­ვი­და ორი პო­ლი­ცი­ე­ლი და ბი­ნის მე­პატ­რო­ნე. გა­მოს­ვლის მერე კა­რებ­ზე და­ტო­ვეს გან­ცხა­დე­ბა: “ბი­ნა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა.” მრევ­ლის ორი წევ­რი იქ იმ­ყო­ფე­ბო­და… თვითმხილ­ვე­ლე­ბი. 17.04.2026.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 9.04.2026. მამა ნი­კო­ლო­ზი თა­ვი­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან გა­მო­ვი­და და მრევ­ლის დახ­მა­რე­ბით წინა მე­ზობ­ლის კა­რებ­თან მი­ვი­და, უჭირ­და გა­და­ად­გი­ლე­ბა, კა­რის სა­ხე­ლუ­რი ორ­ჯერ ჩა­მო­წია და გა­სა­ღე­ბის ად­გილ­ზე მი­ა­ნიშ­ნა. მას შემ­დეგ მა­მა­ოს ბი­ნა­ში ჩამი-ჩუმი არ ის­მის, ის არ გა­და­ად­გილ­დე­ბა და არც ხმას იღებს,“ – წერ­და ორი დღის წინ გვერ­დი. განაგრძეთ კითხვა>>>

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *