მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა განცხადებას ავრცელებს

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოში პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ორივე ერთად ზის ამ ქვეყანაზე როგორც ორადგილიან დივანზე.

ერთი მართავს, მეორე თამაშობს „პროტესტს“,და ხალხს უტოვებენ როლს — ტაშის დამკვრელის.

ეს არ არის პოლიტიკა არამედ კარტელი. ყველაზე საინტერესო ის არის რომ როცა ჩნდება რამე რეალური მაგალითად „მეგობარი აქტი“,

უცებ ორივე მხარე იწყებს ერთნაირად ნერვიულობას. რატომ? იმიტომ რომ ეს თამაში ანგრევს მათ კომფორტს. იქ უნდა აგოს ვინმემ პასუხი და ეგ არავის უნდა .

მერე გამოდიან და გვეუბნებიან —„დაელოდეთ, დასავლეთი მოაგვარებს“.

მე პირდაპირ გეტყვით:

არავინ არ მოვა და არავინ არ მოაგვარებს არაფერს .

ყველა თავის საქმეს აკეთებს — ხალხი კი ილუზიაშია .

ახლა მთავარი ილუზია “გაჩითეს” – ტრამპ თაურის აშენება იპოდრომის ტერიტორიაზე ათეულობით მილიონი დოლარი მხოლოდ ფრენჩაიზისთვის- დაალაგეს ტრამპთან.

იმედით და ოცნებით იყავი ბიძინა” – წერს ია ფარულავა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *