,,ლეგენდის მიხედვით სამყარო ამ დღეს შეიქმნა…“ – ეზოთერიკოსის რჩევა რა უნდა გაითვალისწინოთ 19 აპრილს

ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი საზოგადოებას 19 აპრილთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

,,2026 წლის 19 აპრილი – აკშაი ტრიტია

ლეგენდის მიხედვით, ინდურ ტრადიციებში, სამყარო სწორედ ამ დღეს შეიქმნა, ამიტომ ეს დღე ითვლება სამყაროს დაბადების დღედ. იზეიმეთ, გამოხატეთ სიყვარული, იცეკვეთ, მიუტევეთ და მორთეთ საკუთარი თავიც და სამყაროც ყვავილებით, საჩუქრებით, სიურპრიზებით, ტკბილეულითა და სურნელებით. გააფერადეთ ეს დღე.

ეს განსაკუთრებული დროა წლის განმავლობაში და ითვლება ძლიერ ენერგეტიკულ დღედ, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ ამ დღეს უნდა დაიწყოთ. ამ დღეს აუცილებლად გააკეთეთ რაიმე კარგი, რაც გაახარებს არა მხოლოდ თქვენ, არამედ სხვებსაც.

აკშაი ტრიტია ნიშნავს უხრწნელსა და მარადიულს. დაფიქრდით, რა შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი ბედნიერებისთვის. ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც შეგვიძლია სრულად შევცვალოთ ჩვენი მიმართულება. გამოიყენეთ ამ დღის ძალა.

რეკომენდაციები:

მადლიერება გამოხატეთ სამყაროსა და ყოველი არსების მიმართ.

სასურველია, ამ დღეს დაწეროთ თქვენი ცხოვრების 10-წლიანი გეგმა — როგორ გინდათ იცხოვროთ 10 წლის შემდეგ. წარმოიდგინეთ თავი საუკეთესო ფორმაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

გააკეთეთ რაიმე მნიშვნელოვანი სწორედ ამ დღეს — თუნდაც გადადეთ მცირე თანხა თქვენი სასურველი ბინისთვის ან გადადგით ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცხოვრების შესაცვლელად.

იყიდეთ სიმბოლური ნივთი იმ სურვილისთვის, რომლის შესრულებაც დიდი ხანია გინდათ — ეს შეიძლება იყოს სარკე, ოქროს ან ვერცხლის სამკაული ან სხვა მნიშვნელოვანი ნივთი.

მნიშვნელოვანია ქველმოქმედებაც — იზრუნეთ ადამიანებზე, ცხოველებსა და მცენარეებზე, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება.

სასიკეთოა ამ დღეს პრობლემების მოგვარება და ურთიერთობების დალაგება ნებისმიერ სფეროში.

ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი სტარტი წარმატებით დაგვირგვინდება.

კარგია დღე სხვადასხვა რიტუალებისთვის, რომლებიც უკავშირდება კეთილდღეობას, სიყვარულსა და მატერიალურ საკითხები“, – წერს ქეთი ოდიშელი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *