რუსული მედიის ცნობით, თბილისში, სასტუმრო Panorama 360 Hotel-ში, 22 წლის რუსეთის მოქალაქე ალინა კამბაროვა გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა, რომელიც უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს, რამდენიმე დღის წინ მოხდა. გოგონას მამა მედიასთან შვილის ბოლო საათებსა და მათ ბოლო კომუნიკაციაზე საუბრობს.
ალინა კამბაროვა ნიჟნი-ნოვგოროდიდან თბილისში 16 მარტს ჩამოვიდა. ეს მისი პირველი ვიზიტი არ ყოფილა – ის საქართველოში მანამდეც, ნახევარი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. რუსეთში მხოლოდ დროებით, ოჯახის მოსანახულებლად და ჯანმრთელობის საკითხების მოსაგვარებლად დაბრუნდა.
მამის თქმით, ალინა საქართველოში დაბრუნებას დიდი ენთუზიაზმით ელოდა:
“ის ამ გამგზავრებას ცხოვრების ახალ ეტაპად მიიჩნევდა. უნდოდა იქ ცოტა ხნით ეცხოვრა და დისტანციურად ემუშავა. მომავლის გეგმები ჰქონდა და ძალიან კმაყოფილი იყო, რომ იქ მიდიოდა“, – იხსენებს მამა.
როგორც ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ა.კ.-ს თანხმლები პირის გადმოცემით, მან და ახალგაზრდა ქალმა, სასტუმროს ნომერში ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” მოიხმარეს, დილის საათებში კი მამაკაცმა ა.კ. გარდაცვლილ მდგომარეობაში აღმოაჩინა.

Leave a Reply