მარნეულში, სკოლაში თამაშის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა მოსწავლე საკანცელარიო დანით დააზიანა

მარნეულში, №4 საჯარო სკოლაში სკოლაში თამაშის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა მოსწავლე შემთხვევით, საკანცელარიო დანით დააზიანა.

დაშავებულ მოსწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც  გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *