“სამი დღეა ვცდილობ, არაფერი ვთქვა… ვიცი, როგორ ეფერებოდა თითოეულ სიტყვას ბატონი რობერტი და ცდილობდა ამ პოემის ღვთაებრიობა გადმოეცა სცენიდან” – ხურცია

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა გან­ხილ­ვის სა­გა­ნია, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გა­მარ­თუ­ლი პრე­მი­ე­რა. რო­ბერტ სტუ­რუ­ამ მა­ყუ­რე­ბელს შოთა რუს­თა­ვე­ლის გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის სა­კუ­თა­რი ხედ­ვა – “ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი” წა­რუდ­გი­ნა. სპექ­ტაკლს სკან­და­ლუ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში თი­ნა­თი­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ქეთი სვა­ნი­ძე მო­ექ­ცა. უამ­რა­ვი კო­ლე­გა ავ­რცე­ლებს მის მხარ­დამ­ჭერ პოსტს. მათ შო­რის ლე­ვან ხურ­ცია, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე მისი მე­წყვი­ლე იყო და სპექ­ტაკლში ავ­თან­დი­ლის როლს ას­რუ­ლებ­და.

“სამი დღეა ვცდი­ლობ, არა­ფე­რი ვთქვა რად­გან ვმო­ნა­წი­ლე­ობ ამ სპექ­ტაკლში. აბ­სო­ლუ­ტუ­რი უფ­ლე­ბა აქვს ყვე­ლას, მო­ე­წო­ნოს, არ მო­ე­წო­ნოს, მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს, პო­ე­მის გა­ნად­გუ­რე­ბად ჩათ­ვა­ლოს და ა.შ. ამა­ზე არც ვამ­ბობ არა­ფერს, მაგ­რამ ამ გო­გოს (თი­ნა­თი­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ მსა­ხი­ობს ვგუ­ლის­ხმობ )ფო­ტო­ე­ბის ფრი­ა­ლი ასე უსირ­ცხვი­ლოდ, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი რა­კურ­სით, თქვენ არ გიქ­მნით უხერ­ხუ­ლო­ბას მა­ინც… მსა­ხი­ო­ბის , რო­მე­ლიც წლე­ბია რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია და თა­ვის პრო­ფე­სი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა სცე­ნა­ზე. მე­უღ­ლეა, დე­დაა და ბოლო ბოლო ადა­მი­ა­ნია.

კი­დევ ბევ­რია სათ­ქმე­ლი მაგ­რამ შეგ­ნე­ბუ­ლად არა­ფერს ვი­ტყვი! და თუნ­დაც ერთი მა­ყუ­რე­ბე­ლი მო­ვი­დეს თე­ატ­რში ვი­საც უყ­ვარს მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სუ­რა და კულ­ტუ­რა მის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად ვი­თა­მა­შებთ ამ სპექ­ტაკლს. რად­გან ვიცი რო­გორ ეფე­რე­ბო­და თი­თო­ე­ულ სი­ტყვას და ბგე­რას ბნ. რო­ბერ­ტი რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე, და რო­გორ ცდი­ლობ­და ამ გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის ღვთა­ებ­რი­ო­ბა, ადა­მი­ა­ნის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი გად­მო­ე­ცა სცე­ნი­დან. კარგ მთქმელს კარ­გი გამ­გო­ნე უნდა… თუ გინ­დათ გა­გა­ხა­რებთ ამა­საც გე­ტყვით ოღონდ მხო­ლოდ ჩემ­ზე!! ჩა­მით­ვა­ლეთ და­მარ­ცხე­ბად, ამა­ყი ვარ რად­გან უდი­დეს რუს­თა­ველ­თან დავ­მარ­ცხდი!!! ” – წერს ხურ­ცია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *