“ამას ვინ წარმოიდგენდა” – რას წერს მსახიობი რუკა მაყაშვილი რობერტ სტურუას გახმაურებულ სპექტაკლზე?

რობერტ სტურუას სპექტაკლს რომელიც, განხილვის თემად იქცა, მსახიობი რუსკა მაყაშვილი ეხმაურება.

„ახლა ამ საუკუნეში სიშიშვლე არ უნდა გვაკვირვებდეს და არც ნაწარმოების ხელშეუხებლობაზე უნდა ვიგლეჯდეთ თმას, მთავარი მხოლოდ ისაა, როგორ ფორმაშია გადმოცემული.

რაც შეიძლება ან მოგვწონდეს, ან არა, ეს უმარტივესია!

სოლიდარობა ჩემს მეგობარ მსახიობს, ქეთი სვანიძეს!“ – წერს რუსკა მაყაშვილი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის 5 აპრილს რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის – „ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა გაიმართა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფრაგმენტები სპექტაკლიდან, რასაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

 

hh-1775667105.jpg

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *