მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:
„7 აპრილს, ნაცრისფერ დღეებს შორის ერთდღიანი გამოდარება გველოდება – მზიანი და მშვიდი ამინდი მოიცავს საქართველოს. ჰაერი შედარებით გათბება და გაზაფხულის სითბოს ვიგრძნობთ.
თუმცა, ეს სიმშვიდე ხანმოკლე იქნება: 8 აპრილიდან, კვლავ დაბრუნდება ცივი და ნალექიანი დღეები, ასევე ზოგან შესაძლოა აღინიშნოს ძლიერი წვიმა და ძლიერი ქარი.
მოკლედ: ერთი ნათელი დღე – შემდეგ ისევ ცივი და ქარიანი პერიოდი.
დღეს ხარებაა – გაზაფხულის სიხარული და სინათლის დღესასწაული… გილოცავთ ამ წმინდა დღეს, რომელიც გვახსენებს იმედს, განახლებას და სულიერ სიმშვიდეს“, – წერს მეტეოროლოგი.

Leave a Reply