Category: Uncategorized

  • “გგონია, შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია, სიმწრით… შე არარაობა, არაკაცო! გადმოხტი და გაიქეცი” – რას წერს დაღუპული დედა-შვილის ნათესავი?

    “გგონია, შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია, სიმწრით… შე არარაობა, არაკაცო! გადმოხტი და გაიქეცი” – რას წერს დაღუპული დედა-შვილის ნათესავი?

    გორში, ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ანი ბე­რი­ა­ნი­ძე და მისი 3 წლის შვილი დაიღუპა.

    ანი ბე­რი­ა­ნი­ძის ბიძაშვილი ირმა ამბარდნიშვილი მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    “დავიღუპე ხალხო, ჩემი ანა აღარა მყავს, ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი იმედი აღარა მყავს! რატომ ხალხო? რატომ დადიხართ მთვრალები? ერთ დღეს დაიხოცეთ ნარკომანებო რამდენი უნდა შეიწიროთ? გაგეჩერებინა პატრულისთვის. დედა-შვილი რომ მიაჭყლიტე და პოლიციას შეაფარე თავი, შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს დედას რომ მოეხვია, სიმწრით, შე არარაობა გადმოხტი და გაიქეცი. რატომ არ მოიკალი თავი, ანგელოზი ბავშვი რომ გაჭყლიტე! შე არაკაცო!

    ჩემო ლამაზო და ნიჭიერო ბავშვობიდან ლექსებს წერდა! მღეროდა, 5 ენაზე ლაპარაკობდა, უკეთესი ცხოვრება უნდა გქონოდა ჩემო ობოლო! რამდენ საშაირო ლექსებს უწერდი ხალხს. დაგრჩა ნეტავ ვინმე ლექსის გარეშე?!

    ვაიმე, როგორ გიხაროდა! როგორ ჩქარობდი ახალ ბინაში გადასვლას. მატრასზე უნდა დავიძინო ერთი ღამეო.

    დაიღუპა პატიოსანი ოჯახი.

    ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი.

    შენ მაინც როგორ მიმატოვე ანა! ჩემო ლამაზო… რატომ უნდა დაგიტიროთ მე? მე რატომ არავინ მიცოდებთ?” – წერს ანას ბიძაშვილი ირმა ამბარდნიშვილი.

  • ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა

    ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა

    გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი სამი წლისაა. ავარიას ემსხვერპლა ბავშვის დედაც.

    და­ღუ­პუ­ლი ქალი ანი ბე­რი­ა­ნი­ძეა.

    ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გუშინ მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია.

  • 14 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

    14 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

    ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
    საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტეს ჩრდილო მთიან რაიონებში შესაძლებელია ძლიერი და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი.

    სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;
    ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;
    ქობულეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°;
    ქუთაისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;
    ზუგდიდი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°;
    ანაკლია: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;
    ოზურგეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°;
    ონი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°;
    ცხინვალი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°;
    თბილისი: დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°;
    მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°;
    რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°;
    ახალციხე: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°;
    ბორჯომი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°;
    ბაკურიანი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°;
    სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°;
    თელავი: შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°.

  •  გორში, მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპული ქალი ანი ბერიანიძეა. მისი 3 წლის გოგონა დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა.

     გორში, მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპული ქალი ანი ბერიანიძეა. მისი 3 წლის გოგონა დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა.

    🔻 გორში, მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპული ქალი ანი ბერიანიძეა. მისი 3 წლის გოგონა დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა.

    🔻 დედა-შვილს მანქანა ჭავჭავაძის გამზირზე დაეჯახა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მძღოლი დაკავებულია.

  • გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

    გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

    გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი სამი წლისაა. ავარიას ემსხვერპლა ბავშვის დედაც.

    ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გუშინ მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია.

  • ცნობილია გორში ავარიისას დაღუპული ქალის ვინაობა

    ცნობილია გორში ავარიისას დაღუპული ქალის ვინაობა

    გორში ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი ანა ბერიანიძეა.

    ტრაგედია გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. ავტომანქანა ქუჩაში მიმავალ ქვეითებს დაეჯახა. დედა, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, მძიმედ დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    თვითმხილველების მონაყოლით, მანქანა დედა-შვილს ზებრაზე დაეჯახა. ავარიის შემდეგ კი, მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამი იყო, მიმალვა სცადა. მძღოლი, 1991 წელს დაბადებული რ.ე. პოლიციამ დააკავა.

    გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

    ჩასწორება: ბოლო ინფორმაციით, ბავშვიც კლინიკაში გარდაიცვალა. 😭😭😭

  • 14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე ენერგიული და შედეგიანი იქნება. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად და გადაწყვეტილებების მისაღებად. პირად ურთიერთობებში მოთმინება გამოიჩინეთ.

    კურო
    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე დაგჭირდებათ. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან კარგი ამბავი გელოდებათ.

    ტყუპები
    კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. წარმატებით მოაგვარებთ მოლაპარაკებებსა და სამუშაო საკითხებს. სიყვარულში გულწრფელობა საუკეთესო არჩევანია.

    კირჩხიბი
    ემოციური დღეა, თუმცა ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და დაისვენეთ, თუ გადაღლას იგრძნობთ.

    ლომი
    შესაძლოა, საინტერესო შესაძლებლობა ან ახალი შეთავაზება მიიღოთ. თავდაჯერებულობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა სხვების აზრის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია.

    ქალწული
    დროა დაგროვილი საქმეები მოაწესრიგოთ. დეტალებზე ყურადღების გამახვილება სასურველ შედეგს მოგიტანთ. ოჯახში სასიამოვნო ატმოსფერო იქნება.

    სასწორი
    დღე ხელს უწყობს ახალი ნაცნობობის გაჩენას და ურთიერთობების გაღრმავებას. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.

    მორიელი
    შეიძლება მნიშვნელოვანი საუბარი ან სიახლე გელოდეთ. არ აჰყვეთ ემოციებს – სიმშვიდე საუკეთესო გამოსავალი იქნება. საღამოს დასვენება ენერგიას აღგიდგენთ.

    მშვილდოსანი
    კარგი დღეა მოგზაურობის დაგეგმვისთვის, სწავლისა და ახალი ცოდნის მიღებისთვის. ოპტიმიზმი ბევრ კარს გაგიღებთ.

    თხის რქა
    სამუშაოსა და კარიერაში წინსვლის შესაძლებლობა გამოჩნდება. პასუხისმგებლობით შესრულებული საქმე დაფასდება. ახლობლის რჩევა გამოგადგებათ.

    მერწყული
    დღე მოულოდნელ სიახლეებსა და საინტერესო იდეებს მოიტანს. არ შეგეშინდეთ ცვლილებების – ისინი მომავალში სასარგებლო აღმოჩნდება.

    თევზები

    ინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერი იქნება. კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის და პირადი საკითხების მოსაგვარებლად. საღამოს მშვიდ გარემოში დასვენება სასარგებლო იქნება.

  • „დედა დაიღუპა, 3 წლის წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა…“ – დაკავებულია მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა

    „დედა დაიღუპა, 3 წლის წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა…“ – დაკავებულია მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა

    გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

    ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. 3 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა.

    სამართალდამცველებმა დააკავეს მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • “საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში, დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, ორივე დაიღუპა…” – უმძიმესი ამბის დეტალები გორში მომხდარ ავარიაზე

    “საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში, დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, ორივე დაიღუპა…” – უმძიმესი ამბის დეტალები გორში მომხდარ ავარიაზე

    დაიღუპა დედა-შვილი, რომელსაც გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში გოგა აფციაური ავრცელებს და წერს: “საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში [გორში]. ჭავჭავაძის გამზირზე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. ორივე დაიღუპა… მართლა არ მესმის, ამ გზას რატომ ვკეტავთ კონცერტებისთვის, როცა უამრავი სხვა ლოკაცია გვაქვს”

    შემთხვევა გორში ცოტა ხნის წინ მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანის შეჯახების შედეგად ქვეითად მიმავალი დედა-შვილი დაშავდა და ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს

    Palitravideo დეტალების დაზუსტებას შსს-ში ცდილობს