Blog

  • 🔻 როგორი ამინდი იქნება 26 ივნისამდე საქართველოში?

    🔻 როგორი ამინდი იქნება 26 ივნისამდე საქართველოში?

    23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.

    უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება..

    თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 ივნისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 ივნისს შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 23 ივნისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 ივნისს შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ილია თოფურიას ძმა ახალ მიმართვას ავრცელებს 😱😱

    ილია თოფურიას ძმა ახალ მიმართვას ავრცელებს 😱😱

    UFC-ის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია, ილია თოფურიას ძმა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

    „თავი დასრულდა, მაგრამ ისტორია გრძელდება…“

    შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.

    UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.

    ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.

    თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება დღის ბოლო, მთავარი მოვლენა იყო. ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდი კი აღარ დაიწყო, რადგან მიღებული დაზიანებების გამო ილია თოფურიას კუთხემ შეხვედრა გააჩერა.

    ილია თოფურია ამ დრომდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებალი იყო, მან ზედიზედ 17 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი UFC-ს ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.

    წყარო: ​primetime.ge

  • 🔻 “საუკუნის დედამთილი” – ვიდეო ქორწილიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

    🔻 “საუკუნის დედამთილი” – ვიდეო ქორწილიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

    “საუკუნის დედამთილი” – ვიდეოს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი ხვიჩა ასამბაძე აქვეყნებს.

  • „დავკარგეთ მეგობარი, თანამოაზრე და ამ ქალაქზე შეყვარებული კაცი“ – კახა კალაძე სამძიმრის პოსტს აქვეყნებს

    „დავკარგეთ მეგობარი, თანამოაზრე და ამ ქალაქზე შეყვარებული კაცი“ – კახა კალაძე სამძიმრის პოსტს აქვეყნებს

    ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო თბილისის მერი, კახა კალაძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

    „თემურ უგულავას სახით თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომლის საქმიანობამაც თბილისის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი გამორჩეული ხედვით, პროფესიონალიზმით, ინდივიდუალური ხელწერით განხორციელებული პროექტები ჩვენი დედაქალაქის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ კი დავკარგეთ მეგობარი, თანამოაზრე და ამ ქალაქზე შეყვარებული კაცი. ვიზიარებ თემურ უგულავას ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას“,- წერს კახა კალაძე.

    ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. უგულავა ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა.

  • გარდაიცვალა დიდი ქართველი ბიზნესმენი

    გარდაიცვალა დიდი ქართველი ბიზნესმენი

    ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მუსიკალურმა პროდიუსერმა და შოუბიზნესის წარმომადგენელმა, კახა მამულაშვილმა გაავრცელა.

    „მშვიდობით, ჩემო მეგობარო…“ – წერს მამულიჩა სოციალურ ქსელში და თემურ უგულავას ფოტოს აქვეყნებს.

    თემურ უგულავა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბიზნესმენად მიიჩნეოდა. მის სახელს უკავშირდება „აჭარა ჯგუფის“ შექმნა და ისეთი წარმატებული პროექტები, როგორებიცაა Rooms Hotels, Stamba და Fabrika. წლების განმავლობაში ის ქართული ბიზნესსექტორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

    ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.

  • დედის ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს განსაცდელებისგან იცავთ

    დედის ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს განსაცდელებისგან იცავთ

    დედის ლოცვა შვილებისთვის!

    ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა!

    უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა.

    განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს:

    “მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული” (იგ.1;8,9). თუ არ “დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ” (იგ.3; 21,26).

    ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

  • 22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ენერგიული დღეა, კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თუმცა ემოციებს მოერიდე.

    კურო

    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებს, შეიძლება მცირე გაუთვალისწინებელი ხარჯი გამოჩნდეს.

    ტყუპები

    კომუნიკაცია წარმატებული იქნება, კარგი დღეა შეხვედრებისა და ახალი კონტაქტებისთვის.

    კირჩხიბი

    ემოციურად მგრძნობიარე დღეა, ეცადე ზედმეტი დაძაბულობა თავიდან აიცილო.

    ლომი

    ყურადღების ცენტრში იქნები, თუმცა ზედმეტი თავდაჯერებულობა არ გარგებს.

    ქალწული

    ორგანიზებულობა დაგეხმარება, კარგი დღეა სამუშაოს დალაგებისა და გეგმებისათვის.

    სასწორი

    ურთიერთობებში ჰარმონია შესაძლებელია, თუ კომპრომისზე წახვალ.

    მორიელი

    ინტუიცია გაძლიერებულია, ენდე საკუთარ შეგრძნებებს, მაგრამ ნუ იჩქარებ გადაწყვეტილებებს.

    მშვილდოსანი

    აქტიური და დინამიკური დღეა, კარგი დროა მოგზაურობის ან ახალი იდეებისთვის.

    თხის რქა

    პასუხისმგებლობები გაიზრდება, თუმცა შედეგი სტაბილურობას მოგიტანს.

    მერწყული

    მოულოდნელი სიახლეებია მოსალოდნელი, იყავი მოქნილი ცვლილებების მიმართ.

    თევზები

    შემოქმედებითი ენერგია მაღალია, კარგი დღეა შთაგონებისა და შინაგანი განწყობისთვის.

  • 🔻 რატომ დაისეტყვა თბილისში მხოლოდ გარკვეული რაონები – ვიდეო იხილეთ კომენტრარებში⤵️

    🔻 რატომ დაისეტყვა თბილისში მხოლოდ გარკვეული რაონები – ვიდეო იხილეთ კომენტრარებში⤵️

    თბი­ლის­ში გუშინ ამინ­დი გა­უ­ა­რეს­და, იყო ძლი­ე­რი სე­ტყვა.

    მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ველ ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნე­ბენ.

    ძლიერი წვიმის შემდეგ გლდანის ასევე, დიდი დიღმის ქუჩები დაიტბორა.

    ვიდეო: Dispatch Guru

  • „იგივე დაემართება, რაც ტონი ფერგიუსონს“ – გეიჯმა თოფურიაზე ისაუბრა

    „იგივე დაემართება, რაც ტონი ფერგიუსონს“ – გეიჯმა თოფურიაზე ისაუბრა

    ჯასტინ გეიჯი, ჯო როგანის პოდკასტს სტუმრობდა, სადაც ილია თოფურიაზე ისაუბრა.

    „იმედი მაქვს, თოფურია ჩემპიონი ისევ გახდება და ვიცი , რომ საამისოდ საჭირო უნარები აქვს, თუმცა ვფიქრობ, იგივე მოხდება, რაც ტონი ფერგიუსონის შემთხვევაში. როდესაც ფერგიუსონი დავამარცხე, მისი თავდაჯერებულობა კი არ გავანადგურე, არამედ მის მეტოქეებს მასზე წარმოდგენა შევუცვალე.

    ჩემთან ჩხუბამდე ფერგიუსონი იყო მებრძოლი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელი ჩანდა, თუმცა, როგორც კი ხალხს დავანახვე, მისი ბარიერის გადასალახავად რის გაკეთება იყო საჭირო, მასთან ოქტაგონზე აღარავინ შესულა იმ ფიქრით, რომ ტონის დამარცხება შეუძლებელი გახლდათ. ილიას იდენტობაც ეს იყო. თოფურიასთვის ურთულესი იქნება ეჩხუბოს მეტოქეებს, რომლებსაც მისი არ ეშინიათ“,- ამბობს გეიჯი.

  • ‼მიწისძვრა საქართველოში – სად იყო ეპიცენტრი და რამდენს შეადგენდა მიწისძვრის სიმძლავრე?

    ‼მიწისძვრა საქართველოში – სად იყო ეპიცენტრი და რამდენს შეადგენდა მიწისძვრის სიმძლავრე?

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელი იაილაში დაფიქსირდა.

    ბიძგების სიმძლავრემ 3 მაგნიტუდამდე შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.