Blog

  • მისამართის შეცვლა გარდაუვალია: 6 ნიშანი, რომ დაწყევლილ სახლში ცხოვრობთ

    მისამართის შეცვლა გარდაუვალია: 6 ნიშანი, რომ დაწყევლილ სახლში ცხოვრობთ

    მძაფრი ინტუიციის მქონე ადამიანებს ხშირად შეუძლიათ აუხსნელი დისკომფორტის შეგრძნება გარკვეულ ოთახებში. უცნაური გრძნობა, რომ რაღაც არასწორად არის, შეიძლება იყოს პირველი სიგნალი, რომ ბინა დაწყევლილია ან გარშემორტყმულია უარყოფითი ენერგიით.

    ყველგან არის ძაფები

    იშვიათი არაა წინა მცხოვრებლების მიერ დატოვებული უცნაური ატრიბუტების პოვნა, როგორიცაა სარკეებზე ან ფანჯრის ჩარჩოებს შორის ჩამოკიდებული ძაფები. ეს ძაფები შეიძლება იყოს რიტუალების ან შელოცვების ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ბოროტი სულებისგან დასაცავად. ასეთი არტეფაქტების აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ წარსულში ამ ბინაში რაღაც უჩვეულო მოხდა და შესაძლოა ყურადღების ღირსი იყოს.

    ჩამოკიდებული ხატები ან ჯვრები

    მრავალი რელიგიური სიმბოლოს არსებობა, როგორიცაა ხატები ან ჯვრები, შეიძლება მიუთითებდეს წინა მცხოვრებლების მცდელობაზე, დაიცვან თავი უარყოფითი ენერგიისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი პრაქტიკა მორწმუნე ადამიანებისთვის, ასეთი სიმბოლოების სიჭარბე იმის ნიშანია, რომ რაღაც უჩვეულო ხდება სახლში.

    ხშირი ძილიანობა და თავის ტკივილი
    თილისმების აღმოჩენამ, როგორიცაა სიზმრის დამჭერი, შეიძლება მიუთითებდეს მცხოვრებლების მცდელობაზე, დაიცვან თავი ბოროტი სულებისგან და დაავადებებისგან. თუ განიცდით მუდმივ დაღლილობას, თავის ტკივილს და უძილობას, ეს შეიძლება იყოს ბინაში უარყოფითი ენერგიის ნიშანი.

    ჩხუბი

    თუ ახალ ბინაში გადასვლამდე თქვენს ოჯახში სიმშვიდე და წესრიგი იყო და გადასვლის შემდეგ თქვენ შეამჩნიეთ ხშირი ჩხუბი ყველაზე ამქვეყნიურ თემებზეც კი, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ბინაში რაღაც არასწორია.

    მუდმივი მტვრევა

    თუ მოწყობილობა და კომუნიკაციები ხშირად იშლება ბინაში, ეს შეიძლება იყოს უარყოფითი ენერგიის შედეგი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მიმდებარე სივრცეზე.

    მწერები

    მწერების მუდმივი გამოჩენა, როგორიცაა ტარაკნები ან ჭიანჭველები, შეიძლება იყოს ბინაში ჯადოს ან უარყოფითი ენერგიის ნიშანი. მოუსმინეთ მეზობლებს, რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ გამოცდილება მსგავსი პრობლემების მოგვარებაში.

  • “კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ ამ მი­ზე­ზით და­ი­წყო” – რას ჰყვებიან ადგილობრივები კახეთში მომხდარ მკვლელობაზე, რატომ გაიმეტეს ორი შვილის მამა?

    “კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ ამ მი­ზე­ზით და­ი­წყო” – რას ჰყვებიან ადგილობრივები კახეთში მომხდარ მკვლელობაზე, რატომ გაიმეტეს ორი შვილის მამა?

    მკვლე­ლო­ბა მოხ­და გურ­ჯა­ა­ნის, სო­ფელ კარ­დე­ნახ­ში. 36 წლის არ­სენ მარ­ტაშ­ვილს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს.

    ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მა­მა­კა­ცი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე თვეა დაბ­რუნ­და. მისი ცხე­და­რი დღეს სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რედ ვე­ნახ­ში იპო­ვეს. მას პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ჭრი­ლო­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

    ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, მომ­ხდა­რი შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­წყე­ბულ კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

    ერთ-ერთ ვერ­სი­ით, არ­სენ მარ­ტაშ­ვილ­სა და სხვა სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი მან­ქა­ნის სიჩ­ქა­რე­სა და გა­დას­წრე­ბა­ზე და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად შეხ­ვდნენ. და­პი­რის­პი­რე­ბის დროს კი არ­სენ მარ­ტაშ­ვილს გუ­ლის არე­ში ეს­რო­ლეს. ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბი­ან, რომ მოკ­ლუ­ლი არ­სენს მარ­ტაშ­ვი­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ავ­ტო­მო­ბილ­ში, რა დრო­საც სწრა­ფად მოძ­რა­ობ­და სხვა მან­ქა­ნა და მარ­ტაშ­ვილ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა.

    “კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ ამ მი­ზე­ზით და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი 36 წლის მა­მა­კა­ცი სახ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს საქ­მის გარ­ჩე­ვა გაგ­რძელ­და.და­პი­რის­პი­რე­ბის დროს მარ­ტაშ­ვილს ჭრი­ლო­ბა გუ­ლის არე­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ ის 5 მა­ისს უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო და მის ცხე­და­რი 6-ში იპო­ვეს სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რედ. 

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 მაისს საქართველოში

    როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 მაისს საქართველოში

    7 მაისს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.

    ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

    ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

    სოხუმშიც წვიმიანი დღეა, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

    ახალქალაქში წვიმას ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +17, ღამით +3 დაფიქსირდება.

    ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +19 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

    წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ნალექიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი დღეა, დღისით +14 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

    წვიმა იქნება გურჯაანში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

  • “მოვიგეთ, მაგრამ ეს უნდა ვაღიარო…” – კვარას პირველი განცხადება ბაიერნის დამარცხების შემდეგ

    “მოვიგეთ, მაგრამ ეს უნდა ვაღიარო…” – კვარას პირველი განცხადება ბაიერნის დამარცხების შემდეგ

    ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი ბაიერნის დამარცხებისა და ფინალში გასვლის შემდეგ:

    “ძალიან ბედნიერები ვართ ფინალში გასვლით. ეს მეტად მნიშვნელოვანი მატჩია და მასზე ვართ ფოკუსირებულნი. „არსენალის“ წინააღმდეგ რთული თამაში გველის. მიუნხენის „ბაიერნი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მათთან ძალიან მძიმე, შესაძლოა, ამ სეზონში ყველაზე რთული შეხვედრა გვქონდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ასეთ გუნდებთან კონკურენცია შეგვიძლია.“

  • იტალიიდან საქართველოში დაბრუნებული ქალი დაიკარგა და ოჯახი ახლა ყველგან ეძებს – ვინ არის დაკარგული და რას წერს ოჯახი მასზე? ნახეთ პირველ კომენტარში 👇🏻👇🏻🥹

    იტალიიდან საქართველოში დაბრუნებული ქალი დაიკარგა და ოჯახი ახლა ყველგან ეძებს – ვინ არის დაკარგული და რას წერს ოჯახი მასზე? ნახეთ პირველ კომენტარში 👇🏻👇🏻🥹

    ირაკლი ლომაია სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს და წერს:

    “ყურადღება! ეს ქალბატონი არის ჩემი უსაყვარლესი მამიდა – მზია ლომაია, იგი ცხოვრობდა მრავალი წელი იტალიაში ემიგრაციაში და 27 აპრილს დაბრუნდა საქართველოში.

    მამიდა ცხოვრობს ქუთაისში, ფოთის ქუჩა N38-ში.

    დღეს, გამთენიისას დაახლოებით 06:00 საათზე, სახლიდან გავიდა და ამ დრომდე აღარ დაბრუნებულა.

    გთხოვთ, განსაკუთრებით ქუთაისში მცხოვრებლებო, ყურადღებით დააკვირდეთ ფოტოს და მაქსიმალურად გააზიაროთ ეს პოსტი. თუ ვინმემ სადმე ნახეთ ან რაიმე ინფორმაცია გაქვთ მისი ადგილსამყოფელის შესახებ, უმორჩილესად გთხოვთ დამიკავშირდეთ.

    მივმართავთ თხოვნით ქუთაისის ადგილობრივ პოლიციას – უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმაროთ მის პოვნაში.

    მზია ლომაია, ამ დრომდე არ არის ნაპოვნი და ჩვენ კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ მის ძებნას. ჩვენ ვიტოვებთ იმედს რომ ის ცოცხალია.

    უდიდესი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას, გვეხმარება და გულთან მიაქვს ჩვენი ტკივილი. აუცილებლად ვიპოვი ჩემს ძირფას მამიდას”, – დაწერა ირაკლი ლომაიამ.

  • 15 წლის გოგო მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა – ტრაგედია ოჩამჩირეში

    15 წლის გოგო მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა – ტრაგედია ოჩამჩირეში

    ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, 15 წლის გოგო 16-სართულიანი შენობიდან გადმოვარდა.

    „ბავშვთა უფლებების“ დამცველის, მაკტინა ჯინჯოლიას ინფორმაციით, „რაიონის პროკურატურამ“ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო და მიმდინარეობს გარემოებების დადგენა.

    მისივე თქმით, გარდაცვლილი სკოლა-ინტერნატის მოსწავლე იყო და მანამდე სუიციდური ქცევის ნიშნები არ დაფიქსირებულა.

    „გოგონა იყო მოწესრიგებული და წარმატებული, კარგად სწავლობდა, იყო კალათბურთელი და შეჯიბრებისთვის ემზადებოდა. ის იზრდებოდა მოსიყვარულე ოჯახში, სადაც ორი შვილი ჰყავთ“, – აღნიშნა ჯინჯოლიამ.

    მისივე ცნობით, შემთხვევის დღეს მოზარდი სკოლაში იმყოფებოდა, გაკვეთილების შემდეგ დაესწრო კონცერტს და შემდეგ სახლში უნდა დაბრუნებულიყო.

  • კარგი სიახლე მერიისგან, რომელიც კახა კალაძემ გააჟღერა

    კარგი სიახლე მერიისგან, რომელიც კახა კალაძემ გააჟღერა

    რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტი პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 150 მოქალაქეს დაუფინანსდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

    მისივე განმარტებით, პროგრამა, ყოველ სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით მოქალაქე აფთიაქში მედიკამენტს იღებს.

    „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის დაწყება საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის რიცხვები, არამედ თითოეული ადამიანია, ვისაც დახმარება სჭირდება. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80%-ით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, მოქალაქე, საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართავს.

    „თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. რევმატოიდული ართრიტი რთული დაავადებაა. ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა ახლავს თან. როდესაც ადამიანს ეძლევა საშუალება, მიიღოს თანამედროვე მკურნალობა, ეს მხოლოდ ჯანმრთელობა არ არის, ეს ცხოვრების დაბრუნებაა. ადამიანი ისევ ახერხებს მუშაობას, ოჯახზე ზრუნვას. ჩვენთვის სოციალური პროგრამები არ არის ფორმალური ვალდებულება. ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, ზრუნვა მათ ღირსებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

    მისი თქმით, მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამა 2025 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.

  • ვერ წარმოიდგენთ რა უთხრა ილია თოფურიამ დონალდ ტრამპს – შეხვედრა თეთრ სახლში

    ვერ წარმოიდგენთ რა უთხრა ილია თოფურიამ დონალდ ტრამპს – შეხვედრა თეთრ სახლში

    ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა.

    აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.

    ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება.

    „მადლიერი ვარ, რომ საშუალება გვეძლევა, სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ. მადლობა უფალს ამ საოცარი დღისთვის და ოვალურ ოფისში ყოფნის დაუვიწყარი გამოცდილებისთვის… და არასდროს მეგონა, რომ ასეთი კეთილი იქნებოდით”, – მიმართა თოფურიამ ტრამპს.

    „უბრალოდ, ჩემზე მცდარი წარმოდგენა აქვთ შექმნილი“, – თქვა ტრამპმა ილიას საპასუხოდ.

  • 🌐 ვრცლად იხილეთ კომენტარებში 👇

    🌐 ვრცლად იხილეთ კომენტარებში 👇

    ბოლო პერიოდია, საქართველოში არასტაბილური ამინდებია, ბევრს აინტერესებს, როდის დათბება.

    როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში. –  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

    „მაისის თვის ტემპერატურა, წინა წლებთან შედარებით ნორმაზე, 1 გრადუსით დაბალია. დასავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, +16, +19 გრადუსი იქნება.  დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, +15, +17 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში, +10, +12 გრადუსი.

    ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება +29, +32 გრადუსამდე. მთიან რაიონებში, 27 გრადუსამდე.

    ეს კვირა შედარებით გრილი იქნება, ხოლო კვირის ბოლოსკენ, პარასკევი, შაბათი და კვირა იქნება უნალექო ამინდი, ტემპერატურა + 29 გრადუსამდე მოიმატებს.

    შავი ზღვის სანაპიროზე კი +27 გრადუსი. ნალექს რაც შეეხება, მთლიანად საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, ქართლში, +16 +17 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში +16 +17 გრადუსი. მთიან რაიონებში +13, +14 გრადუსი და მაღალმთაში +9, +11 გრადუსი. რაც ნორმის ფარგლებშია და 1 გრადუსით დაბალია.

    მაისის თვე, საკმაოდ ცვალებადია, იწყება გრილად. კლიმატურად გაზაფხული წვიმიანია და განსაკუთრებით მაისი.

    ცალკეულ დღეებში კი, ტემპერატურა +32 გრადუსამდეც მოიმატებს, თუმცა დასაწყისი  წვიმიანი გვაქვს. იქითა კვირიდან პერიოდულად გამოიდარებს“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.

  • რას გვიმზადებს 7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი – ვის ელის წარმატება?

    რას გვიმზადებს 7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი – ვის ელის წარმატება?

    7 მა­ისს ვარ­სკვლა­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გან­ლაგ­დე­ბი­ან, რათა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გვამ­ცნონ. ეს არ არის უბ­რა­ლოდ კვი­რის მო­რი­გი დღე – ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფან­ჯა­რა, სა­დაც ინ­ტუ­ი­ცია და პრაქ­ტი­კუ­ლი გათ­ვლე­ბი ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბა. სამ­ყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, რომ დროა, ძვე­ლი ში­შე­ბი წარ­სულ­ში დავ­ტო­ვოთ და მა­ი­სის მჩქე­ფა­რე ენერ­გი­ას მი­ვენ­დოთ. ნა­ხეთ, რას გიმ­ზა­დებთ ბედი 7 მა­ი­სის­თვის და რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გი­ბიძ­გე­ბენ პლა­ნე­ტე­ბი!

    ვერ­ძი (21 მარ­ტი – 20 აპ­რი­ლი):

    დღეს თქვე­ნი ლი­დე­რუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი ახალ სი­მაღ­ლე­ებს აღ­წევს. 7 მა­ი­სი სა­უ­კე­თე­სო დროა რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, იყოთ პირ­და­პი­რი, მაგ­რამ არა აგ­რე­სი­უ­ლი. სა­ღა­მოს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფი­ნან­სუ­რი ამ­ბა­ვი აპ­რი­ლის შრო­მის შე­დეგს და­გა­ნა­ხებთ.

    კურო (21 აპ­რი­ლი – 21 მა­ი­სი):

    ეს თქვე­ნი ტრი­უმ­ფის პე­რი­ო­დია! 7 მა­ისს სამ­ყა­რო გირ­ჩევთ, მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოთ პი­რად კომ­ფორ­ტს და იმიჯს. შე­საძ­ლოა, მი­ი­ღოთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც თქვენს სტა­ტუსს საგ­რძნობ­ლად აა­მაღ­ლებს. ენ­დეთ სა­კუ­თარ გე­მოვ­ნე­ბას – ის დღეს უშეც­დო­მოა.

    ტყუ­პე­ბი (22 მა­ი­სი – 21 ივ­ნი­სი):

    თქვე­ნი გო­ნე­ბა დღეს ნამ­დვი­ლი “იდე­ე­ბის გე­ნე­რა­ტო­რია”. 7 მა­ისს შე­საძ­ლოა იპო­ვოთ გა­მო­სა­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წუ­ხებ­დათ. კარ­გი დღეა მწერ­ლო­ბის­თვის, ბლო­გის­თვის ან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის.

    კირჩხი­ბი (22 ივ­ნი­სი – 22 ივ­ლი­სი):

    დღეს თქვე­ნი სა­ი­დუმ­ლო მო­კავ­ში­რე ინ­ტუ­ი­ცი­აა. 7 მა­ისს შე­საძ­ლოა გა­ი­გოთ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც კუ­ლი­სებს მიღ­მა ხდე­ბო­და. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, არ იჩ­ქა­როთ მოქ­მე­დე­ბა – და­აკ­ვირ­დით და მო­აგ­რო­ვეთ ფაქ­ტე­ბი. სა­ღა­მოს წყალ­თან სი­ახ­ლო­ვე ძა­ლებს აღ­გიდ­გენთ.

    ლომი (23 ივ­ლი­სი – 23 აგ­ვის­ტო):

    დღე სავ­სეა სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბით. 7 მა­ისს შე­საძ­ლოა აღ­მოჩ­ნდეთ გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. თქვე­ნი შარ­მი დღეს ნე­ბის­მი­ერ კარს გა­ა­ღებს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი მე­გობ­რის­გან, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა უფრო მეტ­ში გა­და­ი­ზარ­დოს.

    ქალ­წუ­ლი (24 აგ­ვის­ტო – 23 სექ­ტემ­ბე­რი):

    თქვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი დღეს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. 7 მა­ი­სი სა­უ­კე­თე­სოა კა­რი­ე­რუ­ლი ნახ­ტო­მის­თვის. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, არ შე­გე­შინ­დეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბის. მცი­რე დე­ტა­ლი, რო­მელ­საც დღეს შე­ამ­ჩნევთ, დიდ შეც­დო­მას აგა­ცი­ლებთ თა­ვი­დან.

    სას­წო­რი (24 სექ­ტემ­ბე­რი – 23 ოქ­ტომ­ბე­რი):

    დღეს სამ­ყა­რო გირ­ჩევთ, ჰო­რი­ზონ­ტე­ბი გა­ა­ფარ­თო­ოთ. 7 მა­ი­სი იდე­ა­ლუ­რია უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან კონ­ტაქ­ტის­თვის ან ახა­ლი ენის შეს­წავ­ლის და­სა­წყე­ბად. თქვე­ნი დიპ­ლო­მა­ტია დღეს ნე­ბის­მი­ერ კონ­ფლიქტს მშვი­დო­ბი­ან შე­თან­ხმე­ბად აქ­ცევს.

    მო­რი­ე­ლი (24 ოქ­ტომ­ბე­რი – 22 ნო­ემ­ბე­რი):

    ტრანსფორ­მა­ცი­ის და მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბის დღეა. 7 მა­ისს შე­საძ­ლოა გა­და­წყვი­ტოთ, რომ დროა ცხოვ­რე­ბი­დან ზედ­მე­ტი ნივ­თე­ბი ან ადა­მი­ა­ნე­ბი გა­უშ­ვათ. ეს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ახალ ენერ­გი­ას მო­გი­ტანთ. ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი დღეს გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

    მშვილ­დო­სა­ნი (23 ნო­ემ­ბე­რი – 21 დე­კემ­ბე­რი):

    აქ­ცენ­ტი პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეა. 7 მა­ისს შე­საძ­ლოა მი­ი­ღოთ წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც თქვენს ცხოვ­რე­ბას რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლის. იყა­ვით ღია თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. სა­ღა­მოს პარტნი­ორ­თან ერ­თად სა­მო­მავ­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბის და­გეგ­მვა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გი­ტანთ.

    თხის რქა (22 დე­კემ­ბე­რი – 20 იან­ვა­რი):

    დღეს თქვე­ნი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა ყვე­ლას აო­ცებს. 7 მა­ი­სი კარ­გია ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის­თვის – და­ი­წყეთ ახა­ლი დი­ე­ტა ან ვარ­ჯი­ში. სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი წვრილ­მა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აქამ­დე გა­წუ­ხებ­დათ, დღეს მარ­ტი­ვად მოგ­ვარ­დე­ბა.

    მერ­წყუ­ლი (21 იან­ვა­რი – 19 თე­ბერ­ვა­ლი):

    ეს თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აფეთ­ქე­ბის დღეა! 7 მა­ისს შე­საძ­ლოა შექ­მნათ რა­ღაც მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი. სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში ვნე­ბე­ბი დუღს – მო­ემ­ზა­დეთ მო­უ­ლოდ­ნე­ლი პა­ემ­ნის­თვის ან სა­სი­ა­მოვ­ნო კომ­პლი­მენ­ტე­ბის­თვის. იღ­ბა­ლი აზარ­ტულ სა­კი­თხებ­შიც თქვენს მხა­რე­საა.

    თევ­ზე­ბი (20 თე­ბერ­ვა­ლი – 20 მარ­ტი):

    დღეს თქვე­ნი სახ­ლი თქვე­ნი ცი­ხე­სი­მაგ­რეა. 7 მა­ისს შე­საძ­ლოა მო­გინ­დეთ ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა ან ინ­ტე­რი­ერ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა. მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ სით­ბოს მო­გი­ტანთ. ენ­დეთ თქვენს სიზ­მრებს – მათ­ში დღეს სი­მარ­თლე იმა­ლე­ბა.