Blog

  • წლის ყველაზე ჯადოსნური ღამე: მზებუდობის უძველესი რიტუალები და ლეგენდები

    წლის ყველაზე ჯადოსნური ღამე: მზებუდობის უძველესი რიტუალები და ლეგენდები

    ზაფხულის მზებუდობა (ასევე ცნობილი როგორც ნაბუნიობა ან მზის მობრუნება) წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ასტრონომიულად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ დღეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წლის ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამეა.

    ეს არის მომენტი, როდესაც ასტრონომიული ზაფხული ოფიციალურად იწყება.

    რა ხდება ასტრონომიულად?
    ჩვენი პლანეტის დედამიწის ბრუნვის ღერძი ორბიტის მიმართ $23.5^circ$-იანი კუთხით არის გადახრილი. ზაფხულის მზებუდობის დროს, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფერო მაქსიმალურად არის მიქცეული მზისკენ.

    ამის გამო: მზე ცაზე თავის უმაღლეს წერტილს (ზენიტს) აღწევს.
    ჩრდილოეთ პოლარულ წრეს მიღმა მზე საერთოდ არ ჩადის და დგება ე.წ. „თეთრი ღამეების“ ანუ პოლარული დღის პერიოდი. სამხრეთ ნახევარსფეროში ამ დროს ზუსტად საპირისპირო პროცესი ხდება — იქ ზამთრის მზებუდობაა (წლის ყველაზე მოკლე დღე).
    როდის ხდება ეს? მზებუდობა ყოველწლიურად 20 ან 21 ივნისს ემთხვევა (კალენდარული წლისა და ნაკიანი წლების გათვალისწინებით).
    მითები, რიტუალები და სტოუნჰენჯი – უხსოვარი დროიდან კაცობრიობა ამ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ძველი ხალხებისთვის მზე სიცოცხლის, მოსავლისა და გადარჩენის მთავარი წყარო იყო, ამიტომ მზებუდობას დიდი დღესასწაულებით ხვდებოდნენ.

    სტოუნჰენჯი (დიდი ბრიტანეთი): ეს უძველესი მეგალითური ძეგლი ზუსტად ისეა აშენებული, რომ მზებუდობის დილას, ამომავალი მზის პირველი სხივი პირდაპირ სტრუქტურის ცენტრალურ ქვაზე ეცემა. ყოველ წელს ათასობით ადამიანი იკრიბება აქ ამ ჯადოსნური მომენტის სანახავად.
    კოცონები და წყალი: ბევრ კულტურაში (მაგალითად, სლავურ ივან კუპალას ან სკანდინავიურ შუაზაფხულის დღესასწაულზე) მიღებული იყო დიდი კოცონების დანთება, ცეკვა და მდინარეში ყვავილების გვირგვინების გაშვება. ითვლებოდა, რომ ამ დღეს ცეცხლსა და წყალს განმწმენდი და სამკურნალო ძალა ჰქონდა.
    ქართული კონტექსტი – მზის კულტი: ქართულ მითოლოგიაში მზის კულტს (ბარბალე, კვირია) უდიდესი ადგილი ეჭირა. მზის მობრუნების პერიოდებში აცხობდნენ მზის ფორმის, მრგვალ ხაჭაპურებსა და კვერებს, რითაც ბუნებას დოვლათსა და ბარაქას სთხოვდნენ.
    რა იცვლება მზებუდობის შემდეგ?
    მიუხედავად იმისა, რომ 21 ივნისს ზაფხული ოფიციალურად იწყება, სწორედ ამ დღიდან დღეები ნელ-ნელა კლებას იწყებს, ღამეები კი ხანგრძლივდება – ეს პროცესი 21 დეკემბრამდე (ზამთრის მზებუდობამდე) გრძელდება.

    თუმცა, ნუ იდარდებთ: ყველაზე ცხელი საზაფხულო დღეები (ივლისი და აგვისტო) ჯერ კიდევ წინ არის, რადგან ოკეანეებსა და ხმელეთს დრო სჭირდებათ იმ დიდი სითბური ენერგიის დასაგროვებლად, რასაც მზე ამ დღეებში გვიგზავნის!

  • ინფორმაცია დადასტურდა! – ჯასტინ გეიჯის UFC-ში ჩხუბი….

    ინფორმაცია დადასტურდა! – ჯასტინ გეიჯის UFC-ში ჩხუბი….

    ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ, “ელ მატადორს” 180-დღით (6-თვით)  ეკრძალება ოქტაგონზე დაბრუნება, სანამ მას თვალის არეში დაზიანებების გამო ყბა-სახის ქირურგი , ოფიციალურად არ გასცემს ნებართვას.

    ასევე ცნობილი გახდა, რომ ასევე გეიჯისაც UFC ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობის გამო ბრძოლის უფლებას 6 თვით არ მისცემს.

    ირკვევა, რომ მას ილიას ორივე თვალის ორბიტალური ძვლის მცირე მოტეხილობა აქვს  (უფრო მეტად მარჯვენა თვალზე) და გატეხილი აქვს ცხვირი.

    მაშასადამე, როგორც ილია, ასევე გეიჯი 6 თვეს იუქმებენ და ოქტაგონს 2027 წლამდე არ დაუბრუნდებიან.

  • მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა

    მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა

    სამტრედიაში, სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა. როგორც თვითმხილველი “მეგა ტვ”-ს უყვება შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მისივე თქმით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    “მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ აპარატურა აფეთქდა და შემდეგ აფეთქების ძალამ მარშრუტკა გაგლიჯა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.” – ეუბნება წყარო “მეგა ტვ”-ს.

    ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სახანძრო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.

    “მეგა ტვ” დამატებით დეტალებს არკვევს.

  • “შორენიჩ… ქვაბი დევს ლოგინზე…” – ბიკინებში გამოწყობილმა ევა ბარბაქაძის ახალმა ფოტოსურათმა ინსტაგრამის ყველა რეკორდი მოხსნა

    “შორენიჩ… ქვაბი დევს ლოგინზე…” – ბიკინებში გამოწყობილმა ევა ბარბაქაძის ახალმა ფოტოსურათმა ინსტაგრამის ყველა რეკორდი მოხსნა

    არახალია რომ ევა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ძალიან აქტიურია ინსტაგრამზე და ხშირად აქვეყნებს ახალ ფოტოსურათებსაც. ამჯერად ევა ბარბაქაძემ ბიკინებში იპოზიარო, რაზეც არც მისმა გამომწერებმა დააყოვნეს და ახალ ფოტოსურათებს უკვე 9000 მოწონება აქვს. კომენტარებზე ზედმეტია საუბარი.



  • დაშორდნენ თუ არა ერთმანეთს ინფლუენსერები გიორგი ჯობავა და სალი წვერავა – “რა გავაკეთო? ცუდ დღეში ვართ…”

    დაშორდნენ თუ არა ერთმანეთს ინფლუენსერები გიორგი ჯობავა და სალი წვერავა – “რა გავაკეთო? ცუდ დღეში ვართ…”

    დაშორდნენ თუ არა ერთმანეთს ინფლუენსერები გიორგი ჯობავა და სალი წვერავა: „რა გავაკეთო? ცუდ დღეში ვართ…“

    გავარცელებულ ჭორებს გიორგი ჯობავამ ანა ტყბუჩავას პოდკასტში ისაუბრა.

  • ეს უნდა იცოდე! სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც 1 კვირაში ამოქმედდება

    ეს უნდა იცოდე! სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც 1 კვირაში ამოქმედდება

    სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც 27 ივნისიდან ამოქმედდება

    დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    მისივე თქმით, ცვლილება იგეგმება N293 მარშრუტზეც, რომელსაც ორი ერთეული ავტობუსი დაემატება.

  • ჯარიმა 300-დან 500 ლარამდე ან ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობა – გაფრთხილება მოსახლეობას

    ჯარიმა 300-დან 500 ლარამდე ან ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობა – გაფრთხილება მოსახლეობას

    ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს.

    ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ათავსებს.

    „დაიცავი ტყეში ქცევის წესები“ – საინფორმაციო ბანერზე ტურისტებს  საშუალება აქვთ QR კოდის საშუალებით, გაეცნონ  ტყეში უსაფრთხოების წესებსა და იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობის და კოცონის დანთების დროს  უნდა იყოს გათვალისწინებული.

    საინფორმაციო ბანერი მთელი  ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ტყეში  350 ლოკაციაზე განთავსდება.

    „საინფორმაციო – გამაფრთხილებელ  ნიშნებს ტურისტულად დატვირთულ ტერიტორიებზე ვათავსებთ, რათა მაქსიმალურად დავაზღვიოთ ხანძრის გაჩენის რისკები. როგორც მოგეხსენებათ, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევ ძირითად მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა სახელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდა“ – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

    სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

    ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

    საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად – გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.