“აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იწვევს კუნთების პარალიზებას და სიკვდილსაც კი” – ის, რაც შესაძლოა, აქამდე არ იცოდით!
Blog
-

🔻 ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა | ინფორმაციას ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული 35 წლამდე ასაკის კაცია, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთ გარეუბანში სათევზაოდ იმყოფებოდა. მთავარი დეტალებს შსს-ში არკვევს. -

“ალისა ჩემზე ნაწყენია… – მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ქალიშვილის ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ალისა სააღდგომო კვერცხებთან ერთად არის გადაღებული და სიზმარს ჰყვება. მისი თქმით, მამა დაესიზმრა, რომელიც თითქოს და მასთან იყო მისული.
“ალისა ჩემზე ნაწყენია. ბოლოს მრავალი თვის წინ მნახა “ვივამედში” და ახლა ტელევიზიით “სასამართლოზე” რომ დამინახა, გამიბრაზდა – “კი, მაგრამ თუ გაუშვეს ექიმებმა, გამოვიდა უკვე საავადმყოფოდან და სხვა ადგილებში დადის, სახლში რატომ არ მოდის?”
ნუ, მოდი და აუხსენი ამ 5 წლისას პუტინი, ივანიშვილი და სხვადასხვა ბოროტი მოღალატეები…
ქრისტე აღსდგა!” – წერს სააკაშვილი.
-

„ნაპოვნია ოთხი ცხედარი…“ 😱😭😭 რა უმძიმესი ინფორმაცია მოვიდა დუშეთის მუნიციპალიტეტიდან ნახეთ კომენტარში 👇👇👇
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი, თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები, მოჰყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ, – ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში. ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას. საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-

თაფლის ხარისხის შემოწმება: აი, რაზე მიუთითებს თაფლიან ქილაში არსებული თეთრი ქაფი
თაფლი გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია, ბევრი მას შაქრის ალტერნატივად იყენებს. იგი ახდენს შაქრის მონელების სტიმულირებას, ორგანიზმს კი ამარაგებს აუცილებელი მიკროელემენტებით, განამტკიცებს იმუნიტეტს და ხსნის სტრესს.
თუმცა ყველანაირი სარგებელი შესაძლებელია მივიღოთ მხოლოდ ხარისხიანი თაფლისგან, რომელიც არ არის ფალსიფიცირებული. გთავაზობთ საშუალებებს, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ თაფლის ნატურალურობა სახლის პირობებში.
თაფლის ხარისხის შემოწმება სახლის პირობებში
თაფლის ყიდვიდან გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა ქილაში წარმოიქმნას თეთრი ქაფი. ბევრს ეს აშინებს. თაფლი შეიძლება არ იყოს დამწიფებული ან მასში იყოს რაიმე მინარევი. შეიძლება თუ არა ასეთი თაფლის ჭამა?
რეალურად თეთრი ქაფ
მთავარი რჩევები თაფლის ხარისხის შემოწმება: აი, რაზე მიუთითებს თაფლიან ქილაში არსებული თეთრი ქაფი
თაფლის ხარისხის შემოწმება: აი, რაზე მიუთითებს თაფლიან ქილაში არსებული თეთრი ქაფი
თაფლი გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია, ბევრი მას შაქრის ალტერნატივად იყენებს. იგი ახდენს შაქრის მონელების სტიმულირებას, ორგანიზმს კი ამარაგებს აუცილებელი მიკროელემენტებით, განამტკიცებს იმუნიტეტს და ხსნის სტრესს.
თუმცა ყველანაირი სარგებელი შესაძლებელია მივიღოთ მხოლოდ ხარისხიანი თაფლისგან, რომელიც არ არის ფალსიფიცირებული. გთავაზობთ საშუალებებს, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ თაფლის ნატურალურობა სახლის პირობებში.
თაფლის ხარისხის შემოწმება სახლის პირობებში
თაფლის ყიდვიდან გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა ქილაში წარმოიქმნას თეთრი ქაფი. ბევრს ეს აშინებს. თაფლი შეიძლება არ იყოს დამწიფებული ან მასში იყოს რაიმე მინარევი. შეიძლება თუ არა ასეთი თაფლის ჭამა?
რეალურად თეთრი ქაფი – ნატურალური თაფლის გლუკოზაა. მისი არსებობა მოწმობს, რომ თაფლი ცოცხალია და არ დამუშავებულა თერმულად. ეს ქაფი გემოთი ჰგავს კანფეტს, თუმცა მასზე გემრიელი და სასარგებლოა.
ასეთი თაფლი ხარისხიანი, ცოცხალი და ნატურალურია. ის შეგიძლიათ მიირთვათ თავისუფლად და სიამოვნებით, თუმცა ეს ქაფი ყიდვიდან გარკვეული დროის შემდეგ წარმოიქმნება, ამიტომ საჭიროა თაფლის ხარისხის სხვა საშუალებების გამოყენება.
ზოგჯერ თაფლს ამატებენ ჩვეულებრივ სახამებელს. მის აღმოსაჩენად უნდა გამოვიყენოთ იოდის რამდენიმე წვეთი. ამისთვის ცოტა თაფლი განაზავეთ თბილწყლიან ჭიქაში და ჩააწვეთეთ იოდი. თუ წყალი გალურჯდება, ესე იგი, თაფლში სახამებელია.თაფლის ნატურალურობის დასადგენად მავთულის ნაჭერი გაახურეთ და ჩაუშვით თაფლში. თუ იგი მიეკვრება ლითონს, ეს ნიშნავს, რომ თაფლი ფალსიფიცირებულია. ხოლო თუ მავთული სუფთად დარჩა, თაფლი ნატურალურია.ხარისხიანი თაფლი არ იწვის და არ დნება მაღალი ტემპერატურის გავლენით. ამიტომ შესამოწმებლად საკმარისია ის დააწვეთოთ ქაღალდზე და ცეცხლი წაუკიდოთ. თუმცა
მთავარი რჩევები თაფლის ხარისხის შემოწმება: აი, რაზე მიუთითებს თაფლიან ქილაში არსებული თეთრი ქაფი
რჩევები
თაფლის ხარისხის შემოწმება: აი, რაზე მიუთითებს თაფლიან ქილაში არსებული თეთრი ქაფი
თაფლი გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია, ბევრი მას შაქრის ალტერნატივად იყენებს. იგი ახდენს შაქრის მონელების სტიმულირებას, ორგანიზმს კი ამარაგებს აუცილებელი მიკროელემენტებით, განამტკიცებს იმუნიტეტს და ხსნის სტრესს.
თუმცა ყველანაირი სარგებელი შესაძლებელია მივიღოთ მხოლოდ ხარისხიანი თაფლისგან, რომელიც არ არის ფალსიფიცირებული. გთავაზობთ საშუალებებს, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ თაფლის ნატურალურობა სახლის პირობებში.
თაფლის ხარისხის შემოწმება სახლის პირობებში
თაფლის ყიდვიდან გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა ქილაში წარმოიქმნას თეთრი ქაფი. ბევრს ეს აშინებს. თაფლი შეიძლება არ იყოს დამწიფებული ან მასში იყოს რაიმე მინარევი. შეიძლება თუ არა ასეთი თაფლის ჭამა?
რეალურად თეთრი ქაფი – ნატურალური თაფლის გლუკოზაა. მისი არსებობა მოწმობს, რომ თაფლი ცოცხალია და არ დამუშავებულა თერმულად. ეს ქაფი გემოთი ჰგავს კანფეტს, თუმცა მასზე გემრიელი და სასარგებლოა.
ასეთი თაფლი ხარისხიანი, ცოცხალი და ნატურალურია. ის შეგიძლიათ მიირთვათ თავისუფლად და სიამოვნებით, თუმცა ეს ქაფი ყიდვიდან გარკვეული დროის შემდეგ წარმოიქმნება, ამიტომ საჭიროა თაფლის ხარისხის სხვა საშუალებების გამოყენება.
- ზოგჯერ თაფლს ამატებენ ჩვეულებრივ სახამებელს. მის აღმოსაჩენად უნდა გამოვიყენოთ იოდის რამდენიმე წვეთი. ამისთვის ცოტა თაფლი განაზავეთ თბილწყლიან ჭიქაში და ჩააწვეთეთ იოდი. თუ წყალი გალურჯდება, ესე იგი, თაფლში სახამებელია.
- თაფლის ნატურალურობის დასადგენად მავთულის ნაჭერი გაახურეთ და ჩაუშვით თაფლში. თუ იგი მიეკვრება ლითონს, ეს ნიშნავს, რომ თაფლი ფალსიფიცირებულია. ხოლო თუ მავთული სუფთად დარჩა, თაფლი ნატურალურია.
- ხარისხიანი თაფლი არ იწვის და არ დნება მაღალი ტემპერატურის გავლენით. ამიტომ შესამოწმებლად საკმარისია ის დააწვეთოთ ქაღალდზე და ცეცხლი წაუკიდოთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ თაფლი გაყავისფრდა, ესე იგი, ფუტკრებს აჭმევდნენ შაქარს.
დიდი მნიშვნელობა აქვს თაფლის ვიზუალს. ხარისხიანი პროდუქტი საკმაოდ სქელია. ეს კარგად შეიმჩნევა ქილაში გადასხმისას. საქმე ისაა, რომ თაფლი შეიცავს მხოლოდ 17-30% წყალს. ერთლიტრიან ქილაში არსებული განუზავებელი თაფლი იწონის თითქმის 1,5 კგ-ს.
შეგიძლიათ შეამოწმოთ ასეც: თუ თაფლი უბრალოდ წვეთავს კოვზიდან, მისი ყიდვა არ ღირს. ნატურალური თაფლი უნდა იწელებოდეს წვრილი ძაფივით.
ახლა თქვენ უკვე იცით, როგორ შეამოწმოთ თაფლის ხარისხი სახლის პირობებში. რა თქმა უნდა, უმჯობესია ის შეიძინოთ სანდო მეფუტკრეებთან, ვიდრე სახლში ატაროთ ექსპერიმენტები. თუმცა პირველი შეძენისას შემოწმება აუცილებელია. არ იყიდოთ თავიდანვე დიდი რაოდენობა. სინჯეთ მცირე ზომების ყიდვა და თუ გაწყობთ, შემდეგ კვლავ შეიძინეთ.
გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!
-

“ეს რა ხდება? რა ამბავია?” – თბილისში მიწის ნაწილი ჩამოიშალა
“თბილისი – გოძიაშვილის 40 ნომერი , მიწის ნაწილი ჩამოიშალა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.” – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” და მომხდარის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
-

„ნუ გადააბიჯებთ საფლავებს ან მათ შორის არსებულ ბორდიურებს” – ეზოტერიკოსის რჩევა
მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
„ქცევის წესები სასაფლაოზე
(ამ თემას მეტს აღარ შევეხები და გაიზიარეთ )
ახლოვდება აღდგომა , რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი თქვენგანი მალე ეწვევა სასაფლაოებს. იცით თუ არა წესები, როგორ უნდა მოიქცეთ სასაფლაოზე, რომ არ აიკიდოთ „ნეკრო-მიჯაჭვულობა“, არ წაგართვან ჯანმრთელობა და არ დაიზიანოთ ენერგეტიკა?
სასაფლაოზე სტუმრობა ყოველთვის დაკავშირებულია განსაკუთრებულ ემოციურ ფონთან და ეთიკურ ნორმებთან. იმისთვის, რომ თავი მშვიდად იგრძნოთ და ენერგეტიკული დისკომფორტი აირიდოთ, სასურველია დაიცვათ ქცევის გარკვეული წესები.
აი, ძირითადი რეკომენდაციები:
1. ემოციური მდგომარეობა და ხმაური
სიმშვიდე: ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ზედმეტი ხმამაღალი ტირილი, ყვირილი ან ისტერიკა, ხალხური რწმენით, „აფრთხობს“ მიცვალებულის სულს და თქვენც ფიზიკურად გფიტავთ.
ხმაური: ნუ ისაუბრებთ ხმამაღლა, ნუ იცინებთ და ნუ მოყვებით მხიარულ ისტორიებს, რაც არ უკავშირდება მიცვალებულის პატივსაგებ მოგონებებს.
2. ნივთებთან მოპყრობა
არაფერი წამოიღოთ სახლში: ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წესია. ნებისმიერი ნივთი (ყვავილი, მონეტა, მიწა), რომელიც სასაფლაოს ტერიტორიაზეა, იქ უნდა დარჩეს. სახლში მიტანილი ნივთი ნეგატიური ენერგიის მატარებლად ითვლება.
თუ რამე დაგივარდათ: თუ ძვირფასი ნივთი (მაგალითად, ტელეფონი ან გასაღები) დაგივარდათ, აიღეთ, მაგრამ იმავე ადგილას სიმბოლურად დატოვეთ ხურდა ფული ან კანფეტი „გამოსასყიდად“.
არ გადააბიჯოთ: ნუ გადააბიჯებთ საფლავებს ან მათ შორის არსებულ ბორდიურებს. გამოიყენეთ მხოლოდ ბილიკები.
3. კვება და სასმელი
ზომიერება: საქართველოში გავრცელებული ტრადიციაა საფლავზე შესანდობარის თქმა, თუმცა ეკლესია არ მიესალმება სასაფლაოზე ნადიმის მოწყობას. საკმარისია სიმბოლურად პურისა და ღვინის მიღება.
ნარჩენები: არასოდეს დატოვოთ ნაგავი საფლავზე. ყველაფერი, რაც მორჩება, მოაგროვეთ და სპეციალურ ურნაში გადაყარეთ.
4. პირადი უსაფრთხოება და ჰიგიენა
ხელების დაბანა: სასაფლაოდან გამოსვლისთანავე კარგად დაიბანეთ ხელები. სახლში მისვლისას კი სასურველია ფეხსაცმლის გაწმენდა, რათა იქაური მიწა არ შეიტანოთ.
ორსულები და ბავშვები: ხალხური ტრადიციით, ორსულებისთვის და ძალიან პატარა ბავშვებისთვის სასაფლაოზე სიარული სასურველი არ არის მათი სუსტი ენერგეტიკული ველის გამო.
5. ჩაცმულობა
შეარჩიეთ მოკრძალებული, მუქი ფერის სამოსი. მოერიდეთ გამომწვევად ჩაცმას ან ზედმეტად მკვეთრ ფერებს.
6.ხალხური რწმენები (რატომ ერიდებიან ფოტოების გადაღებას)
არსებობს რამდენიმე გავრცელებული „აკრძალვა“
ენერგიის „მიბმა“: ითვლება, რომ ფოტო აფიქსირებს მომენტს და ადგილის ენერგიას. ძველი რწმენით, სასაფლაოზე გადაღებულ ფოტოს შეუძლია „ნეგატიური მუხტი“ შემოიტანოს სახლში.ამიტომ ნუ გადაიღებთ ფოტოებს სასაფლაოზე,ნუ უღებთ პატარა ბავშვებს და ნუ გიხარიათ ეს ცუდიაყურადღება
.. სასაფლაო ითვლება განსაკუთრებულ ზონად, სადაც „ცოცხლებისა“ და „მიცვალებულების“ სამყარო ერთმანეთს ხვდება. ამიტომ, არსებობს მკაცრი დაუწერელი წესები, რათა ადამიანმა არ დააზიანოს თავისი ენერგეტიკა.
აი, ძირითადი ეზოთერული აკრძალვები:
მზის ჩასვლის შემდეგ სტუმრობა: ითვლება, რომ მზის ჩასვლისას აქტიურდება სხვა სამყაროს ენერგიები. ამ დროს ადამიანის დამცავი ველი სუსტდება და იზრდება „მიწებების“ (ნეგატიური ენერგიის აკიდების) რისკი. საუკეთესო დროა დილის 8-დან შუადღის 2 საათამდე.
საფლავზე ფულის დათვლა: არასოდეს ამოიღოთ საფულე და არ დათვალოთ ფული სასაფლაოს ტერიტორიაზე. ამით თქვენს ფინანსურ იღბალს „სასაფლაოს ენერგიას“ აბამთ, რაც მომავალში დანაკარგებს იწვევს.
ზედმეტი საუბარი პირად წარმატებებზე: ნუ მოყვებით საფლავთან თქვენს დიდ მიღწევებზე, ბედნიერებაზე ან სიმდიდრეზე. ითვლება, რომ ამით შეიძლება „დააფრთხოთ“ თქვენი იღბალი ან გამოიწვიოთ ენერგეტიკული დისბალანსი.
სხვისი საფლავიდან ჭამა ან დალევა: არასოდეს აიღოთ სხვის საფლავზე დატოვებული ტკბილეული ან საკვები. ეს ნივთები უკვე „მიკუთვნებულია“ სხვა სამყაროსთვის და მათი მითვისება ენერგეტიკულად სახიფათოა.
უკან მოხედვა გამოსვლისას: სასაფლაოს ჭიშკარს რომ გამოცდებით, უკან არ მოიხედოთ, რაც არ უნდა მოგეჩვენოთ. ეს სიმბოლურად ნიშნავს, რომ თქვენ ტოვებთ იმ სამყაროს და არ ეპატიჟებით მას თქვენს ცხოვრებაში გამოსაყოლებლად.
საჩივრები ცხოვრებაზე: ნუ დაიწყებთ საფლავთან წუწუნს იმაზე, თუ რა ცუდად გაქვთ საქმე ან როგორ გინდათ სიკვდილი. „ადგილის სულებმა“ ეს შეიძლება პირდაპირ გაიგონ და თქვენი სურვილი „შეასრულონ“.
ფეხმძიმე ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ყოფნა: ეზოთერიკაში მიჩნეულია, რომ ნაყოფს და პატარა ბავშვებს (7 წლამდე) ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული ძლიერი ენერგეტიკული ფარი, ამიტომ ისინი ყველაზე ადვილად იწოვენ ნეგატივს.
მთავარი წესი: სასაფლაოზე შედით და გამოდით სხვადასხვა გზით (თუ შესაძლებელია), ან გამოსვლისას გონებაში თქვით: „რაც აქ არის, აქ დარჩეს, მე ჩემი მშვიდობით მივდივარ“.სასაფლაოდან დაბრუნების შემდეგ ენერგეტიკული და ფიზიკური განწმენდა დაგეხმარებათ, რომ იქაური მძიმე ემოციები და „ნეგატივი“ სახლში არ შეიტანოთ.
აი, მარტივი და ეფექტური ნაბიჯები:
შხაპი და თმის დაბანა: სასურველია მიიღოთ შხაპი და აუცილებლად დაიბანოთ თმა. თმა ყველაზე მეტად იწოვს გარემოს ენერგეტიკას. შხაპის დროს წარმოიდგინეთ, როგორ ჩააქვს წყალს მთელი დღის სიმძიმე.
ტანსაცმლის გამოცვლა: ის ტანსაცმელი, რომელიც სასაფლაოზე გეცვათ, მაშინვე გაიხადეთ და გარეცხეთ. ნუ დატოვებთ მას ოთახში და ნუ ჩამოკიდებთ სხვა ტანსაცმელთან ერთად კარადაში გაურეცხავად.
მარილით განწმენდა: მარილი ენერგეტიკული „ღრუბელია“. შეგიძლიათ შხაპის დროს სხეულზე (კისრის ქვემოთ) მარილიანი წყალი გადაივლოთ ან უბრალოდ ხელები დაიბანოთ მარილით. ის ანეიტრალებს ნებისმიერ უარყოფით მუხტს.
სანთლის დანთება: სახლში დაანთეთ სანთელი (უმჯობესია ნაკურთხი). ცეცხლი წმენდს სივრცეს და ამშვიდებს ფსიქიკას. ცოტა ხანს უყურეთ ალს – ეს დაგეხმარებათ აზრების მოკრეფაში.
ნაკურთხი წყლის პკურება: თუ მორწმუნე ხართ, შეგიძლიათ სახლის კუთხეებში ნაკურთხი წყალი ასხუროთ და თავადაც დალიოთ ერთი ყლუპი.
მთავარია: არ ჩაიციკლოთ შიშებზე. თუ ამ პროცედურებს ჩაატარებთ, ჩათვალეთ, რომ ენერგეტიკული „კარი“ დაიხურა და თქვენს პირად სივრცეში ხართ.უფალმა დალოცოს თქვენი ცოცხლები და გაუნათლოს სული თქვენს წასულებს. ვისწავლოთ პატივისცემა იქ, სადაც მარადისობა იწყება.დაიცავით ეს წესები და იყავით მშვიდად. გაუგზავნე მეგობარს, ვისი უსაფრთხოებაც გაინტერესებს! გააზიარე, რომ სხვამაც არ დაუშვას შეცდომა. ამინ!”,- წერს იოსელიანი.
-

კვირა თუ ორშაბათი – როდის უნდა გავიდეთ საფლავზე
როდის უნდა გავიდეთ საფლავზე? – ამ თემაზე “დილა მშვიდობისა საქართველოს” ეთერში მამა იოვანე მჭედლიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, აღდგომის დღესასწაული ცვლილებისთვის და მიცვალებულებისთვის თანაბრად სასიხარულოა.
„საფლავზე გასვლას რაც შეეხება, ის იმხელა დღესასწაულია, რომ გლოვის უფლება არ გვაქვს, თუ გვჯერა რომ ღმერთი აღდგა. საფლავზე გასულმა ადამიანმა არ უნდა იგლოვოს“,- ამბობს მამა იოვანე.
-

რას ნიშნავს აღდგომის ღამით ნანახი სიზმარი
აღდგომის ღამე, რომელიც აღდგომა-ს უკავშირდება, ქრისტიანულ და ხალხურ ტრადიციებში განსაკუთრებულად მისტიკურ და სულიერ პერიოდად მიიჩნევა. სხვადასხვა წყაროსა და ეთნოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით, ამ ღამით ნანახ სიზმრებს ხშირად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ეზოთერულ და ფოლკლორულ წარმოდგენებში მიიჩნევა, რომ აღდგომის ღამეს სიზმრები შეიძლება იყოს სიმბოლური გზავნილები, რომლებიც ადამიანის შინაგან მდგომარეობას, სურვილებს ან მომავალთან დაკავშირებულ მინიშნებებს ასახავს. ზოგიერთი ტრადიციის მიხედვით, ამ ღამით ნანახი სიზმარი „წმინდა“ ენერგიის გავლენით უფრო სუფთა და ჭეშმარიტად ითვლება.
ეთნოგრაფიული წყაროები მიუთითებს, რომ ძველად ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ასეთ სიზმრებს:
ნათელი და მშვიდი სიზმარი კეთილდღეობასა და წარმატებას ნიშნავდა;
ქაოსური ან შიშისმომგვრელი სიზმარი კი გაფრთხილებად ითვლებოდა, რომ ადამიანს მეტი სიფრთხილე მართებდა;
ახლობელი ადამიანების ნახვა სიზმარში ხშირად მათთან კავშირის გამყარების ან მონატრების გამოხატულებად მიიჩნეოდა.
მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგია სიზმრებს უფრო მეტად ადამიანის ფსიქიკის, ემოციებისა და ქვეცნობიერის გამოხატულებად განიხილავს. სპეციალისტების განმარტებით, განსაკუთრებული თარიღები, როგორიცაა აღდგომა, შესაძლოა უბრალოდ ძლიერ ემოციურ ფონად იქცეს, რაც სიზმრებშიც აისახება.
შედეგად, აღდგომის ღამით ნანახ სიზმრებს სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვს — რელიგიური და ეზოთერული ხედვებით ისინი შეიძლება ნიშნების მატარებელი იყოს, ხოლო მეცნიერული თვალსაზრისით — ადამიანის შინაგანი სამყაროს ანარეკლი.

