Blog

  • “არ დაუშვათ შეცდომა…” –  რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს

    “არ დაუშვათ შეცდომა…” – რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს

    დიდი შაბათი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წინა დღეა.

    ვნების შვიდეულის შაბათი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და მას ლოდი მიაგორა.

    წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით საფლავში იმყოფებოდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად ჩაბრძანდა.

    ვნების შაბათის მინიშნებები დიდ შაბათთან უამრავი მინიშნებაა დაკავშირებული და ზოგი მათგანი დღემდე არის შემონახული. მაგალითად, დიდი შაბათს მზიანი და თბილი ამინდი ცხელი ზაფხულის მომასწავებელია. მოღრუბლული კი – წვიმინი და გრილის.

    აღდგომის წინა ღამის გათენება, ბედნიერების საწინდარია. ეკლესიაში ნაკურთხი კვერცხის წყალში ჩაგდება და იმ წყლით პირის დაიბანა, ჯანმრთელობის სიბერემდე შენარჩუნებას მოასწავებს.

    ასევე კარგის ნიშანია დიდ შაბათს დაბადებაც. ითვლება, რომ ამ დღეს დაბადებულებს უბედურება გვერდს უვლის. მათ შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვთ, იღბლიანები არიან და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს.

    ცუდის ნიშანია დიდ შაბათს მხიარულება და სიცილი – შეიძლება შემდეგ მთელი წელი იტიროთ. ცუდია ასევე დიდ შაბათს რამის გაცემა სახლიდან, იმიტომ რომ შეიძლება მას კეთილდღეობა, იღბალი და ჯანმრთელობა მიჰყვეს.

  • “წარმოუდგენელი ამბავია” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?

    “წარმოუდგენელი ამბავია” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?

    სოციალურ ქსელში მოძრაობა ” ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გადაღებულ კადრებას, სადაც გაზის გაზის სისტემა წესების დარღვევით არის დამონტაჟებული.

    გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

    111111111-1771743493.jpg

    2222-1771743509.jpg

    3333333-1771743534.jpg

    44444-1771743558.jpg

  • ლოცვა, რომელიც დიდ შაბათს უნდა წაიკითხოთ

    ლოცვა, რომელიც დიდ შაბათს უნდა წაიკითხოთ

    უფალო იესო ქრისტე,ვშენ, რომელმაც ირჩიე ჯვარი ჩვენი ხსნისათვისვდა საფლავში გარდამოხვედი, დამდაბლებულად და მშვიდად მოგეგებები დღეს, დიდ შაბათს.

    გთხოვ, განმწმინდე მე ცოდვილის გული, შეიწყალე ჩემი სულიცა და ხორციცა, მიმანიჭე სიმშვიდე, დუმილი და რწმენა, რათა ღირსეულად შევხვდე შენს დიდ აღდგომას.

    უფალო, დაე შენი სიკვდილი იყოს ჩემთვის ცოდვებზე გამარჯვების დასაწყისი და საფლავში შენთან ყოფნა —
    სიცოცხლის სიხარულისკენ სავალი გზა.

    ამინ.

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

    როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

    საქართველოში 14 აპრილამდე იქნება შენარჩუნებული დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    „უარყოფითმა ტემპერატურამ, შესაძლებელია, ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • “ეს თეკლა ურთიერთობაში ყოფილა დაქალის საქმროსთან” – რას ჰყვება ტიკტოკერი გოგოს მიერ მოკლული ბიჭს დედა?

    “ეს თეკლა ურთიერთობაში ყოფილა დაქალის საქმროსთან” – რას ჰყვება ტიკტოკერი გოგოს მიერ მოკლული ბიჭს დედა?

    “ეს თეკლა ურთიერთობაში ყოფილა დაქალის საქმროსთან” – ტიკტოკერი გოგოს მიერ მოკლული ბიჭის დედა ” ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს” ანონსში გახმაურებული ამბის დეტალებზე საუბრობს.

     

    ცნობისთვის, თეკლა გერსამიამ მეუღლე თბილისში, 22 აგვისტოს ცივი იარაღით მოკლა,

  • ხანძარი: საწყობში აფეთქება მოხდა, დაშავდა 14 და დაიღუპა 1 ადამიანი

    ხანძარი: საწყობში აფეთქება მოხდა, დაშავდა 14 და დაიღუპა 1 ადამიანი

    ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ვლადიკავკაზში პიროტექნიკის საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

    აფეთქების შემდეგ საწყობში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.

    ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის, სერგეი მენაილოს განცხადებით, ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა ერთი ბავშვი.

    მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

  • ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის… – რა რისკზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

    ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის… – რა რისკზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

    იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც ორსულობისას თამბაქოს მოწევას შეიძლება მოჰყვეს. პედიატრის თქმით, ვერანაირი სტრესი, რომელზეც ხშირად ორსულები აპელირებენ, ვერ შეედრება იმ რისკებს, რაც თამბაქოს მოხმარებისგან შეიძლება ნაყოფს მიადგეს.

    „ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული – დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ. უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან, არანაირი სტრესი ამას არ შეედრება.

    დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა, არ არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

  • (ვიდეო) როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში

    (ვიდეო) როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში

    ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, გადაცემაში “იმედის დილა” მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ საუბრობს:

    – დღეს, დღის განმავლობაში, ქარი გაგრძელდება. ხვალ ჩადგება, შესუსტდება და აღარ იქნება. თუმცა, 8, 9 აპრილს ისევ ქარია მოსალოდნელი. 10-ში ცოტა შესუსტდება, 11-ში ისევ ქარი გვექნება. 12-ში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და აღარც ქარი იქნება.

    ძირითადად შიდა ქართლში, გორი-სურამის მონაკვეთზე, თბილისშიც, გარეუბნებში უფრო ძლიერი ქარი იქნება. 20-22 მეტრ წამამდე მიაღწევს ქარის სიჩქარე და მთიან-მაღალმთიან რაიონებშიც, დაახლოებით, 15-17 მეტრ წამამდე იქნება, ეს საკმაოდ ძლიერ კატეგორიაში გადის.

    აღმოსავლეთ საქართველოში დღეს უნალექო ამინდი იქნება. ხვალ ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მათ შორის, თბილისშიც ღრუბლიანი ამინდი და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 8-ში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და 9-დან 11-მდე დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი.

    მაღალ მთაში თოვლის სახით იქნება ნალექი. 12-ში გამოიდარებს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოში.

    12-შიც და 13-შიც (აღდგომასა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ქარიც არ გვექნება. ტემპერატურაც ცოტა მოიმატებს – დასავლეთ საქართველოში 23-24 გრადუსამდე, აღმოსავლეთში – 20-21 გრადუსამდე.

    11-ში წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც საღამომდე გაგრძელდება, თუმცა გვიან ღამით უკვე შეწყდება. ზოგან თუ დარჩება მცირე ნალექი, უფრო მეტად ჩრდილოეთ მთიან რაიონებში.

    დასავლეთ საქართველოში დღეს ზოგან მცირე წვიმა იქნება. ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. უმეტეს რაიონში მაინც 8-ში, 9-ში, 10-ში, 11-ში ხანმოკლე ხასიათის წვიმა იქნება. ამ დღეებში ტემპერატურა 15, 16, 17 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, დაახლოებით, ასეთი ტემპერატურა გვექნება. კვირას და ორშაბათს, 12-ში და 13-ში, უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს. ​

    ამ კვირაში თოვლი მაღალმთიან რეგიონებში: ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში, გოდერძიზე, აჭარის მაღალმთიან რაიონებში იქნება. რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ალბათ, უფრო ღამის საათებში თოვლჭყაპი თუ იქნება. ძირითადად ნალექი მაღალმთიან რეგიონებში იქნება.

     

  • “სამი დღეა ვცდილობ, არაფერი ვთქვა… ვიცი, როგორ ეფერებოდა თითოეულ სიტყვას ბატონი რობერტი და ცდილობდა ამ პოემის ღვთაებრიობა გადმოეცა სცენიდან” – ხურცია

    “სამი დღეა ვცდილობ, არაფერი ვთქვა… ვიცი, როგორ ეფერებოდა თითოეულ სიტყვას ბატონი რობერტი და ცდილობდა ამ პოემის ღვთაებრიობა გადმოეცა სცენიდან” – ხურცია

    ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა გან­ხილ­ვის სა­გა­ნია, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გა­მარ­თუ­ლი პრე­მი­ე­რა. რო­ბერტ სტუ­რუ­ამ მა­ყუ­რე­ბელს შოთა რუს­თა­ვე­ლის გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის სა­კუ­თა­რი ხედ­ვა – “ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი” წა­რუდ­გი­ნა. სპექ­ტაკლს სკან­და­ლუ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში თი­ნა­თი­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ქეთი სვა­ნი­ძე მო­ექ­ცა. უამ­რა­ვი კო­ლე­გა ავ­რცე­ლებს მის მხარ­დამ­ჭერ პოსტს. მათ შო­რის ლე­ვან ხურ­ცია, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე მისი მე­წყვი­ლე იყო და სპექ­ტაკლში ავ­თან­დი­ლის როლს ას­რუ­ლებ­და.

    “სამი დღეა ვცდი­ლობ, არა­ფე­რი ვთქვა რად­გან ვმო­ნა­წი­ლე­ობ ამ სპექ­ტაკლში. აბ­სო­ლუ­ტუ­რი უფ­ლე­ბა აქვს ყვე­ლას, მო­ე­წო­ნოს, არ მო­ე­წო­ნოს, მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს, პო­ე­მის გა­ნად­გუ­რე­ბად ჩათ­ვა­ლოს და ა.შ. ამა­ზე არც ვამ­ბობ არა­ფერს, მაგ­რამ ამ გო­გოს (თი­ნა­თი­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ მსა­ხი­ობს ვგუ­ლის­ხმობ )ფო­ტო­ე­ბის ფრი­ა­ლი ასე უსირ­ცხვი­ლოდ, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი რა­კურ­სით, თქვენ არ გიქ­მნით უხერ­ხუ­ლო­ბას მა­ინც… მსა­ხი­ო­ბის , რო­მე­ლიც წლე­ბია რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია და თა­ვის პრო­ფე­სი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა სცე­ნა­ზე. მე­უღ­ლეა, დე­დაა და ბოლო ბოლო ადა­მი­ა­ნია.

    კი­დევ ბევ­რია სათ­ქმე­ლი მაგ­რამ შეგ­ნე­ბუ­ლად არა­ფერს ვი­ტყვი! და თუნ­დაც ერთი მა­ყუ­რე­ბე­ლი მო­ვი­დეს თე­ატ­რში ვი­საც უყ­ვარს მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სუ­რა და კულ­ტუ­რა მის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად ვი­თა­მა­შებთ ამ სპექ­ტაკლს. რად­გან ვიცი რო­გორ ეფე­რე­ბო­და თი­თო­ე­ულ სი­ტყვას და ბგე­რას ბნ. რო­ბერ­ტი რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე, და რო­გორ ცდი­ლობ­და ამ გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის ღვთა­ებ­რი­ო­ბა, ადა­მი­ა­ნის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი გად­მო­ე­ცა სცე­ნი­დან. კარგ მთქმელს კარ­გი გამ­გო­ნე უნდა… თუ გინ­დათ გა­გა­ხა­რებთ ამა­საც გე­ტყვით ოღონდ მხო­ლოდ ჩემ­ზე!! ჩა­მით­ვა­ლეთ და­მარ­ცხე­ბად, ამა­ყი ვარ რად­გან უდი­დეს რუს­თა­ველ­თან დავ­მარ­ცხდი!!! ” – წერს ხურ­ცია.

  • ცნობილი ქართველი მომღერალი გარდაიცვალა

    ცნობილი ქართველი მომღერალი გარდაიცვალა

    77 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ესტრადის ცნობილი მომღერალი გოჩა ლორია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის წევრი ავრცელებს.

    გოჩა ლორიას კარიერა 1965 წელს მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ ანსამბლ „რეროში“ დაიწყო. შემდეგ იყო რობერტ ბარძიმაშვილის მიერ დაარსებულ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „75“-ის სოლისტი. ანსამბლში მან არაერთი სიმღერა შეასრულა, რომელიც დღემდე პოპულარულია („ჩურჩულები“, „დრო სათაყვანო“ და სხვ.).

    80-იან წლებში გოჩა ლორია ანსამბლ „ივერიაში“ მიიწვია კომპოზიტორმა, ალექსანდრე ბასილაიამ და მიუზიკლ „ჩხიკვთ ქორწილში“ ერთ-ერთი მთავარი, ყვავის როლი შესთავაზა. მიუზიკლი გოჩა ლორიამ სამი წლის განმავლობაში 1 500-ჯერ შეასრულა.

    გოჩა ლორიას 14 აპრილს დაკრძალავენ. გამოსვენება წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრიდან (აგრარულ უნივერსიტეტთან).

    გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია