Category: Uncategorized

  • “ბოლომდე უყურეთ, გავგიჟდი” – ქორწილიდან შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება

    “ბოლომდე უყურეთ, გავგიჟდი” – ქორწილიდან შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება

    “ბოლომდე უყურეთ, გავგიჟდი” – ქორწილიდან შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება.

    “თან ტაშს რო უკრავენ. ღმერთოო. საცოდავი ეს გოგო მომავალში”

    “ვფიქრობ, ტრადიციაა, თორემ აბა ტაშს დაუკრავდნენ? და მაინც არ აქვს მნიშვნელობა, რა არის, ეს ძალადობაა ჩვეულებრივი! შემეცოდა.”

    რატო ლეწა კლავზე, ვერ გავიგე. რო ბრუნდებოდეს უკან, პატარძალი ჯობია.” – წერენ კომენტარებში

  • ვაიმე, რა ტრაგედიაა… 😭😭 ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ქართველი ექიმი გარდაიცვალა

    ვაიმე, რა ტრაგედიაა… 😭😭 ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ქართველი ექიმი გარდაიცვალა

    ცნობილი ქუთაისელი  ექიმი – ნევროლოგი გოგა დევდარიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ ავრცელებს.

    ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს, კოლეგებს და საზოგადოებას.

    „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ექიმ – ნევროლოგის, გოგა დევდარიანის გარდაცვალების გამო.

    ბატონი გოგა ჩვენი კლინიკის ყოფილი თანამშრომელი იყო, პროფესიონალი ექიმი, ღირსეული კოლეგა და კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და ადამიანური დამოკიდებულებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც კოლეგების, ისე პაციენტების გულებში.მისი პროფესიული საქმიანობა და ადამიანური ღირსებები ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

    თანაგრძნობას გამოვთქვამთ და ვიზიარებთ ამ დიდ ტკივილს მისი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და ნათესავებს. გოგა დევდარიანის ნათელი ხსოვნა მარადიულად დარჩება ჩვენს გულებში“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

    About the Author

  • “სუპერ“ ელ-ნინიო მოდის: მეცნიერები კატასტროფული სიცხისა და შტორმების შესახებ გვაფრთხილებენ – რას უნდა ველოდოთ?

    “სუპერ“ ელ-ნინიო მოდის: მეცნიერები კატასტროფული სიცხისა და შტორმების შესახებ გვაფრთხილებენ – რას უნდა ველოდოთ?

    წყნარ ოკე­ა­ნე­ში სა­ში­ში მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა და­ი­წყო, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ წელს შე­საძ­ლოა ე.წ. “სუ­პერ“ ელ-ნი­ნი­ოს მომსწრე­ნი გავ­ხდეთ, რაც რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლის ამინდს მთელ პლა­ნე­ტა­ზე.

    • რა არის ელ-ნი­ნიო და რა­ტომ არის ის სა­ში­ში?

    ელ-ნი­ნიო ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, რო­მე­ლიც წყნა­რი ოკე­ა­ნის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბით (ნორ­მა­ზე მი­ნი­მუმ 0.5 გრა­დუ­სით მეტი) ხა­სი­ათ­დე­ბა და ჩვე­უ­ლებ­რივ 2-დან 7 წე­ლი­წად­ში ერთხელ მე­ორ­დე­ბა. მეც­ნი­ერ­თა პროგ­ნო­ზით, არ­სე­ბობს 63%-იანი შან­სი, რომ წელს ტემ­პე­რა­ტუ­რამ ნორ­მას 2 გრა­დუ­სით გა­და­ა­ჭარ­ბოს, რაც მას “სუ­პერ“ ელ-ნი­ნი­ოს სტა­ტუსს მი­ა­ნი­ჭებს.

    ბოლო ასე­თი მას­შტა­ბუ­რი მოვ­ლე­ნა 2015-2016 წლებ­ში და­ფიქ­სირ­და, რა­მაც გლო­ბა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­კორ­დუ­ლი მა­ტე­ბა და კა­რი­ბის ზღვის აუზ­ში ბოლო 500 წლის მან­ძილ­ზე უძ­ლი­ე­რე­სი გვალ­ვა გა­მო­იწ­ვია.

    ელ-ნი­ნიო ამინდს გლო­ბა­ლუ­რად თავ­და­ყი­რა აყე­ნებს. ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში ქა­რიშ­ხლე­ბის სე­ზო­ნი შე­საძ­ლოა უფრო მშვი­დი იყოს, რად­გან ქა­რე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა ხელს უშ­ლის შტორ­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. თუმ­ცა, წყნარ ოკე­ა­ნე­ში, პი­რი­ქით, ქა­რიშ­ხლე­ბის აქ­ტი­ვო­ბის ზრდას ელი­ან, რაც საფრ­თხეს უქ­მნის მექ­სი­კა­სა და ჰა­ვა­ის.

    ამე­რი­კის სამ­ხრეთ შტა­ტებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია უხვნა­ლე­ქი­ა­ნი შე­მოდ­გო­მა და ზამ­თა­რი. მეც­ნი­ე­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ “ატ­მოს­ფე­რულ მდი­ნა­რე­ებ­ზე“ – ცაში არ­სე­ბულ უხი­ლავ წყლის ორ­თქლის გი­გან­ტურ ზო­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ხმე­ლეთ­ზე მოხ­ვედ­რი­სას ძლი­ერ წვი­მებ­სა და წყალ­დი­დო­ბებს იწ­ვევს.

    გვალ­ვა, ტყის ხან­ძრე­ბი და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი სა­ნამ სამ­ხრე­თი იტ­ბო­რე­ბა, ჩრდი­ლო­ეთ შტა­ტებ­სა და კა­ნა­და­ში რე­კორ­დულ სი­ცხე­სა და გვალ­ვას ელი­ან. თოვ­ლის ად­რე­უ­ლი დნო­ბა და მშრა­ლი ნი­ა­და­გი მო­მა­ვალ ზა­ფხულს ტყის მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრე­ბის რისკს ზრდის.

    გარ­და ამინ­დი­სა, ელ-ნი­ნიო ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც სა­ში­შია. ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა და სი­ცხის მა­ტე­ბა ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს ქმნის კო­ღო­ე­ბი­სა და სხვა მავ­ნებ­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბის­თვის. 2015-2016 წლე­ბის “სუ­პერ“ ელ-ნი­ნი­ოს დროს მკვეთ­რად იმა­ტა და­სავ­ლეთ ნი­ლო­სის ვირუ­სი­სა და ჰან­ტა­ვირუ­სის აფეთ­ქე­ბებ­მა.

    • ეკო­ნო­მი­კუ­რი დარ­ტყმა და სურ­სა­თის ფა­სე­ბი

    მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია გვაფრ­თხი­ლებს, რომ წლე­ვან­დე­ლი ელ-ნი­ნიო “ცე­ცხლზე ნავთს და­ას­ხამს“ გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის პრო­ცესს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში:

    1. გვალ­ვა შუ­ა­და­სავ­ლე­თის შტა­ტებ­ში საფრ­თხეს უქ­მნის მო­სა­ვალს.
    2. წყალ­დი­დო­ბებ­მა შე­საძ­ლოა და­ა­ზი­ა­ნოს ბამ­ბი­სა და ხორ­ბლის პლან­ტა­ცი­ე­ბი.
    3. მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვე­ბის დარ­ღვე­ვა კი პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა სურ­სა­თის ფა­სებ­ზე.

    ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ეს ელ-ნი­ნიო შე­საძ­ლოა ბოლო სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდეს, რაც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას.

    წყა­რო

  • 19 წლის სტუდენტი გოგონა საკუთარ სახლში აფეთქდა.

    19 წლის სტუდენტი გოგონა საკუთარ სახლში აფეთქდა.

    სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ იორ­მუ­ღან­ლოს მკვიდ­რი, 19 წლის ლა­მია ალახ­ვერ­დი­ე­ვა სა­კუ­თარ სახ­ლში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. 24News.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ზის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი აფეთ­ქე­ბის დროს მოხ­და.

    აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა გო­გომ მძი­მე დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ის 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლა­მია ალახ­ვერ­დი­ე­ვა თბი­ლი­სის ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტის „ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მის“ სტუ­დენ­ტი იყო.

    “ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტის „ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მის“ სტუ­დენ­ტის, ლა­მია ალახ­ვერ­დი­ე­ვის ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვის გამო.

    ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ლექ­ტო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი თა­ნა­ვუგ­რძნობთ ლა­მი­ას ოჯახს, ახ­ლობ­ლებს, მე­გობ­რებ­სა და კურ­სე­ლებს” – ნათ­ქვა­მია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

  • 🔻 ვისზე საუბრობს ირაკლი კობახიძე? – ვიდეო იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 ვისზე საუბრობს ირაკლი კობახიძე? – ვიდეო იხილეთ კომენტარებში ⤵️

    თქვენ იცით, რომ საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა საკუთარი თანამდებობიდან. ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ტელეკომპანიებთან რამდენიმე ბიზნესის თანამშრომლობის შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

    როგორც კობახიძემ განაცხადა, ის პირობას დებს, რომ არც ტელეკომპანია „იმედსა“ და არც ტელეკომპანია „პოსტივის“ არავითარი შეფერხება არ ექნება ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

  • ⭕️ ლისის ტბასთან ახლოს ბაიკერი დაიღუპა

    ⭕️ ლისის ტბასთან ახლოს ბაიკერი დაიღუპა

    ლისის ტბის მიდამოებში, სოფელ წოდორეთთან ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლეტი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • 8 წლის ინგუში ბიჭის პოვნის შემდეგ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა.

    8 წლის ინგუში ბიჭის პოვნის შემდეგ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა.

    🔻 მდინარეში დაღუპული 8 წლის ინგუში ბავშვის ცხედრის პოვნის შემდეგ, 19 წლის მოხალისეს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა | ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 19 წლის მოხალისე დაღესტნიდან იყო. 🔴 8 წლის ხიზირ დერბიჩევს 20 000-ზე მეტი ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. მიმდინარე წლის 15 ივნისს ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში 8 წლის ბიჭი ორ მეგობართან ერთად მდინარის პირას იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი დინებამ წაიღო. ხიზირ დერბიჩევი კი მდინარეში გადახტა და მეგობარი გადაარჩინა, თუმცა ის თავად ძლიერმა დინებამ გაიტაცა.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.

    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამბროლაურის დასავლეთით შვიდ კილომეტრში, სოფელ ხონჭიორში იყო.

    ბიძგები თბილისის დროით 08:07 საათზე დაფიქსირდა.

  • ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა

    ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა

    ცნობილი ქუთაისელი  ექიმი – ნევროლოგი გოგა დევდარიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ ავრცელებს.

     

    ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს, კოლეგებს და საზოგადოებას.

     

    „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ექიმ – ნევროლოგის, გოგა დევდარიანის გარდაცვალების გამო.

     

    ბატონი გოგა ჩვენი კლინიკის ყოფილი თანამშრომელი იყო, პროფესიონალი ექიმი, ღირსეული კოლეგა და კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და ადამიანური დამოკიდებულებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც კოლეგების, ისე პაციენტების გულებში.მისი პროფესიული საქმიანობა და ადამიანური ღირსებები ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

     

    თანაგრძნობას გამოვთქვამთ და ვიზიარებთ ამ დიდ ტკივილს მისი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და ნათესავებს. გოგა დევდარიანის ნათელი ხსოვნა მარადიულად დარჩება ჩვენს გულებში“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

  • 23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    წარსულ წარუმატებლობაზე დარდი და ეჭვებში ჩაძირვა ნამდვილად არ ღირს, მით უმეტეს, რომ წინ დიდი სიყვარული გელოდებათ. გვერდს ნუ აუვლით ადამიანებისგან წამოსულ სითბოს და ყოველთვის სიყვარულით უპასუხეთ. შესანიშნავი დროა გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რაც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ამ ნაბიჯით პროფესიულ მწვერვალებსაც დაიპყრობთ და შემოსავალსაც საგრძნობლად გაზრდით. სულ მალე თავს ისეთი ნივთების ყიდვის უფლებასაც მისცემთ, რაზეც აქამდე არ გიოცნებიათ, მანამდე კი ჯობია ფული გონივრულად ხარჯოთ და ვალებს მოერიდოთ. შესაძლოა, საღამოს სხეულმა დასვენება გთხოვოთ. აუცილებლად გამონახეთ დრო სუფთა ჰაერზე სასეირნოდ — ეს ენერგიითა და ახალი განწყობით აგავსებთ.

    კურო

    ამ დღეებში საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბება. მოსალოდნელია კამათი და უთანხმოება, თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება და წყენის პატიება გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თვალი დახუჭოთ უმნიშვნელო შეცდომებზე, რომლებსაც თქვენი რჩეული ხანდახან უშვებს. გახსოვდეთ, რომ უნაკლო არც თავად ხართ. მზად იყავი ახალი შესაძლებლობებისთვის, თუმცა ნუ იჩქარებთ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ფინანსურ ოპერაციებში განსაკუთრებით გაუმართლებს! იდეალური დროა შემოქმედებისა და თვითგამოხატვისთვის — ხატეთ, წერეთ ან უბრალოდ ის აკეთეთ, რაც გახარებთ. ეს შთაგონება თქვენს შინაგან ენერგიაზეც ძალიან კარგად აისახება.

    ტყუპები

    დღეს თქვენში ნამდვილი დიპლომატიური ნიჭი გაიღვიძებს. შეეცადეთ, ეს შანსი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დასალაგებლად გამოიყენოთ. დღეს კომერციულ და ფინანსურ საქმეებში წარმატებას მიაღწევთ. ბევრი ისეთი საქმე გამოჩნდება, რომელსაც თქვენ გარდა თავს ვერავინ გაართმევს. თქვენს ენერგიასა და მოხერხებულობას უფროსიც შეამჩნევს და კოლეგებიც. სტაბილური შემოსავლის მიუხედავად, ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენს ემოციებსა და შინაგან მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. დღის მეორე ნახევარში კარგი იქნება, თუ ცოტას იაქტიურებთ ან სპორტით დაკავდებით, საღამო კი საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ იქ, სადაც სიმყუდროვე, სითბო და მხიარულებაა.

    კირჩხიბი

    ახლახან დაწყებული ნაცნობობა შეიძლება მალე დიდ სიყვარულში გადაიზარდოს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს კავშირი დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა ეს ხელს არ შეგიშლით, რომ საინტერესო ადამიანის გვერდით დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ფინანსურ საკითხებზე უთანხმოებამ შეიძლება ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს. სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და ყველა მსხვილი შენაძენი წინასწარ შეათანხმოთ. შესანიშნავი დღეა სწავლისა და ახალი ცოდნის მისაღებად. გირჩევთ, საინტერესო სემინარს დაესწროთ ან სასარგებლო წიგნი წაიკითხოთ. უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი შეიკავეთ, რადგან მალე ფული უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ. ეცადეთ, საღამოს ზედმეტი საკვები არ მიიღოთ და ახალი, უცნობი კერძები არ დააგემოვნოთ.

    ლომი

    ეცადეთ, გარშემო მყოფებთან თბილი, ჰარმონიული ურთიერთობები დაამყაროთ. იყავით რბილი და დამთმობი, პატივი ეცით სხვის აზრს, მაგრამ ნურც საკუთარ ინტერესებს დაივიწყებთ. ეცადეთ, დაგროვილ საქმეებს დროულად გაუმკლავდეთ, სანამ თქვენი ცხოვრება ქაოსად უქცევიათ. თუ საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას დაეყრდნობით ახალ საქმეში წინსვლის შანსი აუცილებლად მოგეცემათ. სამუშაო პროცესები და ანაზღაურების მიღება შეიძლება შეფერხდეს, მაგრამ კრიზისი დიდხანს არ გაგრძელდება. მედიტაცია და განტვირთვა დამშვიდებაში დაგეხმარებათ. მშვენიერი დროა იმისთვის, რომ ყოველდღიურ ორომტრიალს მოსწყდეთ და ცხოვრებით დატკბეთ.

    ქალწული

    თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობაში ძველი ვნება და ნაპერწკალი გაქრა, ნუ ეცდებით, სასურველს ძალით მიაღწიოთ. უკეთესი იქნება, თუ საკუთარ ჩვევებს გადახედავთ და ოჯახის ბედნიერებისთვის რაღაცას შეცვლით. სავარაუდოდ, ეს დროებითი დაბრკოლებები საბოლოოდ მაინც სარგებელს მოგიტანთ. ახლა მთელი ყურადღება კარიერული წინსვლისკენ გაქვთ გადატანილი, თუმცა სასურველი მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება. ბიუჯეტის გადახალისების დროა, ამიტომ ეცადეთ, ფინანსური დანახარჯები წინასწარ გათვალოთ. რთული საქმეები და ვარჯიში სხვა დღისთვის გადადეთ — დღეს მთავარია, საკუთარ სხეულს მოუსმინოთ და კარგად დაისვენოთ.

    სასწორი

    რისთვის ხარ მზად სიყვარულის გამო? ეცადეთ, ამ კითხვას გულწრფელად უპასუხოთ და მაშინვე მიხვდებით, როგორ იმოქმედოთ. ახლა ძველი ოცნების ასასრულებლად ყველა შანსი უნდა გამოიყენო. როგორც ჩანს, ვარსკვლავებმა თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილის ასრულება გადაწყვიტეს! საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებები იმედის მომცემი შედეგით დასრულდება, რაც მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. ახალი პროექტის მიმდინარეობისას შეიძლება სერიოზული დაბრკოლებები შეგხვდეთ, წარმატებას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ პროფესიულ დონეს აიმაღლებთ. საღამოს ეცადეთ, მხიარული და სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ, თორემ მსუბუქი სევდა შეიძლება, ხანგრძლივ მელანქოლიაში გადაიზარდოს.

    მორიელი

    შესაძლოა რომელიმე ნაცნობში მიმზიდველი თვისებები აღმოაჩინოთ, თუმცა მოვლენების განვითარება მის პასუხზეა დამოკიდებული. დაოჯახებულმა მორიელმა საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის ყიდვაზე უნდა იზრუნოს — ვარსკვლავებს მიაჩნიათ, რომ დიდი ხანია მის მიმართ ყურადღება არ გამოგიჩენიათ. ამ დღეს გექნებათ შანსი, რომ სამუშაო გეგმები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ — ეს მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის. პლანეტების არახელსაყრელი განლაგება ფინანსურ სირთულეებს ან მოულოდნელ ხარჯებს მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიურად იმოქმედოთ და ახალი პროექტების დაწყებაზე დათანხმდეთ, თუნდაც თავიდან უიმედოდ მოგეჩვენოთ.

    მშვილდოსანი

    გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების ნამდვილი ფასი გაიგოთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობების გულწრფელობა გამოცადოთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, რომ ცხოვრებაში სწორი გზა აირჩიეთ. უთანხმოების მიზეზი შეიძლება ფულის ხარჯვასა და შვილების აღზრდასთან დაკავშირებული კამათი გახდეს. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო უამრავი თემა დაგიგროვდათ, რომელიც განხილვას მოითხოვს. თუ გონივრულად იმოქმედებთ, დღეს თქვენთვის ხელსაყრელი პირობით მომგებიანი ხელშეკრულებების გაფორმებას შეძლებთ. მთვარის გავლენამ შეიძლება უმიზეზო ჩხუბი და გაღიზიანება გამოიწვიოს. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რომ სკანდალი თავიდან აიცილოთ.

    თხის რქა

    თუ ახლახან საყვარელ ადამიანს დაშორდით სამუშაოს შემდეგ მაღაზიებში გასეირნება და შოპინგი გულის იარების საუკეთესო წამალი გახდება. დაოჯახებულ თხის რქებს მეორე ნახევართან ურთიერთობა მოულოდნელად დაეძაბებათ. სავარაუდოდ, უთანხმოების მიზეზი თქვენი დატვირთული სამუშაო გრაფიკია. დღეს მოგიწევთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც წარუმატებლობას იზიდავენ, თუმცა ახალი საქმიანი ნაცნობობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდება და მიმდინარე პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ, თორემ მარტო დარჩებით! მოიშორეთ ცუდი ფიქრები და იფიქრეთ იმ კარგ მოვლენებზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

    მერწყული

    თუ გსურთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მდიდარი და მრავალფეროვანი გახადოთ, ყველაფერი გამოიყენეთ, რაც შეგიძლიათ: რომანტიკული ვახშამი, სასიამოვნო სიურპრიზები და ამაღელვებელი შეტყობინებები. თუ მოქნილობის გამოჩენას, სხვისი აზრის მოსმენას და გონივრული კომპრომისების პოვნას შეძლებთ, ურთიერთობაში პრობლემა არ შეგექმნებათ, თუმცა, შორეულმა ნათესავებმა შესაძლოა გული გატკინონ. მხოლოდ იღბლის იმედად ნუ დარჩებით. თუ მართლაც რაიმეს მიღწევა გსურთ, დროა ოცნებებიდან აქტიურ მოქმედებაზე გადახვიდეთ. შეუძლებელია მუდამ ხელსაყრელ მომენტს ელოდოთ, ეს მომენტი თავად უნდა შექმნათ. უარს ნუ ეტყვით საკუთარ თავს ლამაზი ნივთის ყიდვაზე, რომელიც თქვენს დახვეწილ გემოვნებას შეესაბამება. ფსიქოლოგიურ წონასწორობას ყოველდღიურ ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა და გრძნობების გამოხატვა სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

    თევზები

    მიმდინარე მოვლენების გავლენით, შესაძლოა, წამიერი იმედგაცრუება იგრძნოთ. საბედნიეროდ, ეს გრძნობა დიდხანს არ გასტანს. ვარსკვლავები გირჩევენ, წვრილმანებზე ნერვიულობა შეწყვიტოთ — ზოგჯერ მცირე პრობლემები ცხოვრებას ბევრად უფრო საინტერესოს ხდიან. სამსახურში კოლეგებთან ერთად უჩვეულო და საინტერესო ამოცანების შესრულება მოგიწევთ. წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია პრემია ან ბონუსიც მიიღოთ. შესაძლოა, სახლში საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება ან სანტექნიკური პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. საზოგადოებრივ შეკრებებზე წასვლისგან თავი შეიკავეთ — ამჟამად თქვენი ენერგია შემცირებულია და სწრაფად დაიღლებით.