გარემოს ეროვნული სააგენტო:
26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
Category: Uncategorized
-

სეტყვა და შტორმია მოსალოდნელი
-

“ძალიან მძიმედ არის ეს ბავშვი, კომაშიაო” – ადგილობრივი მოზარდზე, რომელსაც სკვერში კონსტრუქცია დაეცა
“მაღაზიიდან გამოვედი და იმ დროს გადაბრუნდა ეს საქანელა. აქ იყო ჩვეულებრივი სარწეველა, წინ იყო სკამი. ზედა მხარე მოხვდა, ზედ თმებიც კი ეკიდა. ძალიან მძიმედ არის ეს ბავშვი, კომაშიაო. ნაძალადევიდან, ქვემოდან იყო ამოსული… უბედურება მოხდა” | ამბობს TV პირველთან ადგილობრივი მოზარდზე, რომელსაც სკვერში კონსტრუქცია დაეცა.
დღეს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 ივნისს ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოზარდებმა კონსტრუქცია დააზიანეს, ატრაქციონი ბავშვს დაეცა და მძიმე დაზიანება მიიღო.
“მყარი კონსტრუქცია სკვერში განთავსებული იყო ყველა სტანდარტის დაცვით, რაც გულისხმობს ე.წ. დაანკერებას და იგი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს იქ მყოფთათვის…” | აღნიშნულია განცხადებაში. -

ნუცუბიძის ქუჩაზე, მამაკაცი ქუჩაში მოულოდნელად გარდაიცვალა
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, შუა ხნის მამაკაცი ქუჩაში მოულოდნელად წაიქცა და გარდაიცვალა.
შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შესაბამისი ჯგუფი.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
-

სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება
ზაფხულის სეზონთან ერთად კვებითი ინტოქსიკაციებისა და ნაწლავური ინფექციების შემთხვევები მატულობს. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა „დღის პოსტში“ ისაუბრა.
მისი განმარტებით, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს, რაც საკვებით მოწამვლის რისკს ზრდის. რისკის მატებას ხელს უწყობს ზაფხულში პიკნიკებისა და ექსკურსიების სეზონიც.
ირაკლი არაბულის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის შემცველი პროდუქტი სალათის ფოთოლია.
„სალათის ფოთოლი ხშირად დაბინძურებულია როგორც ბაქტერიებით, ისე სხვადასხვა მწერის კვერცხებით. ამიტომ აუცილებელია მისი სათანადოდ გარეცხვა და დამუშავება. კვებითი ინტოქსიკაციის არაერთი შემთხვევა სწორედ არასათანადოდ დამუშავებულ სალათის ფოთოლს უკავშირდება,“ – აღნიშნავს სპეციალისტი.
მისივე თქმით, რძის პროდუქტებს შორის ყველაზე მგრძნობიარე რძეა, შემდეგ მოდის ხაჭო და მაწონი, ხოლო ყველი შედარებით უკეთ ინარჩუნებს თვისებებს, რადგან მასში არსებული მარილი გარკვეული ტიპის ბაქტერიების გამრავლებას აფერხებს.
სპეციალისტმა ასევე განმარტა, რომ ულტრაპასტერიზებული, მუყაოს შეფუთვაში მოთავსებული რძე დამატებით ადუღებას არ საჭიროებს, რადგან დამუშავების პროცესში მავნე ბაქტერიები უკვე განადგურებულია.
-

ტრაგედია დატრიალდა ლევან რატიანის კლინიკაში ,რომელმაც მთელი საქართველო დაამწუხრა.
თბილისში, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შენობიდან ქალი გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.
-

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – ენერგიით სავსე დღე გელით. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად და სამომავლო გეგმების დასახვისთვის. პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.
კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს. საღამო სასიამოვნო შეხვედრებსა და ოჯახურ სიმყუდროვეს მოიტანს.
ტყუპები – კომუნიკაციის უნარი დღეს განსაკუთრებით დაგეხმარებათ. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება ან საინტერესო შეთავაზება.
კირჩხიბი – საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. კარგი დღეა დასვენებისა და შინაგანი ძალების აღსადგენად.
ლომი – შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. გამოიყენეთ ეს შანსი საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, თუმცა ზედმეტ თავდაჯერებას ერიდეთ.
ქალწული – ყოველდღიური საქმეების მოწესრიგება წარმატებით გამოგივათ. ჯანმრთელობასა და დასვენებასაც დრო დაუთმეთ.
სასწორი – ურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნება დღეს მთავარი ამოცანაა. გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას გააქრობს.
მორიელი – ინტუიცია სწორ მიმართულებას გაჩვენებთ. ენდეთ საკუთარ შეგრძნებებს, განსაკუთრებით ფინანსურ და საქმიან საკითხებში.
მშვილდოსანი – ახალი იდეები და შთაგონება არ დაგაკლდებათ. კარგი დროა სამომავლო პროექტებზე ფიქრისთვის.
თხის რქა – მოთმინება და თანმიმდევრულობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ნუ აჩქარდებით, ყველაფერი თავის დროზე დალაგდება.
მერწყული – მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. შესაძლოა, საინტერესო წინადადებაც მიიღოთ.
თევზები – ემოციური დღეა. ეცადეთ, წარსულზე ფიქრს არ აჰყვეთ და ყურადღება იმ ადამიანებს დაუთმოთ, ვინც ნამდვილად გაფასებთ.
-

მსოფლიოს 6 ყველაზე გარყვნილი საქორწინო ტრადიცია – ეს შოკში ჩაგაგდებთ !
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 6ყველაზე გარყვნილ საქორწილო ტრადიციას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდა.
1. აშშ – ახალდაქორწინებულების ტრადიცია(newlyweds)

ტრადიციის თანახმად, ახალდაქორწინებულები, საქორწინო ცერემონიის მსვლელობისას, სტუმრების თანდასწრებით, შედიან პირველი ღამის ინტიმურ კავშირში. ეს ტრადიცია, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გარყვნილ საქორწინო ტრადიციად ითვლება!
2. ტასმანია

ტასმანიაში, ქორწინებიდან რამოდენიმე თვეში თუ მამაკაცი დაიღუპება, ქალივალდებულია, რომ მას სასქესო ორგანო მოკვეთოს, გაახმოს და შემდეგყელსაბამზე დაიმაგროს. ეს ტრადიცია მეუღლისადმი სიყვარულის გამოხატვას ნიშნავს!
3. გუანა

გუანაში, თუ წყვილი დაკავდება აბაზანაში სექსით, მაგ შემთხვევაში მათ საღებავს უსმევენ მთელს სხეულზე და სახედარზე მიბმული ატარებენ მთელს ქალაქში.
4. გუამი

გუამაში ქალიშვილი გოგონების გათხოვება აკრძალულია. ეს ძალიან დიდ სირცხვილს ნიშნავს. აქედან გამომდინარე თუ გოგონას გათხოვების სურვილი უჩნდება, მან უნდა დაიქირავოს მამაკაცი. გუამაში ქალიშვილობის დაკარგვისთვის გოგონები ფულს იხდიან!
5. კოლუმბია

კოლუმბიის ქალაქ კალისა და გარშემო მდებარე რეგიონებში, პირველ ღამეს ყოველთვის ესწრება პატარძლის დედა. ის თვალყურს ადევნებს მათ ინტიმურ კავშირს და წყვილს სასარგებლო რჩევებს აძლევს. ნამდვილად ძალიან კომპლექსური ტრადიციაა…
6. ტაივანი

კიდევ ერთი ყველაზე სასირცხვილო, შოკისმომგვრელი და გარყვნილი ტრადიცია ამჯერად ტაივანიდან. თუ პატარძალი იქნება ქალიშვილი, ამ შემთხვევაში ნეფის რომელიღაც ნათესავმა, პირველ ღამემდე გოგონა ქალად უნდა აქციოს.
-

ძალიან მძიმედაა…მოწყდა კონსტრუქცია და თავში დაეცა.
“მოწყდა კონსტრუქცია და თავში დაეცა … ძალიან მძიმედაა …” – ამის შესახებ ადგილობრივებმა “Tv პირველთნ” 14 წლის მოზარდის შესახებ ჰანაცხადეს, რომელსაც
სკვერში საქანელას რკინის კონსტრუქციები დაეცა მოიყოლა.
მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაცია დღეს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ავრცელა.
“გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს, ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტს, რის
გამოც სხეულის დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა მოზარდმა. მყარი კონსტრუქცია სკვერში განთავსებული იყო ყველა სტანდარტის დაცვით, რაც გულისხმობს ე.წ. დაანკერებას და იგი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს იქ მყოფთათვის. თვითმხილველთა თქმით, ატრაქციონით
სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მიიღო მძიმე დაზიანებები. ნაძალადევის რაიონის გამგეობა მუდმივ
კომუნიკაციაშია ოჯახთან და მათ გაეწიათ შესაბამისი დახმარება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ყველა სავარაუდო კითხვას. მოვუწოდებთ ყველას, გაუფრთხილდნენ, როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას, ნუ დააზიანებენ სკვერებსა და
ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურას, ნუ შეუქმნიან საფრთხეს გარშემომყოფებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

