Category: Uncategorized

  • “ყურადღებით იყავით… ეს იქნება დამანგრეველი”- გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

    “ყურადღებით იყავით… ეს იქნება დამანგრეველი”- გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

    ეზოთერიკოსი, გოგა მანია „პრაიმტაიმს“ ხშირად აძლევს ინტერვიუს და ახლა, ის ახალ წინასწარმეტყველებაზე გვესაუბრება. მას მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ენერგეტიკულად დაზიანებულები არიან და გათავისუფლება სურთ.

    ასევე, გოგა ხშირად აფრთხილებს მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამბობს, რომ ეს ბუნებრივი ძალა ბავშვობიდან აქვს და განსაკუთრებით, დედის გარდაცვალების შემდეგ მოხდა მის ცხოვრებაში გარდატეხა.

    გოგა თავის ახალ წინასწარმეტყველებაში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ის საქართველოზე საუბრობს. 

    „ნუ შეგეშინდებათ მიწისძვრის, იქნება შესამჩნევად, თუმცა არადამანგრეველი. ყურადღებით იყავით მცოცავ მიწასთან, ეს იქნება დამანგრეველი.

    ფიგურა, რომელიც სპორტსმენია, მას უდგინდება დაავადება, უკურნებელი სენი.

    ყოფილი პოლიტიკოსი გარდაიცვლება, ამას 100 პროცენტით ვამბობ, ეს გარდაუვალია.

    მამაოს, რომელსაც მრევლი ჰყავს ძალიან ბევრი, გარდაიცვლება, მის მრევლს დიდი ტკივილი ექნება. ძალიან ყურადღებით იყავით, ივლისი, აგვისტო, რადგან ავტოავარიები მოიმატებს.

    მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ბავშვები წინ არ დაისვათ… კახეთზე მაქვს ძალიან დიდი განცდები, რადგან აქ სეტყვა ქვასავით იქნება“,- ამბობს გოგა მანია „პრაიმტაიმთან“. 

    ასევე მან საკუთარ თავზეც ისაუბრა და თქვა, რომ მასაც ელის განსაცდელი. 

    „მინდა ვთქვა, რომ მეც მელოდება პატარა განსაცდელი უახლოეს მომავალში, რომელსაც ვგრძნობ, რატომ ვამბობ ამას საკუთარ თავზე, რამდენჯერაც რაღაცა მოხდა, ესეც ბოროტ ძალებს უკავშირდება, რომელსაც ჩემს მიმართ უშვებენ. რადგან მე ვაკეთებ ეგზორციზმს და მათგან ადამიანებს ვეხმარები, შემდეგ უკვე ისინი გადმოდიან ჩემზე და კეთდება ენერგეტიკული სხვადასხვა დარტყმა“,- ამბობს ეზოთერიკოსი.

  • სად ბინადრობენ თბილისში შხამიანი გველები – შოთა ზანდუკელი კონკრეტულ ადგილებს ასახელებს

    სად ბინადრობენ თბილისში შხამიანი გველები – შოთა ზანდუკელი კონკრეტულ ადგილებს ასახელებს

    სად ბინადრობენ თბილისში შხამიანი გველები, – ამ თემაზე ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი, გადაცემაში “დღის პოსტი” საუბრობს:

    „თბილისი, თავისი მდებარეობის გამო, ამ კუთხით ყოველთვის აქტიური იყო. მაგალითად, რუსთავის შემოგარენში თითქმის ყველგან შხამიანი გველი – გიურზა გვხვდება, რის გამოც რუსთავი უფრო „ცხელ წერტილად” მიიჩნევა, თუმცა თბილისიც საკმაოდ დატვირთულია. თბილისი ქვაბულში მდებარეობს, სადაც ქვეწარმავლებისთვის ძალიან კარგი კლიმატური პირობებია. თბილისის შემოგარენში თითქმის ყველა სახეობის არაშხამიანი გველი ბინადრობს. გარეუბნები, რომლებიც ბუნებასთან ახლოსაა, გველების გამოჩენის თვალსაზრისით უფრო დატვირთულია, ვიდრე ცენტრი, თუმცა სკვერებისა და ბუნებრივი გარემოს არსებობის გამო, მათ კორპუსებს შორის არსებულ სივრცეებშიც კი ვხვდებით.

    თბილისის ტერიტორიაზე შხამიანი გველები მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე გვხვდება. სულ ორი ასეთი სახეობაა: გიურზა და ცხვირრქოსანი გველგესლა. ქალაქში ცხვირ რქოსან გველგესლასთან შეხვედრის ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან ის კონკრეტულ არეალებში – კოჯრისა და ქოროღლის ციხის ქვემოთ, კლდოვან ნაშალებში ბინადრობს. ასევე გვხვდება წყნეთში, მსხალდიდსა და ლისის ტბის ზემოთ მდებარე სოფლებში. გიურზა კი დასახლებულ პუნქტებშიც გვხვდება – აეროპორტის დასახლებიდან და ლილოდან დაწყებული, აფრიკის, ფონიჭალის, ორთაჭალის, კრწანისისა და შინდისის ჩათვლით. ეს ადგილები გიურზას ბუნებრივი გავრცელების არეალია. ვინაიდან ეს უბნები ბუნებრივ გარემოს ესაზღვრება, ურბანულ სივრცეში მათი გამოჩენა ხშირია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიურზა ან სხვა გველი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ”,- ამბობს შოთა ზანდუკელი.

     

  • დაგეგმილი ქორწილი და ტრაგიკული შვებულება: გომის მთაზე ავარიას 21 წლის გლებისა და 20 წლის ნასტასიას სიცოცხლე ემსხვერპლა, ისინი ახალი დანიშნულები იყვნენ

    დაგეგმილი ქორწილი და ტრაგიკული შვებულება: გომის მთაზე ავარიას 21 წლის გლებისა და 20 წლის ნასტასიას სიცოცხლე ემსხვერპლა, ისინი ახალი დანიშნულები იყვნენ

    ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნას­ტა­სი­ამ სწავ­ლა პინ­სკის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნაგ­რძო, მათ სიყ­ვა­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს – ასე იწყე­ბა ბე­ლა­რუ­სულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ღუ­პუ­ლი ბე­ლა­რუ­სი წყვი­ლის შე­სა­ხებ.

    12 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს, ბე­ლა­რუ­სი ტუ­რის­ტე­ბით სავ­სე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში მდე­ბა­რე მა­ღალმთი­ა­ნი კუ­რორ­ტი­დან – გო­მის მთი­დან ბრუნ­დე­ბო­და. ოზურ­გე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გზის მე-16 კი­ლო­მეტრზე, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და, ხევ­ში გა­და­ვარ­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. ტრა­გე­დი­ას ბე­ლა­რუ­სის ოთხი მო­ქა­ლა­ქე ემსხვერ­პლა. მათ შო­რის იყ­ვნენ ბრეს­ტე­ლი, 21 წლის გლებ მელ­ნი­კი და მისი 20 წლის სა­ცო­ლე, ნას­ტა­სია ფი­ლი­უ­კი.

    გა­მო­ცე­მა აღ­წერს, რომ გო­მის მთა სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ულა­მა­ზეს კუ­თხე­ში, გუ­რი­ა­ში, ზღვის დო­ნი­დან 2755 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს. მას ხში­რად “ღრუბ­ლებს ზე­მოთ არ­სე­ბულ კუ­რორ­ტსაც“ უწო­დე­ბენ: კარგ ამინ­დში აქე­დან შავი ზღვის ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა, ღრუბ­ლე­ბი კი სათ­ვალ­თვა­ლო მო­ედ­ნე­ბის ქვე­მოთ და­ცუ­რა­ვენ. მოგ­ზა­უ­რე­ბი აქ მზის ჩას­ვლის სა­ნა­ხა­ვად და ისე­თი ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად ამო­დი­ან, სა­დაც თით­ქოს ცაში, ღრუბ­ლებს ზე­მოთ დგა­ხარ. გლე­ბი და ნას­ტა­სი­აც გო­მის მთას სწო­რედ ამ და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის­თვის ეწ­ვივ­ნენ, თუმ­ცა შინ დაბ­რუ­ნე­ბა აღარ ეწე­რათ.

    ნას­ტა­სია ეკო­ნო­მი­კას სწავ­ლობ­და, გლე­ბი კი თევ­ზა­ო­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი

    ორი­ვე მათ­გა­ნი ბრეს­ტი­დან იყო და 28-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. გლე­ბი ნას­ტა­სი­ა­ზე ერთი წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა, 2023 წლის ზა­ფხუ­ლი­დან და­ი­წყო. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ახალ­გაზ­რდა წყვი­ლის ჩვე­უ­ლებ­რივ, ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას ასა­ხავს: სე­ირ­ნო­ბა, კოც­ნა, ჩა­ხუ­ტე­ბა და ღი­მი­ლი.

    წყვი­ლი სულ ცოტა ხნის წინ და­ი­ნიშ­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სას­ვე­ნებ­ლად სწო­რედ ამ სტა­ტუ­სით გა­ემ­გზავრნენ.

    2023 წელს, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ნას­ტა­სი­ამ პინ­სკის პო­ლე­სი­ეს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­კი­სა და ფი­ნან­სე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. 2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში იგი, სხვა სტუ­დენ­ტთან ერ­თად, მშობ­ლი­ურ სკო­ლას ეწ­ვია, რათა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი ფა­კულ­ტე­ტი წა­რედ­გი­ნა.

    • გლე­ბი 21 წლის იყო. და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში მან ორ­ჯერ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ინ­ფორ­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში. “ინ­სტაგ­რამ­ზე”, მის გვერ­დზე შე­მორ­ჩე­ნი­ლია სკო­ლის პე­რი­ო­დის ფო­ტო­ე­ბი სა­ზე­ი­მო კა­დეტ­თა ფორ­მა­ში.

    გარ­და ამი­სა, მის პრო­ფილ­ზე შეხ­ვდე­ბით კად­რებს საბ­ჭო­თა ფორ­მა­ში, რომ­ლე­ბიც ბრეს­ტის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თან არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ეს ფო­ტო­ე­ბი 2022 წლის მარ­ტში, ბრეს­ტის ცენ­ტრა­ლუ­რის სად­გუ­რის დაც­ვის ის­ტო­რი­უ­ლი რე­კონ­სტრუქ­ცი­ის დროს მომ­ზად­და, სა­დაც ორ­მოც­და­ა­თამ­დე მო­ნა­წი­ლემ 1941 წლის ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი გა­ა­ცო­ცხლა.

    გზა, რო­მელ­საც მუხ­რუ­ჭე­ბის სუნი ას­დის

    სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გზი­დან გა­და­ვი­და, ხევ­ში გა­და­ვარ­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ში მყო­ფი ოთხი მგზავ­რი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ბე­ლა­რუ­სის 15 მო­ქა­ლა­ქე კი და­შავ­და. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო თა­ვად მძღოლ­მაც. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ამ დაღ­მარ­თზე ხში­რად დგე­ბა გა­და­ხუ­რე­ბუ­ლი მუხ­რუ­ჭე­ბის სუნი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ შემ­თხვე­ვა­ში მუხ­რუ­ჭე­ბი გა­და­ხურ­და, რის გა­მოც, მძღოლ­მა ავ­ტო­მო­ბილ­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა.

    გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მძღოლს არ გა­აჩ­ნდა შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის მოწ­მო­ბა, რაც მგზავ­რთა აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის გა­დაყ­ვა­ნას სჭირ­დე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი გა­დაჰ­ყავ­და.

    მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს და ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით წა­უ­ყე­ნეს, რაც საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი პი­რის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. მას 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. 15 აგ­ვის­ტოს სა­სა­მარ­თლომ მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

    16 აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­დან უკვე გა­წე­რეს 12 და­შა­ვე­ბუ­ლი ბე­ლა­რუ­სი, მათ შო­რის ხუთი ბავ­შვი. სამი პირი კვლავ ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ რჩე­ბა.

    გლე­ბი­სა და ნას­ტა­სი­ას გარ­და, ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას 38 წლის სერ­გე­ი­სა და 55 წლის ჟა­ნას სი­ცო­ცხლეც ემსხვერ­პლა.

    გარ­დაც­ვლილ­თა ცხედ­რებს სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა ბა­თუმ­ში ჩა­უ­ტარ­დათ. ბე­ლა­რუ­სის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პირ­ველ ეტაპ­ზე სამ­შობ­ლო­ში ნას­ტა­სი­ა­სა და გლე­ბის გად­მოს­ვე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში უნდა გა­და­წყდეს.

  • “მამა, მამიდა და სხვები ისე იქცევიან, თითქოს გურამი არის უბრალოდ სადმე დასასვენებლად წასული და ძალიან მალე დაბრუნდება უკან” 👇

    “მამა, მამიდა და სხვები ისე იქცევიან, თითქოს გურამი არის უბრალოდ სადმე დასასვენებლად წასული და ძალიან მალე დაბრუნდება უკან” 👇

    17 წლის გურამ დადიანიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საზოგადოება კვლავ ელის კითხვებზე პასუხებს. ბოლო დღეებში საქმეზე ყურადღება კიდევ ერთხელ გამახვილდა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში ახალი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

    გურამ დადიანიძის დედის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე პოდკასტში “შენი ამბავი თაიასთან” ამბობს, რომ საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები და დაკარგული მოზარდის ოჯახის ზოგიერთი წევრის დამოკიდებულება მას დამატებით კითხვებს უჩენს. მისი თქმით, განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ არ ინტერესდებიან ისინი გამოძიების ახალი მასალებით და რატომ არ ცდილობენ მასთან კომუნიკაციას.

    „ძალიან საეჭვოა ზოგადად ის, რომ ამდენი ადამიანი — მამა, მამიდა და სხვები — არიან ჩუმად ან ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა. ისე იქცევიან, თითქოს გურამი არის უბრალოდ სადმე დასასვენებლად წასული და ძალიან მალე დაბრუნდება უკან.

    ხანდახან, როდესაც მე ამ ადამიანებს ვუსმენ, მექმნება შთაბეჭდილება, რომ გურამ დადიანიძე ჩვენთან ერთად არის და ჩვენ ყველანი გავგიჟდით და არ ვიცით, რას ვაკეთებთ და ვის ვეძებთ. როგორ შეიძლება, ასე მშვიდად იყო ადამიანი, რომლის ოჯახის წევრი, 17 წლის ბავშვი, 12 წელია დაკარგულია და არ ვიცით, სად არის, გაუჩინარებულია?

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე თავად მქონდა მამიდასთან შეხვედრის მცდელობა და ამ ადამიანმა არ ისურვა ჩემთან შეხვედრა. ამის შემდეგაც ამ ადამიანს ჩემთვის არ დაურეკავს, არ მოუწერია. არც მამას ჩემთვის არ დაურეკავს, არ მოუწერია და არავის გამოუთქვამს სურვილი, რომ შემხვედროდა და თუნდაც კითხვები დაესვა საქმის იმ ახალ მასალებთან დაკავშირებით, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება რამდენიმე დღის უკან.

    ხომ თქვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ ახალი მტკიცებულებები გვაქვს, ახალი გამოკითხვის ოქმები გვაქვს. ხომ უნდა დაინტერესებული იყვნენ ეს ადამიანები, რას ამბობენ მოწმეები, იქნებ ვინმემ რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა.

    სწორედ ჩემთან უნდა ჰქონოდათ კომუნიკაცია, ვინაიდან გამომძიებელი მათ პირდაპირ ამ ინფორმაციას არ მიაწვდიდა. შესაბამისად, როდესაც მე ვხედავ, რომ ამ ადამიანებს ინტერესი არ გააჩნიათ, ეს დამატებით გარკვეულ შეკითხვებს ნამდვილად მიჩენს. მე არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ კითხვებს აჩენს.

    ასევე ვხედავ, ძალიან ბევრი ყალბი ექაუნთიდან, ყალბი ანგარიშიდან ავრცელებენ სხვადასხვა ცრუ ინფორმაციას და ყველანი კარგად ვხვდებით, რომ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის, რომ ჩვენ შეგვიყვანონ შეცდომაში. „დედა, ცოცხალი ვარ, ცოცხალი“ — ჩვენ ვხედავთ კომენტარებს: „დედა, ცოცხალი ვარ“ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მათი მიზანი არის, რომ ჩვენ გადავერთოთ სხვა საკითხებზე, ჩვენ დავკარგოთ ტემპი, ჩვენ დავკარგოთ დრო.

    ისმის კითხვა: რა ინტერესი აქვთ, რომ შეცდომაში შევყავართ? რა ინტერესი აქვთ და, თუ ინტერესი არ აქვთ, მაშინ ამას რატომ აკეთებენ?

    აქ კიდევ ერთხელ ჩნდება ის ეჭვები, რომელ ეჭვებზეც ჩვენ ვსაუბრობთ მთელი ამ დღეების განმავლობაში, რომ სავარაუდო დანაშაულს აქვს ადგილი და ვიღაცას ძალიან არ უნდა, რომ მოხდეს აღნიშნული დანაშაულის გამოძიება. ვიღაცას ძალიან არ უნდა, რომ პასუხი აგოს იმ დანაშაულისთვის, რომელიც აშკარად არის ჩადენილი.

    სხვანაირად ეს წინააღმდეგობები არ გაჩნდებოდა, სხვანაირად ეს დისკრედიტაციის მცდელობები ნამდვილად არ იქნებოდა და ყველანი გავერთიანდებოდით.“ – ამბობს ტარიელ კაკაბაძე.

  • „სული დამიტანჯეს, სული, ხალხო…“ – გურამ დადიანიძის დედა

    „სული დამიტანჯეს, სული, ხალხო…“ – გურამ დადიანიძის დედა

    12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედამ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სულის შემძვრელი მიმართვა გაავრცელა.

    „რა უნდა, რა სული დამიტანჯეს, სული, ხალხო“, – წერს სოფო ბიბილაშვილი.

    ცნობისთვის, 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეში ახალი გარემოება გაჩნდა. გურამ დადიანიძის სახელით მოქმედ Facebook-გვერდზე 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე გამოქვეყნდა პოსტი – „Арцыд рæстæг“, რაც ქართულად „მოვიდა დრო“ ან „დადგა დრო“ ნიშნავს.

    პოსტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. „ანუ, ცოცხალია… ძალიან უცნაურია ეს პოსტი ამდენი წლის შემდეგ…“, – ასეთი გამოხმაურება მოჰყვა გაურკვეველ პოსტს.

    პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე, სოციალურ ქსელში მიმოწერის სქრინი გასააჯაროვა გურამის ბიძაშვილმა.

    „დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია… ვინ ხარ, რა ხდება“ – დაწერა მან.

    მოგვიანებით, ვიდეომიმართვა გაავრცელა კობა ახალაძემ და თქვა, რომ საქმე აქვთ „დიდ თამაშთან“, რომელსაც გამოძიება ცხელ კვალზე გაარკვევს.

    გამთენიისას, გურამის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა დაწერა: „გური, მოვიდა დრო, ეს რას ნიშნავს, შვილო?“

    გურამ დადიანიძის გვერდზე ბოლო პოსტი 2013 წელს იყო გამოქვეყნებული. თავად გურამი 2014 წელს, 17 წლის ასაკში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარდა.

    საქმის ფარგლებში შსს-მ ახლახან მლეთაში ტერიტორია ხელახლა შეამოწმა.

    რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკა და დაახლოებით 50 თანამშრომელი იყო ჩართული, თუმცა გურამის კვალს ვერ მიაგნეს.

    ამასთან, შემოწმებული ტერიტორიის მიხედვით, მეწყრის მიერ მისი წაყოლის ვერსია გამოირიცხა.

    საქმეზე გამოძიება გრძელდება. გურამ დადიანიძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

  • “ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს” – რას ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის შესახებ

    “ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს” – რას ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის შესახებ

    ფე­ის­ბუქ­ში, 12 წლის წინ და­კარ­გუ­ლი და­დი­ა­ნი­ძის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა პოს­ტი ოსურ დი­ა­ლექ­ტზე Арцыд растаг, რაც ქარ­თუ­ლად ნიშ­ნავს – “დრო მო­ვი­და”.

    • ჯერ­ჯე­რო­ბით აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა გუ­რი­კას დე­დას, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვილს ქალი ამ­ბობს: “ვიცი, რომ გუ­რი­კას გვერ­დია და თუ ჩარ­თო, მა­შინ დე­და­საც მის­წერ­და და ეტყო­და, რომ მოვ­დი­ვარ და ცო­ცხა­ლი ვარო…”

    გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის საქ­მის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე tv-პირ­ველ-თან ამ­ბობს, რომ უკვე იცის რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან და­პოს­ტეს და­დი­ა­ნი­ძის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე.

    “დედა, ცო­ცხა­ლი ვარო, ვინც და­პოს­ტა, რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან, მისი IP უკვე გარ­კვე­უ­ლი მაქვს, პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით. არ მინ­და ამის გამ­ხე­ლა, ხელი მეშ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა­ში” – უთხრა კა­კა­ბა­ძემ TV პირ­ველს.

    • ცნო­ბის­თვის, 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლია, ვი­ნა­ი­დან გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს.

    გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­ში ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ჩა­ერ­თო. იმ ად­გი­ლას და მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი თა­ვი­დან ჩა­ტარ­და, გა­მო­ი­ყე­ნეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, სკა­ნე­რი, თუმ­ცა და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის კვალს ვერ მი­აგ­ნეს.

  • 🔴”მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით” – კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა

    🔴”მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით” – კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა

    “მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით” – კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა.

    ცნობისთვის, 12 წლის წინ და­კარ­გუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის პი­რად Facebook გვერ­დზე ოსურ დი­ა­ლექ­ტზე პოს­ტი გა­მოქ­ვეყ­ნდა.

    780088869-1755602155640278-3421187859623108078-n-01319-1787119715.jpg

    ვინ და­წე­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი, ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია. უც­ნო­ბია და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბიც.

    ასევე იხილეთ: “სასწრაფო ინფორმაციაა, გურიკა დადიანიძის ნამდვილი “ფეისბუქიდან” დაიწერა ეს პოსტი” – რა ინფორმაციას ავრცელებს კობა ახალაძე 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის შესახებ?

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელ მამიშლარია.

    ბიძგების სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა.

    დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

  • ტრაგედია ბათუმში – რა მოხდა გორგასლის ქუჩაზე

    ტრაგედია ბათუმში – რა მოხდა გორგასლის ქუჩაზე

    ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ „აჭარა თაიმსი“ წერს.

    სააგენტოს ცნობით, დაღუპული, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

    დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

  • “მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით” – კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა

    “მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით” – კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა

    ვინ და­წე­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი, ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია. უც­ნო­ბია და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბიც.