Category: Uncategorized

  • ვაიმეე ვანგამ რაც თქვაა სწორია 😦😦😦

    ვაიმეე ვანგამ რაც თქვაა სწორია 😦😦😦

    ლეგენდარული ბულგარელი წინასწარმეტყველი ვანგა ათწლეულების განმავლობაში აკეთებდა წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ხშირად მართლდებოდა. ასევე, მან გააკეთა რამდენიმე შემაშფოთებელი წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის. ვანგა ხედავდა მნიშვნელოვან გლობალურ მოვლენებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ მომხდარა. მან იწინასწარმეტყველა მსოფლიო ცვლილებები 2025–2026 წლებში, — წერს Wionews. მისი თქმით, მომავალში მოხდება:

    დიდი ომი, რომელიც შეცვლის მსოფლიო დინამიკას;
    კონტაქტი უცხოპლანეტელებთან;
    ახალი სტიქიური უბედურებები.
    მთავარი წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის ეხება მესამე მსოფლიო ომს.

    გამოცემა აღნიშნავს, რომ გლობალური დაძაბულობა ახლა რეკორდულად მაღალ დონეზეა. რუსეთსა და უკრაინას შორის ომი კვლავ გრძელდება, ისრაელი ჩართულია რამდენიმე კონფლიქტში, ხოლო ჩინეთის შესაძლო თავდასხმა ტაივანზე ახლოვდება. ამგვარად, სიტუაცია მძიმდება.

    ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2026 წელს ეს ყველაფერი შეიძლება გაერთიანდეს და პროვოცირება მოახდინოს მესამე მსოფლიო ომის.

    უცხოპლანეტელებთან კონტაქტი

    ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2026 წელს მოხდება ადამიანების ოფიციალური კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. მისი თქმით, 2026 წლის ნოემბერში დედამიწაზე დიდი კოსმოსური ხომალდი ჩამოვა. ეს იქნება პირველი ოფიციალური შეხვედრა უცხოპლანეტელებთან. თუმცა ეს წინასწარმეტყველება ბევრს არარეალურად მიაჩნია.

    სტიქიური უბედურებები და კლიმატი

    ვანგას მიხედვით, 2026 წელს კლიმატის ცვლილება დიდ ზიანს მიაყენებს მსოფლიოს. გაიზრდება მიწისძვრებისა და ვულკანის ამოფრქვევების რაოდენობა. მისი მიმდევრების მტკიცებით, სტიქიური უბედურებები დედამიწის ზედაპირის 7–8%-ს შეცვლის, ეკოსისტემებს დაანგრევს და მსოფლიო შოკში ჩააგდებს.

    ხელოვნური ინტელექტი (AI)

    ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი იმდენად განვითარდება, რომ ადამიანების კონტროლს დაიწყებს. ის მოიცავს სამუშაო ადგილებს, იმოქმედებს პირად ურთიერთობებზე და გავლენას მოახდენს ყოველდღიურ რუტინულ საქმეებზეც კი.

    საინტერესოა, რომ ფრანგმა ასტროლოგმა ნოსტრადასტრამმაც მსგავსი შემაშფოთებელი წინასწარმეტყველებები გააკეთა ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ხელოვნური ინტელექტი 2026 წელს დაიპყრობს მსოფლიოს.

  • მთავრობის განკარგულება, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    მთავრობის განკარგულება, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება და რეგულაცია 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

    სამინისტრო განმარტავს, რომ 2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით აკრძალულია: პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება. ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.

    2026 წლის 1-ელი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.

    2031 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე.

  • ასტროლოგიურად იშვიათი მოვლენა ხდება – ზოდიაქოს 4 ნიშანი დიდ ცვლილებებს იგრძნობს

    ასტროლოგიურად იშვიათი მოვლენა ხდება – ზოდიაქოს 4 ნიშანი დიდ ცვლილებებს იგრძნობს

    ვენერა უერთდება ცვლილებებისა და გარღვევების პლანეტას ურანს კუროს ნიშანში. ეს იშვიათი ასტროლოგიური თანხვედრა აერთიანებს სიყვარულს, ფულსა და სიამოვნების მოულოდნელ ცვლილებებს.

    ამ პერიოდში შესაძლოა ამოქმედდეს ის რაც დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო.

    ასევე შეიძლება ის, რაც მიუწვდომელი გეგონა, უცებ გამოჩნდეს. ურანის გავლენით ცხოვრება ხშირად სწრაფად და მოულოდნელად იცვლება.

    ვენერა კუროში გვახსენებს, რომ უნდა შევანელოთ ტემპი და დავაკვირდეთ რა გვკვებავს და რა გვართმევს ენერგიას – იქნება ეს ურთიერთობა თუ სამსახური. მაგალითად: არის თუ არა ეს ურთიერთობა უსაფრთხო? სამართლიანად გიხდიან თუ არა შენი შრომისთვის?

    ეს პერიოდი განსაკუთრებით დადებითი გავლენის მომტანი იქნება 4 ზოდიაქოს ნიშნისთვის: ლომი, კურო, ვერძი და მშვილდოსანი, რომლებსაც მოულოდნელი შესაძლებლობები, ფინანსური წინსვლა და პირადი ცხოვრების გაუმჯობესება ელის.

  • ვინ არის სალომე ჭაჭუას რჩეული ? – მოცეკვავე მის ფოტოებს აქვეყნებს

    ვინ არის სალომე ჭაჭუას რჩეული ? – მოცეკვავე მის ფოტოებს აქვეყნებს

    ცოტა ხნის წინ ქართველმა მოცეკვავემ, სალომე ჭაჭუამ გულშემატკივრებს სასიხარულო სიახლე გაუზიარა და დაწერა, რომ პირველი შვილის დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც სანდრო დაარქვეს: “ჩემი სანდრო. მადლობა, უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის”, – დაწერა მან.

    სალომე ჭაჭუას პირველი შვილი 2026 წლის 28 მარტს შეეძინა. გასულ შემოდგომას, ნოემბერში სალომემ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ოთხი სეზონის შემდეგ, ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებს” პირადი მიზეზების გამო ტოვებდა, ეს მიზეზები კი არ დაუკონკრეტებია.

    “ძალიან ვამაყობ, რომ სამჯერ გავედი ფინალში და ვინ იცის – იქნებ ერთ დღეს დავბრუნდე, რომ საბოლოოდ ავწიო ეს ბრჭყვიალა თასი… სასურველია ისეთ ცნობილ ადამიანთან ერთად, რომლებსაც არ ადარდებთ ზედმეტი რეპეტიციები!”, – წერდა მაშინ სალომე ჭაჭუა.

    სალომე ჭაჭუა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე იშვიათად ჩნდებოდა კამერების წინ, პირად ცხოვრებაზე კი არასდროს საუბრობდა. სალომეს არც ახლა, სასიხარულო სიახლის შემდეგ უსაუბრია პირადი ცხოვრების დეტალებზე – მან მეუღლესთან ერთად გადაღებული კადრები ისეთი რაკურსით გააზიარა, სადაც სახე დაფარულია.

  • მალამო ჩემი დიდი ბებიის რეცეპტის მიხედვით, რომელიც უებარია სხეულისთვის. მოსამზადებლად იოლია

    მალამო ჩემი დიდი ბებიის რეცეპტის მიხედვით, რომელიც უებარია სხეულისთვის. მოსამზადებლად იოლია

    შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო ბალზამის რეცეპტს. რეცეპტი უძველესია და იგი თაობიდან თაობებს გადაეცემა. მოსამზადებლად უმარტივესი ნატურალური საშუალება, ქიმიური მედიკამენტების გარეშე, მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.

    საჭირო ინგრედიენტები:

    • 400 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ზეთიც)
    • 1 ცალი სოფლის კვერცხი
    • ფუტკრის ცვილი (აუცილებლად ნატურალური) 60 გრ

    მომზადებისა და გამოყენების წესები:

    გაითვალისწინეთ, თუ ბალზამს შინაგანი გზით იყენებთ სამკურნალოდ, აუცილებლად გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი, ხოლო გარეგანი მკურნალობისას_ ნებისმიერი მცენარეული ზეთი.

    მოხარშეთ კვერცხი. დაგჭირდებათ მხოლოდ გული.

    ზეითუნის ზეთს დაამატეთ დაქუცმაცებული ცვილი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ცვილის გადნობის შემდეგ შეურიეთ დაჭყლეტილი კვერცხის გულის მცირე ნაწილი. თუ ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდა, გადმოდგით ცეცხლიდან და ნაწილ-ნაწილ შეურიეთ დარჩენილი კვერცხის გული. შემდეგ გაწურეთ ბადის საშუალებით და გადაიტანეთ მინის ქილაში. გაგრილებამდე შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე, თორემ ცვილი ქილის ძირზე დაილექება.

    ბალზამი შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგ დაავადებათა სამკურნალოდ:

    1. ჰაიმორიტი

    ბალზამის მცირე მასა გაადნეთ ჩაის კოვზზე და თითო-თითო წვეთი, დღეში ორჯერ, ერთი საათის ინტერვალით, ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში. ბალზამი გაგათავისუფლებთ ჩირქისგან. შედეგს ძალიან სწრაფად მიიღებთ.

    2. ჩირქოვანი ოტიტი

    ბამბის პატარა ტამპონი გააჯერეთ ბალზამით და კომპრესი ჩაიდეთ ყურში. ბალზამს გამოაქვს ჩირქი. ამ გზით შეგიძლიათ უმკურნალოთ ყურის ყველა სახის ინფექციას.

    3. ყელის ტკივილი, ტონზილიტი

    ბალზამი წაისვით კისერზე, ქვედა ყბის ქვეშ. შემოიხვიეთ თბილი ქსოვილი და დაიტოვეთ მთელი ღამე. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში რამდენჯერმე.

    4. ბრონქიტი, კუჭისა და ნაწლავების ტკივილი, წყლულები

    ბალზამის ნახევარი ჩ. კ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შინაგანი გზით გამოყენებისას ბალზამს ამზადებთ ზეითუნის ზეთით.

    5. ქალური დაავადებები: მასტიტი, საკვერცხის კისტა და ანთება

    საკვერცხის კისტის, ანთების, საშვილოსნოს ფიბრომიომის საწყის ეტაპზე სამკურნალოდ დილა-საღამოს გაიკეთეთ ბალზამით გაჯერებული ტამპონები. ხოლო მასტიტის შემთხვევაში   ბალზამით გააჯერეთ თხელი ბუნებრივი ქსოვილი და მკერდზე გაიკეთეთ კომპრესები. კომპრესები შეცვალეთ ყოველ 2 საათში ერთხელ.

    6. დამწვრობები, წყლულები, იარები, კბილის ტკივილი, სახსრების ტკივილი

    ბალზამი წაისვით დაზიანებულ უბნებზე, შეიხვიეთ ბინტით და დაიტოვეთ მთელი ღამე.

    კბილის ტკივილის შემთხვევაში ბალზამი შეიზილეთ მტკივნეულ კბილზე და ღრძილზე.

    7. ტროპიკული წყლულები, განგრენა

    დაზიანებულ ადგილებზე ყოველ 2 საათში ერთხელ გაიკეთეთ ბალზამის საფენები. შეხორცების პროცესი ძალიან სწრაფად წავა.

    8. ბუასილი

    მარლის ტამპონი გააჯერეთ ბალზამით. ტამპონი გაიკეთეთ უკან ტანში და დაიტოვეთ მთელი ღამე. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ 8-10 დღე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მკურნალობა გააგრძელოთ.

    9. ბალზამი აძლიერებს ფრჩხილებს. შეიზილეთ ის ფრჩხილებზე და დაიტოვეთ მთელი ღამე.

    საუკეთესოა მწერების ნაკბენების, ჩირქოვანი გამონაყარის საწინააღმდეგოდ, ქუსლების გაუხეშებული კანის დასარბილებლად.

    გისურვებთ ჯანმრთელობას!

  • გარდაცვლილის მიერ გამოგზავნილი 3 ნიშანი – სპეციალისტის განმარტება

    გარდაცვლილის მიერ გამოგზავნილი 3 ნიშანი – სპეციალისტის განმარტება

    სიკვდილის შემდეგ, სული გარკვეული დროის განმავლობაში რჩება საყვარელ ადამიანებთან თავის მშობლიურ ადგილებში.

    ქრისტიანობაში ითვლება, რომ ეს დრო გარდაცვლილს ეძლევა საკუთარი სიკვდილის გასააზრებლად და საყვარელ ადამიანებთან დასამშვიდობებლად. ზოგჯერ სულს შეუძლია ნიშნები გაუგზავნოს საყვარელ ადამიანებს და ისინი იწყებენ არამიწიერი ძალის არსებობის შეგრძნებას.

    ცხოველად დაბრუნება
    გარდაცვლილის სულს შეუძლია საკუთარი თავის შეხსენება ცხოველის, ფრინველის ან მწერის სახით დაბრუნებით. ადამიანები, როგორც წესი, იუწყებიან, რომ სასაფლაოზე ან სასაფლაოზე მიმავალ გზაზე უცნაურ ცხოველებს ხვდებიან. ისინი ამჩნევენ ციყვებს, კატებს, პეპლებს და ჩვეულებრივ მტრედებსაც კი. მათ საერთო ის აქვთ, რომ ეს არსებები უცნაურად იქცევიან. მათ შეუძლიათ დიდხანს იდგნენ და ერთ ადამიანს უყურებდნენ, მიჰყვებოდნენ გარდაცვლილის საყვარელ ადამიანებს ან სხვა გზებით ცდილობდნენ ყურადღების მიპყრობას.

    გაფუჭებული ელექტრონიკა
    ითვლება, რომ სულები საუკეთესოდ ურთიერთქმედებენ ელექტროენერგიასთან. ამიტომ, თუ თქვენს სახლში ნათურები რეგულარულად იწვის ან ციმციმებს, ან ელექტრომოწყობილობები თავისით ინთება და ითიშება, ეს ნიშნავს, რომ გარდაცვლილის სული ნიშნებს გიგზავნით. შესაძლოა, გარდაცვლილი დამშვიდობებას გთხოვს, ან შესაძლოა რაღაცის შესახებ გაფრთხილებდეს. ყურადღებით დააკვირდით ასეთ გამოვლინებებს.

    სიზმრები და ნიშნებიყველაზე ხშირად სულები სიზმარში საყვარელ ადამიანებთან დასაშვიდობებლად მიდიან. მათ შეიძლება ახალი ცხოვრების შესახებ მოგიყვენ, რჩევა მოგცენ ან თხოვნები გადმოგცენ. როგორც წესი, გარდაცვლილები ხშირად ჩნდებიან სიზმრებში სიკვდილის შემდეგ პირველ დღეებში – ასე ემშვიდობებიან ოჯახს ისინი და ესმით, რომ ოჯახი უშვებს მათ. თუ გარდაცვლილი დაკრძალვის შემდეგ გესიზმრებათ, შეეცადეთ ყურადღებით მოუსმინოთ და დაიმახსოვროთ ყველაფერი, რაც თქვა.

  • სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ

    სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ

    გარემოს ეროვნული სააგენტო, 25-27 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    “25-26 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე ნალექი, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

    ქ. თბილისში: 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს ხანმოკლე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება”.

  • საშიშია თუ არა მარცხენა მხარეს ძილი – კარდიოლოგის განმარტება

    საშიშია თუ არა მარცხენა მხარეს ძილი – კარდიოლოგის განმარტება

    ბევრს აინტერესებს, მოქმედებს თუ არა ძილის პოზა გულის ჯანმრთელობაზე. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, კარდიოლოგის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მარცხენა მხარეს ძილი საზიანოა, მათ შორის გულის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

    ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმისთვის – ის ამცირებს სტრესსა და ანთებას და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღრმა და REM ფაზები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია გულის ფუნქციასთან.

    პოზას რაც შეეხება, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კონკრეტულად „საუკეთესო“ პოზა არ არსებობს. ადამიანები ბუნებრივად იცვლიან მდგომარეობას ძილის დროს, ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია, პოზა ხომ არ იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან კუნთების დაძაბვას. მაგალითად, მუცელზე ძილი შეიძლება დისკომფორტული იყოს და ნაკლებად რეკომენდებულია.

    გულის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია Sleep apnea – მდგომარეობა, რომელიც ზრდის მაღალი წნევისა და არითმიების რისკს. მისი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას.

    დასკვნა: ძილის პოზა გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია ხარისხიანი, 7–9 საათიანი ძილი და სუნთქვის პრობლემების კონტროლი.

  • სალომე ჭაჭუა დედა გახდა – ნახეთ რა წარმოუდგენლად ლამაზი სახელი დაარქვა პატარას

    სალომე ჭაჭუა დედა გახდა – ნახეთ რა წარმოუდგენლად ლამაზი სახელი დაარქვა პატარას

    მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დედა გახდა. სასიამოვნო სიახლის შესახებ მოცეკვავემ გამომწერებს სოციალური ქსელით აცნობა და ახალშობილის პირველი ფოტოც გამოაქვეყნა.

    „ჩემი სანდრო. მადლობა უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის“, – წერს სალომე სოციალურ ქსელში.